ნიჟნინოვგოროდელებმა 22 წლის ქართველი თავდამსხმელი ევროპაში არ გაუშვეს და სამაგიეროდ ფსიქოლოგი დაუქირავეს
ახლახან რუსული მედია იუწყებოდა, სხვა ქართველებთან ერთად ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგადან" მათე ვაწაძის წასვლაც თითქმის გადაწყვეტილიაო.

უკვე დაიწერა, რომ კლუბს შეიცვლიან ლაშა სალუქვაძე და გოჩა ხოჯავა, თუმცა მათით დაინტერესებული კლუბები ჯერ არ დასახელებულა. ის ამბავი კი, რომ გოგიტა გოგუა თბილისის "დინამოში" ითამაშებს, უშუალოდ თბილისელთა გენერალური დირექტორისგან ზურაბ პოლოლიკაშვილისგან შევიტყვეთ.

და სად ითამაშებს მომავალი წლიდან მეოთხე ქართველი მათე ვაწაძე, რომელიც, რუსული მედიის მტკიცებით, "ვოლგას" ამ ზამთარს დატოვებს?

როგორც ჩანს, მათი ინფორმაცია ვარაუდი უფროა - 22 წლის ქართველმა თავდამსხმელმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 მატჩში (8 ძირითადში, 11 შეცვლაზე) ერთადერთი გოლი გაიტანა და სწორედ ამაზე დაყრდნობით ივარაუდეს, რომ გუნდი ქართველ ფორვარდს შეელეოდა.

სინამდვილეში, ამ ინფორმაციამ "ვოლგაში" უსიამოვნება გამოიწვია და კინაღამ კლუბის პრესსამსახურის ხელმძღვანელი შეიწირა.

მანამდე კი ის იყო, რომ "ვოლგას" სპორტულ დირექტორ მამუკა ჯუღელს ფინანსურ კრიზისში ჩავარდნილ კლუბში მათეს დატოვება არ სურდა, ნიჟნინოვგოროდელთა მეპატრონეებს მის მომავალზე დაელაპარაკა და ფეხბურთელთან კონტრაქტის გაწყვეტა შესთავაზა.

როგორც დავადგინეთ, ვაწაძის მიწვევა საბერძნეთის, ბელგიისა და ჰოლანდიის კლუბებს სურდათ, მაგრამ "ვოლგამ" არათუ არ გაუშვა, ფსიქოლოგიც კი დაუქირავა, რათა გაიხსნას. მთავარმა მწვრთნელმა დმიტრი ჩერიშევმა თავისი ესპანური გამოცდილება გაუზიარა, ხიხონის "სპორტინგში" ადაპტირებისთვის ორი წელი დამჭირდა და მხოლოდ ამის შემდეგ გავიხსენიო.

ნიჟნი ნოვგოროდის სახელისუფლებო სტრუქტურებში ფეხბურთის კურატორ ვიცე-გუბერნატორ დმიტრი სვატკოვსკის მათესთვის უთქვამს, შენი და ზურაბ არზიანის დატოვება გვსურსო. ერთი უცნაური ამბავიც: ვაწაძეს "ვოლგას" ძველმა პრეზიდენტმა ალექსეი გოიხმანმაც არ ურჩია წასვლა. ისე ჩანს, რომ სვატკოვსკისთან დაპირისპირებულ გოიხმანს კლუბში დაბრუნების იმედი აქვს.

არადა, მათეს კონტრაქტის გაწყვეტის იურიდიული საფუძველი გააჩნია - კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი კი აკავშირებს, მაგრამ ისევე, როგორც გუნდის სხვა წევრებს, მეხუთე თვეა, ხელფასს არ მიუღია. ფიფას წესებით კი, თუ ფეხბურთელი ხელფასს დროულად ვერ იღებს, შეუძლია, ფიფაში სარჩელი შეიტანოს და კონტრაქტი გაწყვიტოს.

ასე რომ, მათე, ალბათ, ისევ "ვოლგაში" დარჩება. შეგახსენებთ, ვაწაძე "ვოლგაში" თბილისის "დინამოდან" ერთი წლის წინ გადავიდა, შემდეგ თბილისელები მას ისევ იწვევდნენ, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, ნიჟნინოვგოროდელებმა ფეხბურთელი "დინამოში" გაუშვან, საამისოდ დიდ თანხასაც მოითხოვენ.

სამწუხაროდ, გუნდში არსებული ფინანსური კრიზისის გამო დღემდე ოპერაციას ვერ უკეთებენ ფეხმტკივან გოჩა ხოჯავას, რომელიც კლუბს მალე დატოვებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

mentalitet1
ვერ არიან ესენი!!!!!!!! არიქა ქართველი ევროპაში არ გაგექცეთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ფსიქოლოგი რაღა ჯანდაბააა???!!!!!??!!!!!!??!!! მათე ჯიგარო, მარცვალაძემრომ თავი დაიხსნა " მაგ გუნდიდან სულელი კი არ იყო!
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა