ბრაზილიაში ახალგაზრდა მოჭადრაკეთა მსოფლიოს პირველობის მე-6 ტურში ქართველმა მოჭადრაკემ კვლავ კარგად ითამაშა
ბრაზილიაში ახალგაზრდა მოჭადრაკეთა მსოფლიოს პირველობის მე-6 ტურში მერი არაბიძემ კვლავ კარგად ითამაშა.

წინა ტურში რეიტინგფავორიტთან მარცხის შემდეგ, მან შეძლო ძალების მობილიზება და თეთრი ფიგურებით მოლდოველ დიანა ბასიუს აჯობა.

ქუთაისელი საერთაშორისო ოსტატი ახლა ნახევარი ქულით ჩამორჩება ერთპიროვნულ ლიდერ ალინა კაშლინსკაიას (რუსეთი), რომელიც ალთანულზიი ენხთუულს (მონგოლეთი) დაუზავდა.

მოწინავეთა დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: თი კიმ ჰუნგ ვო (ვიეტნამი) - პეტრა პაპი (უნგრეთი) 0:1, ნარმინ კაზიმოვა (აზერბაიჯანი) - დინარა სადუაკასოვა (ყაზახეთი) 0,5:0,5, კატარზინა ადამოვიჩი (პოლონეთი) - ჩაზალ ჰაკიმიფარდი (ირანი) 0,5:0,5, კატრინ ტიოლსენი (ნორვეგია) - აილენ მარტინესი (არგენტინა) 1:0, ან ჩუმპიტაზი (პერუ) - ლენა მილადინოვიჩი (სერბეთი) 1:0, ემილი ტალო (აშშ) - სარვინოზ კურბონბოევა (უზბეკეთი) 0:1.

ექვსი ტურის შემდეგ: კაშლინსკაია - 5,5, ენხთუული, არაბიძე, პაპი - 5-5, კაზიმოვა, სადუაკასოვა, ადამოვიჩი, ჩუმპიტაზი, კურბონბოევა, ტიოლსენი - 4,5-4,5 ქულა.

მეშვიდე ტურში ლიდერები ასე დაწყვილდნენ: კალინსკაია - პაპი, არაბიძე - ენხთუული, სადუაკასოვა - ტიოლსენი, კურბონბოევა - კაზიმოვა, ადამოვიჩი - ჩუმპიტაზი.

14-წლიანებში კვლავ დამარცხდა ნინო ხომერიკი - ამჯერად მან ამერიკელ აპურვა ვირკუდთან წააგო. არადა, ჩვენებური ოკეანისგაღმელს რეიტინგში 126 პუნქტით უსწრებს. ამ ასაკში უდანაკარგოდ ალექსანდრა გორიაჩკინა ლიდერობს. ხომერიკს 3 ქულით 35-ე ადგილი უკავია. მე-7-ე ტურში იგი სუ სიაოუს (მაკაუ) დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა