ჯოჯოხეთიდან თავდაღწეულნი

ჯოჯოხეთიდან თავდაღწეულნი

რეალ სოსიედად დე ფუტბოლ

მხარე: ბასკთა ქვეყანა

დაარსდა: 1909 წ.

მწვრთნელი: მარტინ ლასარტე (49 წლ)

სტადიონი: ანოეტა (32 076)

გასულ სეზონში: 1-ელი (სეგუნდა)

ტიტულები: ორგზის ჩემპიონი, თასის ორგზის მფლობელი, სუპერთასის მფლობელი,

საიტი: http://www.realsociedad.com

მივიდნენ: ხოსება ლორენტე (ვილიარეალი), ფრანსისკო სუტილი (ეიბარი), რაულ ტამუდო (ესპანიოლი), დიეგო იფრანი (დანუბიო), ჯეფრი სარპონგი (აიაქსი).

წავიდნენ: ჯონათან ესტრადა (მილიონარიოსი), ემილიო ნსუე (მალიორკა), ფრანკ სონგოო (სარაგოსა), ასიერ რიესგო (ოსასუნა), კარლოს ბუენო (პენიაროლი), ინიგო სარასოლა (უნიონი), სერხიო როდრიგესი (კონტრაქტი დაუსრულდა), ტონიო რამირესი (ტრასნფერზეა).

ბასკურ კლუბს ჩემპიონატიც აქვს მოგებული, სამეფო თასიც და სუპერთასიც. ასეთმა ტიტულოვანმა გუნდმა ბოლო ორი სეზონი სეგუნდა დივიზიონში გაატარა, გასულ სეზონში კი ტრიუმფით იმარჯვა და ისევ უძლიერესთა რიგებს დაუბრუნდა.

ბასკურ გუნდს საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, კაპიტანია ვეტერანი ნახევარმცველი მიკელ არანბურუ. რომ არა არანბურუს ძალზე სერიოზული ტრავმა, რის გამოც მან თითქმის ორი სეზონი გამოტოვა, "რეალ სოსიედადი" ალბათ არ გავარდებოდა (სხვათა შორის, პირველად კლუბის ისტორიაში). არანბურუმ თითქმის 400 ოფიციალური მატჩი ჩაატარა კლუბის მაისურით. ბასკთა გუნდის კარს "ელ კონდორი" კლაუდიო ბრავო იცავს, ჩილეს ნაკრების მეკარე, რომელმაც ყველას თავი მუნდიალზე საუცხოო თამაშით გაგვაცნო. მშობლიურ გუნდს დაუბრუნდა ფორვარდი ხოსება ლორენტე, "ესპანიოლის" ყოფილი კაპიტანი და ლიდერი რაულ ტამუდო. მართალია, კლუბი ბილბაოს "ატლეტიკის" მსგავსად ცდილობს ბასკებით დააკომპლექტოს შემადგენლობა, მაგრამ ბილბაოელთა დარი სიმკაცრე "ანოეტაზე" არაა, ამიტომაც გუნდში ოთხი ლეგიონერი მაინცაა: ფრანგი ანტონ გრიეზმანი, ურუგვაელი დიეგო ირფანი და ჩილელი კლაუდიო ბრავო, სამივეს ბასკური ფესვები აქვს. აი, ახალი შენაძენი შავკანიანი ჯეფრი სარპონგი ("აიაქსი") კი "ნამდვილი ლეგიონერია". ალბათ, "რეალ სოსიედადის" ისტორიაში ბოლო ორი წელიწადი ყველაზე შავბნელ ხანად დარჩება - ყოველ შემთხვევაში, წლეულს ამ კლუბს შესწევს ძალა ცხრილის შუაში დაიმკვიდროს ადგილი.

რეალ სოსიედადი 2009/10: ბრავო (25 თამაში), ზუბიკარაი (12თ), რიესგო (7თ); ანსოტეგუი (40თ, 4გ), გრიეზმანი (39თ, 6გ), გუტიერესი (37თ), არანბურუ (36თ, 2გ), ბუენო (35თ, 12გ), პრიეტო (35თ, 7გ), აგირეჩე (35თ, 6გ), გონსალესი (34თ, 1გ), ნსუე (33თ, 5გ), დე ლა ბელა (30თ, 1გ), ურკოლა (29თ, 1გ), ზურუტუზა (28თ, 4გ), ლაბაკა (25თ, 3გ), მარტინესი (23თ), ლარანიაგა (19თ), ესტრადა (18თ), ს. როდრიგესი (14თ), ჯონათანი (12თ), სონგოო (8თ), სარასოლა (4თ), ვიკერა (4თ), ესნაოლა (2თ), ილიარამენდი (1თ), ალბისტეკი (1თ).

რეალ სოსიედადი 2010/11 (სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა): ბრავო - მარტინესი, მ. გონსალესი, ანსოტეგუი, დე ლა ბელა - ზურუტუზა, არამბურუ, რივასი, სუტილი - პრიეტო - ლორენტე.

ფოტო: ხოსება ლორენტე ძველებურად შეუტევს "რეალ სოსიედადისთვის"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა