კერკეტი კაკალი

კერკეტი კაკალი

კლუბ ატლეტიკო ოსასუნა

მხარე: ნავარა

დაარსდა: 1920 წ.

მწვრთნელი: ხოსე ანტონიო კამაჩო (55 წლ)

სტადიონი: რეინო დე ნავარა (19 500)

გასულ სეზონში: მე-12

ტიტულები: -

საიტი: http://www.osasuna.es

მივიდნენ: იონ ეჩაიდე (უესკა), კიკე სოლა (ლევადიაკოსი), ფერნანდო სორიანო (ალმერია), ასიერ რიესგო (რეალ სოსიედადი), დეიან ლეკიჩი (ცრვენა ზვეზდა), დამია პერესი (ბეტისი), მანუელ ლოლო (სევილია).

წავიდნენ: სესარ ასპილიკუეტა (მარსელი), დადი (ბუკასპორი), ანდრესი, ხოკინ ესპარსა, ხორხე გალანი, ოსკარ ვეგა (ყველა, უესკა), რობერტო (გრანადა), დელპორტე (კონტრაქტი დაუსრულდა).

შარშანდელ სეზონში ხოსე ანტონიო კამაჩოს გუნდი შეუვალი დაცვით გამოირჩეოდა, ამის ხარჯზე ნავარელები ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდნენ. განსაკუთრებით საინტერესო ფეხბურთელები პამპლონელებს დაცვის ფლანგზე ჰყავდათ, თუმცა მარჯვენაფლანგელი სესარ ასპილიკუეტა საფრანგეთის ჩემპიონ "მარსელში" გადაბარგდა, ნაჩო მონრეალი კი "ოსასუნაში" დარჩა. ასპილიკუეტას შემცვლელად კამაჩომ დამია შეიგულა სეგუნდა დივიზიონში ჩარჩენილი "ბეტისიდან".

ასპილიკუეტას გარდა გუნდს ლიდერთაგან არავინ დაუკარგავს, სამაგიეროდ "სევილიადან" ლოლო გადმოიყვანა, ხოლო ბელგრადის "ცრვენა ზვეზდადან" - დეიან ლეკიჩი. ლეკიჩი თუ იყოჩაღებს სასტარტოში კარლოს არანდას ადგილს დაიკავებს და ურუგვაელ ვალტერ პანდიანისთან შემტევ წყვილს შეადგენს. ბერძნულ "ოლიმპიაკოსს" სურს "ოსასუნას" ირანელი ნახევარმცველის ჯავად ნეკუნამის შეძენა, თუმცა ჯერ ტრანსფერი არ შემდგარა. ნეკუნამის დაკარგვა მართლაც დიდი დანაკლისი იქნება ნავარელთათვის. მოკლედ, "ოსასუნა" წლეულსაც "კერკეტი კაკალი" იქნება, "რეინო დე ნავარაზე" მოგება კი ყველას გაუჭირდება "რეალისა" და "ბარსელონას" ჩათვლით.

ოსასუნა 2009/10: რიკარდო (36 თამაში), რობერტო (2 თ); კამუნიასი (36თ, 3გ), მასუდი (36თ, 2გ), ხუანფრანი (33თ, 4გ), ასპილიკუეტა (33თ), პუნიალი (33თ), ფლანიო (32თ, 1გ), ნეკუნამი (31თ, 3გ), მონრეალი (31თ, 1გ), პანდიანი (29თ, 11გ), არანდა (29თ, 5გ), რუპერი (27თ), სერხიო (24თ), კალეხა (22თ), ვადოში (20თ, 4გ), გალანი (20თ, 1გ), ხოსეჩო (19თ), ოიერი (11თ), დადი (10თ, 1გ), ხოკინი (5თ), როვერსიო (3თ), ეჩაიდე (2თ), ხ. პორტილიო (2თ), ალანი (1თ).

ოსასუნა 2010/11 (სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა): რიკარდო - დამია, სერხიო, ფლანიო, მონრეალი - ხუანფრანი, ნეკუნამი, კამუნიასი - მასუდი, ლეკიჩი - პანდიანი.

ფოტო: სესარ ასპილიკუეტა დიდი დანაკლისია ნავარელთათვის

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა