ჩინური კლუბი "შანხაი შენხუა" აცხადებს, რომ სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი "ჩელსის" ანელკასთან დაკავშირებით დაუკავშირდეს
ჩინური კლუბი "შანხაი შენხუა" აცხადებს, რომ სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი დაუკავშირდეს "ჩელსის", რათა მისგან 32 წლის ფრანგი თავდამსხმელი, ნიკოლა ანელკა იყიდოს.

ადრეც გვიხსენებია, რომ ზაფხულზე ანელკას დასავლეთლონდონელებთან კონტრაქტის ვადა ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება, ასე რომ თუ პრემიერლიგის კლუბს ფულის შოვნა უნდა, ფრანგი იანვარშივე უნდა გაყიდოს.

საკუთრივ "სტემფორდ ბრიჯზე" ანელკას პერსპექტივა არ აქვს. ახალი მწვრთნელი, ანდრე ვილაშ-ბოაში სხვა ფეხბურთელებს ენდობა, ანელკა კი ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგაში, "ლევერკუზენთან" სათამაშოდ გერმანიაში არც კი წაიყვანა.

კაცმა რომ თქვა, ფრანგი ფორვარდი უკვე ასაკშია და შორს არ არის ის დღე, როდესაც თამაშს თავს დაანებებს, მაგრამ მანამდე ერთი დიდხელფასიანი სამსახურის მოსწრება კიდევ უნდა. "შანხაი შენხუას" პრეს-მდივანმა განაცხადა:

"ჩვენ ანელკას გარემოცვას დავუკავშირდით, მაგრამ მათგან ჯერ პასუხი არ მიგვიღია. მდგომარეობა რთულია, რადგან ფეხბურთელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და მის გადაბირებას უამრავი კლუბი შეეცდება. ცხადია, ანელკას გადაყვანა დიდ ხარჯთან იქნება დაკავშირებული".

ცნობილია, რომ ზაფხულზე ანელკას მოხიბვლას რუსული "ანჟი" და იტალიური "მილანიც" შეეცდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ტუდორმა "ტოტენჰემი" დატოვა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე