თასის მეოთხედფინალურ მატჩებში აშკარად გამორჩეულმა შეხვედრამ მოლოდინი სრულიად გაამართლა
24.11. ქუთაისი. ცენტრალური, 5000 მაყურებელი

ტორპედო ზესტაფონი 1:1

1:0 გამეზარდაშვილი (34. ბოლქვაძის პასით), 1:1 დვალი (84)

ტორპედოზესტაფონი

4-5-14-4-2

მიგინეიშვილი მამალაძე

დ.ფოფხაძე ალადაშვილი

ს.თოდუა ონიანი

გამეზარდაშვილი საჯაია

გურული ღონღაძე

დოლიძე აფციაური

გ.დათუნაიშვილი ბაბუნაშვილი

დიღმელაშვილი ძარია

თარხნიშვილი გრიგალაშვილი

დ.ბოლქვაძე დვალი

გოცირიძე გელაშვილი

მწვრთნელი: მწვრთნელი:

გ.გეგუჩაძე გ.ჭიაბრიშვილი

ტორპედო

65. ბოლქვაძე-იოსელიანი

81. გოცირიძე-საბანაძე

85. დოლიძე-კუხიანიძე

სათადარიგოები: ქვილითაია, ფარულავა, ჯანელიძე, მეგრელაძე

ზესტაფონი

66. ალადაშვილი-ელიავა

74.ბაბუნაშვილი-გორგიაშვილი

84.გრიგალაშვილი-ჭანკოტაძე

სათადარიგოები: მეშველიანი, სარდალიშვილი, ფიფია, ლომია

გაფრთხილება: ონიანი (33), ძარია (54), ალადაშვილი (58), ბოლქვაძე (64)

არბიტრი: მ.ბეუქლიშვილი

ჩემპიონატშიც და თასზეც იმერული დერბი მუდამ გამორჩეულ ინტერესს იწვევს და გამონაკლისი, ცხადია, არც ეს შეხვედრა ყოფილა. "ტორპედოს" ხელმძღვანელობამ გულშემატკივრებს სიურპრიზი მოუმზადა - მატჩზე დასწრება უფასო იყო.

წინა სეზონში "ზესტაფონისა" და "ტორპედოს" თასის ნახევარფინალურ შეხვედრას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, წლეულს კი ეს გუნდები ჩემპიონატში ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და დაძაბული თამაშების მიუხედევად, გულშემატკივრებს შორის ინციდენტი აღარ მომხდარა. გუშინდელმა მატჩმაც უექსცესოდ ჩაიარა.

შეხვედრამ, რომელიც მეოთხედფინალურ მატჩებში აშკარად გამორჩეული იყო, მოლოდინი სრულიად გაამართლა. გულშემატკივარმა განსაკუთრებით "ტორპედოს" მეკარის, ომარ მიგინეიშვილის შესანიშნავი თამაშით ისიამოვნა, რომელმაც არაერთი რთული ბურთი მოიგერია. იგი 85-ე წუთამდე უმკლავდებოდა სტუმართა შეტევებს, მაგრამ ჯაბა დვალის დარტყმას ვეღარაფერი მოუხერხა და შეხვედრაც ლოგიკური შედეგით დასრულდა. ლოგიკურით იმიტომ, რომ "ზესტაფონი, მთელი მეორე ტაიმი მეტოქის ნახევარზე რომ გაატარა, წაგებას ნამდვილად არ იმსახურებდა.

პირველი ნახევრის დიდი ნაწილი კი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. ზესტაფონელები უფრო მეტს უტევდნენ, მაგრამ მასპინძლები დაცვაში ყურადღებით თამაშობდნენ და მეტოქეს სწრაფი კონტრშეტევებითაც პასუხობდნენ. პირველი ხიფათიც სტუმრებმა შექმნეს, ძარიამ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა. ზესტაფონელები შემდგომაც მწვავედ უტევდნენ და მალე ბაბუნაშვილს ანგარიშის გახსნაც შეეძლო, მაგრამ მცველებმა ხიფათი განმუხტეს. შემდეგ შოთა გრიგალაშვილმა ითამაშა კარგად, გამეზარდაშვილი იოლად მოატყუა და მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ ქუთათურები მიგინეიშვილმა იხსნა.

მალე გია გეგუჩაძის გუნდიც გააქტიურდა, რიონისპირელებიდან განსაკუთრებით თორნიკე თარხნიშვილი და დავით ბოლქვაძე გამოირჩეოდნენ, თუმცა კარში დარტყმამდე საქმე არ მიდიოდა. ერთ ეპიზოდში თარხნიშვილის წაქცევისთვის ქუთათურები პენალტსაც ითხოვდნენ, მაგრამ ამაოდ. მასპინძლების პირველივე მეტ-ნაკლებად სახიფათო შეტევას გოლი მოჰყვა: ბოლქვაძემ ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდა, ზესტაფონელ მცველებს გამეზარდაშვილი გამოეპარათ და მანაც უჩვეულო დარტყმით ანგარიშიც გახსნა. გატანილმა გოლმა ქუთაისელები გაააქტიურა და მალე თარხნიშვილს შეეძლო ანგარიშის გაზრდა, მაგრამ ზუსტად ვერ დაარტყა. ტაიმის ბოლოს დასწრებაზე დვალი თამაშობდა კარგად, მაგრამ მიგინეიშვილმა ისევ ივარგა.

შესვენების შემდეგ სტუმრები ერთობ გააქტიურდნენ და საკუთარ საჯარიმოში გამოკეტილ ქუთაისელთა კართან მომენტი მომენტზე იქმნებოდა, მაგრამ გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა მიგინეიშვილის კარს გასაღები ვერა და ვერ მოარგეს. ჯერ გრიგალაშვილმა და ძარიამ სცადეს გატანა, მაგრამ სიზუსტე დააკლდათ, შემდეგ ქუთაისელთა მეკარემ აფციაურის, დვალისა და საჯაიას სახიფათო დარტყმები მოიგერია, აღარაფერს ვამბობთ ზესტაფონელთა მიერ აცილებულ ბურთებზე. მასპინძელთა მეკარემ მასთან პირისპირ გასულ დვალსაც დაასწო და ერთხელაც იხსნა თანაგუნდელები, შემდეგ აფციაურის ორ ძლიერ დარტყმას დაუხვდა ყოჩაღად.

ფეროელებს მხსნელად ისევ ჯაბა დვალი მოევლინათ, მან მატჩის მიწურულს საჯარიმოში მიიღო ბურთი, მცველებს შორის დატრიალდა და ძლიერი დარტყმით "თვით" მიგინეიშვილსაც არ დაუტოვა შანსი - 1:1. გია გეგუჩაძის შეგირდები მეორე ტაიმში ფეროელთა შეტევების მოგერიებით იყვნენ დაკავებული და მეტოქის კართან ღირებული არაფერი შეუქმნიათ.

ქუთაისში მიღწეული ფრე განმეორებითი მატჩის წინ ზესტაფონელებს უკეთეს მდგომარეობაში აყენებს, მაგრამ იმერული დერბი ბოლო დროს ძნელად საპროგნოზო გახდა, ასე რომ, არანაკლებ საინტერესო ზესტაფონური მატჩი გველის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა