უკრაინელმა სამი კვირა მისცა დევიდ ჰეის იმისთვის, რომ ამ უკანასკნელმა საბოლოოდ გაარკვიოს - დაასრულებს კარიერას თუ რინგზე საბრძოლველად გავა
უკრაინელმა მძიმეწონოსანმა ვიტალი კლიჩკომ სამი კვირა მისცა ბრიტანელ დევიდ ჰეის იმისთვის, რომ ამ უკანასკნელმა საბოლოოდ გაარკვიოს - დაასრულებს კარიერას თუ რინგზე საბრძოლველად გავა WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის წინააღმდეგ.

ამის შესახებ გაზეთ "დეილი მეილს" უკრაინელი მოკრივის მენეჯერმა ბერნდ ბენტემ განუცხადა.

ბენტეს თქმით, ვიტალი კლიჩკოს სხვა მოკრივეებთან ბრძოლის ვარიანტებიც აქვს, მაგრამ ჰეისთან შეხვედრა მისთვის პრიორიტეტულია.

მენეჯერი ამბობს, რომ წარმატებული მოლაპარაკებების შემთხვევაში უფროსი კლიჩკო ბრიტანელს 2012 წლის თებერვალში ან მარტში შეხვდება.

უფრო კონკრეტულ ინფორმაციას ავრცელებს მეორე ბრიტანული გამოცემა - The Sun. ის წერს, რომ ვიტალი კლიჩკოსა და დევიდ ჰეის ბრძოლა უკვე დანიშნულია და ის 2012 წლის 3 მარტს გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გაიმართება. ამავდროულად, გამოცემა ამტკიცებს, რომ მხარეები კონტრაქტს სამ კვირაში მოაწერენ ხელს.

31 წლის ჰეიმ კარიერა 2011 წლის ოქტომბერში დაასრულა, თუმცა ბრიტანელმა არაერთხელ განაცხადა, რომ ისევ გავა რინგზე იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კლიჩკოსთან მოლაპარაკებას შეძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა