თბილისის "დინამოს" ფეხბურთელმა გამართულ "კლასიკოზე" და "ზესტაფონთან" მომავალ შეხვედრაზე ისაუბრა
თბილისის "დიანმოს" ერთ-ერთი ფეხბურთელი გულვერდ თომაშვილი 20 ნოემბერს გამართულ "კლასიკოში" თავური გოლით გამოირჩა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. თომაშვილმა გასულ შეხვედრასთან და მოახლოებულ ზესტაფონურ გასვლისთ მატჩთან დაკავშირებით ისაუბრა.

- თომა ჩვენი საუბარი დავიწყოთ, გასული ქართული "კლასიკოთი", "დინამო არენაზე" დაბრუნება გამარჯვებით აღნიშნეთ, როგორ შეაფასებდი შეხვედრას?

- ეს თამაში თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო "დინამოსთვის" და გულშემატკივრისთვის ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ყველამ ვიცით, რომ "დინამოსა" და "ტორპედოს" დაპირისპირება ყოველთვის ძალიან დაძაბულია და გახარებულები ვართ, რომ ასეთ პრინციპულ მეტოქესთან სამი ქულის აღება შევძელით. აღსანიშნავია თამაშის ხარისხი, მემგონი ის თამაშის სტილი რასაც ალექს გარსია აქამდე გვთხოვდა ეს "ტორპედოსთან" შეხვედრაში გამოჩნდა და ვეცდებით, რომ ასე გავაგრძელოთ და უფრო დავხვეწოთ ჩვენი თამაშის ხარისხი.

- ისიც აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშეთ განახლებულ "დინამოს" სტადიონზე, ფაქტია არც თუ ისე კარგი შედეგი მოჰქონდა ხოლმე ნეიტრალურ მოედანზე თამაშს, ალბათ სულ სხვა ელფერი აქვს, როდესაც შენს საშინაო არენაზე თამაშობ...

- ჩემი აზრია და არამარტო ჩემი, ზოგადად "დინამოს" ფეხბურთელების, რომ "დინამოს" სტადიონზე თამაში მართლაც განსაკუთრებულია, თითქოს ვინც "დინამო არენაზე" მოდის ყველას უჭირს თამაში.

ჩვენთვის ამ სტადიონზე თამაში არის უდიდესი უპირატესობა და დღესაც ყველა ევროპულ გუნდს უჭირს "დინამოზე" თამაში. ისიც ფაქტია, რომ ბოლო რამდენიმე წელია "დინამოს" ევრო-ტურნირებზე საკუთარ არენაზე არ წაუგია. თუ არ ჩავთვლით "აეკთან" ფრეს, რომელიც საბოლოოდ წაგების ტოლფასი იყო.

- "ტორპედოსთან" გადამწყვეტი ბურთი გაიტანე...

- ძალიან გამიხარდა გოლის გატანა, თუმცა მთავარი აქ ეს არ არის, მთავარი არის ის, რომ გუნდმა სამი ქულა მოიპოვა, მაგრამ რა თქმა უნდა გოლი ძალიან გამიხარდა, ფეხბურთელისთვის ყველაზე დიდი სიხარული გამარჯვება და გოლია.

- უმნიშვნელოვანესი თამაში გველოდება 27 ნოემბერს, ზესტაფონში ადგილობრივ გუნდთან, როგორ ემზადება გუნდი და როგორი განწყობაა მატჩის წინ?

- "ტორპედოსთან" გამარჯვების შემდეგ, გუნდს საკუთარ თავში რწმენა დაუბრუნდა, რაც სხვა თამაშებში გვაკლდა. მომზადებას და მონდომებას არასდროს ვაკლებდით, მაგრამ სათამაშო შედეგს ვერ ვაღწევდით. ასეთი თამაშის შემდეგ ფეხბურთელებმა ვიგრძენით ჩვენი თავი სტადიონზე და ჩვენი შესაძლებლობები. ვფიქრობ გვაქვს იმის ძალა, რომ "ზესტაფონთან" გასვლითი მატჩი მოვიგოთ და ამისთვის სათანადოდ ვემზადებით.

- და ბოლოს, "დინამოს" ფან-კლუბ "გლადიატორებს" რას ეტყვი?

- მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის, იმისთვის რასაც თქვენ აკეთებთ. თქვენ ხართ მე-12 მოთამაშე სტადიონზე, რაც ძალიან გვეხმარება. დიდი წვლილი მიგიძღვით ჩვენი გუნდის გამარჯვებაში, ასე რომ ერთად ერთიანი ძალებით უნდა დავადგეთ ჩემპიონობის გზას. სხვანაირად ცალ-ცალკე ამის მიღწევა შეუძლებელი იქნება.

gladiators.ge

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა