ბრაზილიაში ახალგაზრდა მოჭადრაკეთა მსოფლიოს პირველობაზე შეჯიბრების მონაწილეებმა რუბიკონი გადალახეს
ბრაზილიაში ახალგაზრდა მოჭადრაკეთა მსოფლიოს პირველობაზე შეჯიბრების მონაწილეებმა რუბიკონი გადალახეს. 18-წლიანთა მე-5 ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ამ ასაკში რეიტინგფავორიტი რუსი დიდოსტატი ალინა კაწლინსკაია და თანატოლებში მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი, ქუთაისელი საერთაშორისო ოსტატი მერი არაბიძე.

ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი თეთრი ფიგურებით თამაშობდა და მან დებიუტში მიღწეული უპირატესობა ბოლომდე გამოიყენა - გათამაშების ცხრილში მე-6 გამარჯვება ჩაიწერა. მეწინავეთა ჯგუფის დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: პეტრა პაპი (უნგრეთი) - ნარმინ კაზიმოვა (აზერბაიჯანი) 0,5:0,5, ალთანულზი ენხთუული (მონგოლეთი) - ხაიალა აბდულა (აზერბაიჯანი) 1:0, მიტრა ნეჯაზიპური (ირანი) - კატარზინა ადამოვიჩი (პოლონეთი) 0:1, დიანა ბასიუ (მოლდოვა) - ანია შულცი (გერმანია) 1:0, დინარა სადუაკასოვა (ყაზახეთი) - სარანია (ინდოეთი) 1:0, ფლავია კანსიო-ბელო (არგენტინა) - თი კიმ ჰუნგ ვო (ვიეტნამი) 0:1.

ამდენად, 5 ტურის შემდეგ უდანაკარგოდ კაშლინსკაია ლიდერობს. მას ნახევარი ქულით ჩამორჩება ენხთუული, შვიდ მოჭადრაკეს, მათ შორის - არაბიძეს, 4-4 ქულა აქვთ. მე-6 ტურში ისინი ასე დაწყვილდნენ: ენხთუული - კაშლინსკაია, არაბიძე - ბასიუ, ჰუნგ ვო - პაპი, კაზიმოვა - სადუაკასოვა, ადამიოვიჩი - ჰაკიმიფარდი.

14-წლიან გოგონებში მესამე გამარჯვება იზეიმა ნინო ხომერიკმა - თეთრი ფიგურებით ლაურა ჰაიბლერი (ავსტრია) დაამარცხა. ამ ასაკშიც უდანაკარგოდ რუსი ალექსანდრე გორიაჩკინა ლიდერობს. სამ მოჭადრაკეს 4,5-4,5, ექვსს კი - 4-4 ქულა აქვს. მე-6 ტურში ხომერიკი შავებით აპურვა ვირკურდს (აშშ) შეხვდება. დანარჩენი ასაკის გოგონებში ლიდერობენ: 16-წლიანებში: ნასტასია ზიაზიულკინა (ბელარუსი), ანდრეა როდრიგესი (კოლუმბია), მარია ტანციურა (უკრაინა), ჰანამარი კლეკი (გერმანია) - 4,5-4,5 ქულა; 12-წლიანებში: ჟანსაია აბდუმალიკი (ყაზახეთი, 5), 10-წლიანებში: ალექსანდრა ობოლენცევა (რუსეთი, 5), 8-წლიანებში: მაი ხან თრანი (ვიეტნამი) და აკშაია ბომინი (ინდოეთი) - 5-5 ქულა.

შეჯიბრების დამთავრებამდე 4 ტური დარჩა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა