საქართველოს მოკრივეთა ნაკრების წევრი, მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი სამომავლო გეგმებზე საუბრობს
საქართველოს მოკრივეთა ნაკრების წევრი, მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი კობა ფხაკაძე, რომელმაც წლეულს 64 კგ.წონით კატეგორიაში იასპარეზა, მთავარ მიზნად ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებას ისახავს.

მართალია, იგი ახლახან ბაქოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალსა და შესაბამისად ოლიმპიადის ლიცენზიას ვერ შესწვდა, მაგრამ იმედს მაინც არ კარგავს, რომ ამის შანსი მომდევნო ტურნირებში მიეცემა და ნიჭიერი მოკრივე მის გამოყენებას შეეცდება.

გთავაზობთ კობა ფხაკაძესთან ინტერვიუს.

- საქართველოს წინა ჩემპიონატში არ გიასპარეზია, რადგანაც გარკვეული ხანი აზერბაიჯანში იმყოფებოდი და იქ პროფესიულ რინგზე გამოდიოდი. ჩვენს მეზობელ ქვეყანაში კონკრეტულად რა ორთაბრძოლებში მონაწილეობდი?

- მსოფლიოს კრივის ფედერაციამ ჩამოაყალიბა WCB ლიგა, სადაც მოყვარულებსაც შეუძლიათ მონაწილეობა ისე, რომ შემდეგ ისევ სამოყვარულო რინგს დაუბრუნდნენ. ეს შანსი გამოვიყენე და ბაქოს კლუბთან გავაფორმე კონტრაქტი. იქ ექვსი თვე ვიყავი და რამდენიმე მნიშვნელოვანი ორთაბრძოლაც გავმართე. განსაკუთრებული წარმატებები ჯერ არ მქონია, მაგრამ პროფესიულ რინგზე კარგი გამოცდილება შევიძინე. აზერბაიჯანელებთან კონტრაქტი უკვე დამიმთავრდა და ახლა მთლიანად საქართველოს ნაკრებზე ვარ გადართული.

- ოქტომბრის დასაწყისში ბაქოში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზე, სადაც მეორე ბრძოლაში აზერბაიჯანელ მოკრივესთან დამარცხდი. არადა, მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში ლონდონის ოლიმპიადის საგზურსაც გაინაღდებდი.

- მსოფლიო ჩემპიონატზე 64 კგ წონით კატეგორიაში გამოვედი. ყაზახეთში გავიარეთ ნაყოფიერი შეკრება და საკმაოდ კარგად ვიყავი მომზადებული. პირველი ბრძოლა განელ მაიკლ ბედიაკოს აშკარა უპირატესობით 29:5 მოვუგე. მომდევნო კი აზერბაიჯანელი გაიბატულა გაჯიალიევი იყო, რომლისთვისაც ადრე ორჯერ მქონდა მონაგები. თანაც, ბაქოს კლუბშიც ერთად ვიყავით, მე პირველ ნომრად, ის კი სათადაროგოდ. ერთი სიტყვით, მჯეროდა აზერბაიჯანელს ახლადაც დავამარცხებდი და მსაჯებს მასპინძელი მოკრივის მიმართ აშკარა სიმპატიები, რომ არ გამოეჩინათ მის დამარცხებას ახლაც შევძლებდი.

- მსაჯების რა გადაწყვეტილებამ იქონია შედეგზე გავლენა?

პირველი ორი რაუნდი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. შემდეგ უპირატესობა მოვიპოვე და მასპინძელმა სხვა გზა რომ ვერ ნახა, თავი სახეში ჩამარტყა. ეს აშკარა დარღვევა იყო. იატაკზე აღმოვჩნდი. რეფერის 10 დათვლამდე რომ არ წამოვმდგარიყავი, აზერბაიჯანელს დისკვალიფიკაციას მისცემდნენ და მე-3-ე წრეში გავიდოდი. მაგრამ გადავწყვიტე, რომ ბოლომდე მებრძოლა. ყველა ნორმალური მოკრივე ასე მოიქცეოდა.

ბრძოლა ბოლომდე უნდა ჩაატარო და წარმატებას ამგვარად მიაღწიო. წესით აზერბაიჯანელისთვის გაფრთხილება უნდა მიეცათ, მაგრამ მსაჯებმა ეს არ გააკეთეს. კარგადაც შევუტიე და მეტოქეს სამი დარტყმა მივაყენე, მაგრამ, როცა გამარჯვებული გამოაცხადეს ყურებს არ დავუჯერე. მსაჯებმა გაჯიალიევის მოგება 18:15 დააფიქსირეს. არასწორი მსაჯობა როგორ არ მინახავს, მაგრამ ასეთი აშკარა მიკერძოება თუ შეიძლებოდა, ვერ წარმომედგინა. თავად აზერბაიჯანელები იყვნენ გაოცებული და ყველა აღნიშნავდა, რომ მოგება მე მეკუთვნოდა. ამ მარცხის გამო გულნატკენი ვარ, მაგრამ ყველაფერს ვიღონებ, რომ ოლიმპიადის ლიცენზია მომდევნო ტურირებზე მოვიპოვო.

- რამდენიმე დღეში საქრთველოს ჩემპიონატი დაიწყება, რას აპირებ?

- დიდი გულმოდგინებით ვემზადები ამ ტურნირისთვის. სწორედ ჩემპიონატის შედეგების მიხედვით უნდა ჩამოყალიბდეს საქართველოს ნაკრები, რომელიც შემდეგ შეუდგება სალიცენზიო ტურნირებისთვის მზადებას. ამდენად, პირველ რიგში საქართველოს ჩემპიონობა უნდა მოვიპოვო.

- შიდა პირველობაში ღირსეულ კონკურენციას თუ ელოდები?

- წელიწადია საქართველოში ოფიციალურ ტურნირებში არ გამოვსულვარ, თუმცა, ვიცი, რომ ძლიერი ახალგაზრდა მოკრივეები წამოვიდნენ, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. ისინი ახლა დიდებში გადმოდიან და, იმედია, ჩვენი კონკურენტები და ღირსეული მოწინააღმდეგეები იქნებიან.

- ამბობ, რომ შენი მთავარი მიზანი ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებაა, თუმცა კრივში ამის მიღწევა ძალზედ რთულია.

- ოლიმპიადაზე მოხვედრა ჩემი ოცნებაა და ცდას არ დავაკლებ, რომ საწადელს მივაღწიო. მთავარია იღბალიც ჩემს მხარეს იყოს.

- ადრე 60 კგ-ში გამოდიოდი და ამ წონაში ორი წლის წინ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალიც მოიპოვე, ახლა კი 64-ში ასპარეზობ, საოლიმპიადოდ რომელ წონაში აპირებ ბრძოლას?

- ჯერ არ გადამიწყვეტია რომელ წონაში დავრჩები. ეს კრივის მსოფლიო ფედერაციაზეა დამოკიდებული, რომელმაც უნდა დაალაგოს რომელ წონაში რამდენი ლიცენზია გათამაშდება. სადაც მეტი შანსი იქნება, წონასაც ამის მიხედვით ავირჩევ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა