ფორმულა 1-ის მთავარმა პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმა განაცხადა, რომ 2012 წელს ბაჰრეინის გრანპრის გაიმართება
ფორმულა 1-ის მთავარმა პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმა განაცხადა, რომ 2012 წელს ბაჰრეინის გრანპრის გაიმართება იმისდა მიუხედავად, რომ ამ ქვეყანაში კვლავაც დაძაბული პოლიტიკური სიტუაციაა.

"ეტაპი შესულია კალენდარში, - ამბობს BBC-თვის მიცემულ ინტერვიუში ბერნი. - ჩვენ იქ გავემგზავრებით, თუ, რა თქმა უნდა, რაიმე საშინელება არ მოხდება".

რაც შეეხება აშშ-ის გრანპრის, ამის შესახებ ექსლსტოუნმა შემდეგი განაცხადა: "სავარაუდოდ, ეტაპი ამერიკაში არ შედგება. მათი მთავარი პრობლემა - არასაკმარისი ფინანსებია, მაგრამ 2013 წელს ეს რბოლა, შესაძლოა, დაბრუნდეს კალენდარში. რაც შეეხება კორეის გრანპრის, ჩვენ პრომოუტერებთან ერთად შევისწავლით სიტუაციას, რადგან მათ საქმე ვერ ააწყვეს".

თუმცა ამერიკის გრანპრისთან დაკავშირებით., შესაძლოა, სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალოს. კომპანია Circuit of The Americas (COTA), რომელსაც ეკუთვნის ოსტინის ავტოდრომი, მზად არის გადაუხადოს ბერნი ექლსტოუნს თანხა, რომელიც 2012 წელს აშშ-ის გრანპრის ჩასატარებლად არის საჭირო.

"ჩვენ მზად ვართ გადავურიცხოთ ექლსტოუნს საჭირო თანხა და მოვიპოვოთ ოსტინში რბოლის ჩატარების უფლება", - განაცხადა COTA-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბობი ეპსტაინმა.

ამასობაში ირკვევა, რომ რუსული საჯინიბო "მარუსია-ვირჯინი", შესაძლოა, გარიცხონ ფორმულა 1-დან. ამის მიზეზი გუნდის ხელმძღვანელობის დაუდევრობაა, რომელმაც მაკონტროლებელ ორგანოებს არ წარუდგინა კომპანიის მოღვაწეობის ფინანსური ანგარიში.

საჭირო დოკუმენტები გუნდს ჯერ კიდევ ზაფხულში უნდა წარმოედგინა, მაგრამ ეს ვადა 23 ნოემბერამდე გადაუტანეს, თუმცა რუსებმა არც ამჯერად შეიწუხეს თავი.

ახლა, გუნდის დირექტორატის წინააღმდეგ საქმე აღიძრება, რამაც სხვა სასჯელთან ერთად, შესაძლოა, "მარუსია-ვირჯინის" დისკვალიფიკაცია გამოიწვიოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა