ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ „ქუინზ პარკ რეინჯერსთან“ მატჩის შემდეგი კომენტარებისთვის „ჩელსის“ თავკაცი 12 000 ფუნტით დააჯარიმა
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ 23 ოქტომბერს, „ქუინზ პარკ რეინჯერსთან“ შეხვედრის შემდეგი კომენტარებისთვის „ჩელსის“ პორტუგალიელი მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში 12 000 ფუნტით დააჯარიმა და კატეგორიულად გააფრთხილა, რომ მომავალში ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს.

ვილაშ-ბოაშმა განაცხადა, რომ ასოციაციის ბრალდებას არ ეთანხმება და თავს დამნაშავედ არ გრძნობს, თუმცა არაფერი გაუსაჩივრებია.

შეგახსენებთ, რომ 34 წლის პორტუგალიელს საქმეები ცუდად მიუდის - პრემიერლიგის ბოლო ოთხი თამაშიდან ამბიციურმა „ჩელსიმ“ სამი წააგო და მედიაში აქტიურად დაიწყეს ვილაშ-ბოაშის მოხსნაზე ლაპარაკი.

მეორე მხრივ, „პორტუს“ ყოფილმა თავკაცმა იმთავითვე არ უარყო, რომ „რენიჯერსთან“ შეხვედრის მსაჯი კრის ფოი მეტისმეტად აგრესიულად გააკრიტიკა. პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ არბიტრი გუნდების მიმართ ერთნაირად არ იყო განწყობილი.

შეგახსენებთ, რომ „ლოფტას როუდზე“ გამართულ შეხვედრაში, რომელიც „ჩელსიმ“ 1:0 წააგო, ფოიმ სტუმრების ორი ფეხბურთელი გააძევა მოედნიდან. პირველად არბიტრს ჟოზე ბოსინგვა „ემსხვერპლა“, როდესაც ერთ-ერთი რეინჯერსელი წააქცია, მსაჯმა კი მიიჩნია, რომ ეს ბოლო იმედის ჯარიმა იყო. ინგლისურ მას-მედიაში აღნიშნავენ, რომ მისი ეს გადაწყვეტილება საკამათო იყო. მეორე მსხვერპლი კი გახლდათ დიდიე დროგბა რომელმაც შეტყუპებული ფეხებით შეუტია მოწინააღმდეგეს.

აი, სიტყვა-სიტყვით რა თქვა ვილაშ-ბოაშმა 23 ოქტომბერს: „მსაჯი მეტისმეტად სუსტი იყო და ეს შედეგზე აისახა. თამაში რომ დამთავრდა მასთან მივედი და აგრესიულად ველაპარაკე. არ მაინტერესებს, ამ ლაპარაკის შემდეგ როგორ გრძნობს თავს. ქვეყნად ცუდი დღეები ყველას აქვს, მაგრამ ეს დღე ჩვენთვის კი არა მსაჯისთვის იყო ძალიან ცუდი“.

გაძევებები გაძევებებად და, იმ დღეს კრის ფოოიმ „ლურჯების“ კიდევ შვიდ მოთამაშეს ყვითელი ბარათი ამოუღო. ფეხბურთელების ასეთი ქცევისთვის დასავლეთლონდონელებს 20 000 ფუნტის ტოლი ჯარიმის გადახდაც მოუხდათ. ვილაშ-ბოაშმა ყვითლების თაობაზე ასე თქვა:

„ერთი-ორი ფეხბურთელი ნამდვილად იმსახურებდა გაფრთხილებას, დანარჩენი ეპიზოდების შემყურემ კი ვიფიქრე, რომ არბიტრს ყვითელი ბარათი დაკარგული ჰქონდა და რომ იპოვნა სიხარულისგან აღარ იცოდა რა ექნა. იქნევდა და იქნევდა. მეოთხე მსაჯზე ამას ვერ ვიტყვი, ძირითადი სამი არბიტრი კი „ქუინზ პარკ რეინჯერსის“ ფანების ზემოქმედების ქვეშ მოექცა. ასეთი შეხვედრისთვის თავის გართმევა, რასაკვირველია გამიჭირდებოდა. „ჩელსის“ სამ შედეგზე არბიტრებმა გავლენა იქონიეს. ასეთი რამ პრემიერლიგაში არ უნდა ხდებოდეს. არც ვწუწუნებ და არც შეთქმულების თეორიის მიმდევარი გახლავართ, მაგრამ რაც ხდება ფაქტია და თვალს ხომ ვერ დავხუჭავ“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა