ამიერიდან, "08"-ის ყოველი აბონენტი სუპერლიგის მიმდინარე მატჩების შესახებ ინფორმირებული იქნება
დღეს, 24 ნოემბერს, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და "საინფორმაციო ცენტრს 08"-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

პრესკონფერენციას კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და სუპერლიგის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი, სუპერლიგის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ზაბახიძე და "საინფორმაციო ცენტრი 08"-ის დირექტორი გიორგი ქოჩლაძე ესწრებოდნენ.

ამიერიდან, "08"-ის ყოველი აბონენტი ინფორმირებული იქნება სუპერლიგის მიმდინარე მატჩების შესახებ, ხოლო კალათბურთის ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ "08"-ის მეშვეობით ბილეთები წინასაწარ დაჯავშნონ.

გარდა ამისა, სუპერლიგის ხელმძღვანელობამ ასევე უცხოელი მსაჯების თემაზე ისაუბრა.

ბესიკ ლიპარტელიანი:"დიდი მადლობა ყველას მობრძანებისთვის. მოგეხსენებათ, რომ სუპერლიგის დღის წესრიგში დადგა უცხოელი მსაჯების მოწვევის საკითხი. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას უკრაინის, ლიტვისა და თურქეთის ფედერაციებთან, თუმცა იმის გამო რომ რეგლამენტით საერთაშორისო კატეგორიის არბიტრს ეკრძალება სხვა ქვეყნის ჩემპიონატში მსაჯობა "ფიბასთან" შეთანხმების გარეშე, მოლაპარაკებას თან ახლავს კონკრეტული პროცედურების გავლა, რასაც გარკვეული დრო სჭირდება".

გიორგი ქოჩლაძე: "საინფორმაციო ცენტრი 08" კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საინფორმაციო მხარდამჭერი გახდა, ჩვენს აბონენტებს შეეძლებათ "08"-ის მეშვეობით წინასაწრ დაჯავშნონ ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასასწრები ბილეთები. ჯერჯერობით ეს შეთანხმება მხოლოდ ეროვნული ნაკრების მატჩებს ეხება და არა სუპერლიგის მატჩებს, თუმცაღა ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდ ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება და განვითარდება".

გიორგი ზაბახიძე: "08"-ში დარეკვის დროს ყოველი აბონენტი მოისმენს სუპერლიგის მატჩების შესახებ ამა თუ იმ ინფორმაციას და ამასთან ინფორმირებული იქნება სუპერლიგის და კალათბურთის ფედერაციის ყველა სიახლის შესახებ.

superleague.ge

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა