ქართველ ათლეტებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც პარიზში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგები შეჯამდა
უკვე გაუწყეთ, რომ საქართველოს ძალოსნებმა ორი სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატის ქულებით ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების 3 საგზური დაიმსახურეს.

სწორედ ამ წარმატებას მიეძღვნა ქართველ ათლეტებთან შეხვედრა ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, სადაც პარიზში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგები შეჯამდა.

გია ნაცვლიშვილი, სეოკ-ის პრეზიდენტი:"ახალი ოლიმპიური ციკლის დასაწყისში ძალოსანთა ლონდონის ორ ლიცენზიაზეც, ალბათ, ყაბულს ვიქნებოდით, მაგრამ ნათქვამია, მადა ჭამაში მოდისო. მას შემდეგ, რაც შარშან ანტალიაში ჩვენმა სპორტსმენებმა სამი საგზურისთვის საკმაო ქულები მოაგროვეს, საფრანგეთის დედაქალაქში მე-4 ლიცენზიაზეც დავიწყეთ ფიქრი. მცირედი დაგვაკლდა ოცნება რეალობად გვექცია: მე-15 ადგილზე გასულ ოთხსაგზურიან სომხეთს სულ რაღაც 8 ქულით ჩამოვრჩით.

ნაკრების თითოეულ წევრს შესაძლებლობის მაქსიმუმი რომ ეჩვენებინა, ამ სხვაობის დაძლევა სრულიად შესაძლებელი იყო. თუმცა, აქვე გვინდა შევნიშნოთ, რომ გუნდის ექვსივე წარმომადგენელი ნაკრების საერთო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა. რომ არა ეს მნიშვნელოვანი ამოცანა, დარწმუნებული ვარ, რომ გია მაჭავარიანი ორჭიდში უმედლოდ არ დარჩებოდა. ყოველივეს მიუხედავად, პარიზში ქართველი ძალოსნების გამოსვლა წარმატებულად მიმაჩნია.

მინდა სპორტსმენებს, მათ მწვრთნელებსა და ფედერაციის მესვეურებს მადლობა გადავუხადო თავდადებული გარჯისთვის და სამი ლიცენზიის მოპოვება მივულოცო. დარწმუნებული ვარ, რომ, საფრანგეთში ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარე, გია მაჭავარიანს ბრიტანეთის დედაქალაქში მედლის მოპოვება შეუძლია. ასე რომ, ძალოსანთა ოლიმპიურ ჯილდოზე ოცნება სულაც არ არის უტოპიური".

გიორგი ასანიძე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოლიმპიური ჩემპიონი: "ბოლო ოლიმპიადებზე ქართველ ძალოსნებს სტაბილურად ჰყავთ ორი-სამი წარმომადგენელი. ეს ნაკრების მთავარი მწვრთნელის - ვანო გრიქუროვის დამსახურებაა, რომელიც მცირე პაუზის შემდეგ კვლავ დაუბრუნდა ჩვენს გუნდს და ბიჭებიც აგერ წელიწადზე მეტია, მისი მეთვალყურეობით მონდომებით ემზადებიან. შედეგებით ჩვენც კმაყოფილი ვართ და ეს ძალოსნობის ფედერაციის ძალისხმევასთან ერთად ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტის სამინისტროს დახმარებისა და თანადგომის შედეგია. ფედერაცია მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებს.

რაც გაკეთდა, ეს პროგრამა მინიმუმია, ახლა პროგრამა მაქსიმუმზე უნდა ვიფიქროთ, რაც ძალოსნობაში ოლიმპიური მედლის მოპოვებას გულისხმობს. საამისოდ რეალური შანსი და საფუძველი გვაქვს და ისინი უნდა გამოვიყენოთ".

შეხვედრის დასასრულს, ტრადიციისამებრ, ძალოსნებმა "ლონდონი 2012"-ის ლიცენზიატთა დაფაზე საკუთარი ხელმოწერები დააფიქსირეს.

შეგახსენებთ, რომ პარიზში ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული სამი საგზურის გარდა, დიდ ბრიტანეთში გამგზავრება უკვე დაბევებული აქვთ ტყვიის მსროლელ ოლიმპიურ ჩემპიონ ნინო სალუქვაძეს, მშვილდოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორ ქრისტინე ესებუას, მოჭიდავეებს - მანუჩარ ცხადაიას, დავით მოძმანაშვილს, დავით მარსაგიშვილს, დავით ხინჩეგაშვილსა და მალხაზ ზარქუას. წლეულს სალიცენზიო ტურნირების ლიმიტი ამოიწურა. იგი 2012 წლის იანვრიდან განახლდება და, იმედია, ჩვენი ოლიმპიური გუნდის შემადგენლობაც საგრძნობლად გაიზრდება.

კახა ბერიძის ფოტო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა