მორიგი შანსი - გუშინ, ნიუ იორკში კლუბების მფლობელებსა და NBA-ის კალათბურთელებს შორის მოლაპარაკებები განახლდა
გუშინ, ნიუ იორკში განახლდა მოლაპარაკებები კლუბების მფლობელებსა და NBA-ის კალათბურთელებს შორის. ეს არის ლოკაუტის შეწყვეტისა და ახალი კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმების მორიგი შანსი.

მხარეები ისევ შეუდგნენ საერთო მოგების თანაბრად განაწილების საკითხის განხილვას. მოთამაშეთა ინტერესებს პროფკავშირების აღმასრულებული დირექტორის ბილი ჰანტერის გარდა, NBA-ის ყოფილი მრჩეველი ჯიმ ქუინიც წარმოადგენდა.

დაინიშნა მორიგი შეხვედრაც - ის დღეს გაიმართება და მხარეები შეეცდებიან უახლოეს ხანში გააფორმონ ახალი კოლექტიური ხელშეკრულება, რათა სეზონი შობამდე დაიწყონ. ამ შემთხვევაში რეგულარულ ჩემპიონატში თითო გუნდი 66 შეხვედრას ჩაატარებს.

როგორც აღნიშნავენ, იურისტი ჯეფრი კესლერი, რომელიც ადრე მოთამაშეთა ინტერესებს წარმოადგენდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს.

"როცა ამერიკის ფეხბურთში ლოკაუტი იყო, მხარეებმა მხოლოდ მაშინ შეძლეს შეთანხმება, როცა კესლერმა მოლაპარაკებები დატოვა", - ამბობს მოლაპარაკებების ერთ-ერთი მონაწილე.

თურქეთის "ბეშიქთაში არ მშვიდდება და აგრძელებს შემადგენლობის გაძლიერებაზე ზრუნვას. ამჯერად, პრესა თურქული კლუბის მხრიდან "ლეიკერსის" ფორვარდ ლამარ ოდომისადმი დაინტერესების შესახებ წერს.

ვებგვერდ შპორტანდო-ს ინფორმაციით, საკმაოდ მაღალია იმის შანსი, რომ 32 წლის კალათბურთელმა "ბეშიქთაშის" წინადადება მიიღოს.

"დალას მავერიქსის" ვეტერანმა ჯეისონ კიდმა გასაყიდად გამოიტანა თავისი მდიდრული აპარტამენტები დალასში.

გამთამაშებელი 21-ე სართულზე განთავსებულ ბინას 1.6 მილიონ დოლარად ყიდის. ამის შესახებ კიდმა გასულ კვირას გამოაცხადა, როცა გაიგო, რომ NBA-ში ლოკაუტი დროში გაიწელებოდა.

ჟურნალისტებმა აქედან ის დასკვნა გამოიტანეს, რომ 39 წლის კალათბურთელს დალასის დატოვება აქვს განზრახული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა