ამერიკელი დები - სერენა და ვენუს უილიამსები კოლუმბიას ეწვივნენ და ქალაქ მედელინში საჩვენებელი შეხვედრა გამართეს
ქალმა ჩოგბურთელებმა ორი კვირაა, რაც დაასრულეს სეზონი და უკვე მომავალი წლისთვის ემზადებიან. ამ მიზნით ამერიკელი დები - სერენა და ვენუს უილიამსები კოლუმბიას ეწვივნენ და ქალაქ მედელინში საჩვენებელი შეხვედრა გამართეს.

ეს მატჩი საინტერესო იყო იმ მხრივ, რომ სერენასა და ვენუსს ამერიკის ღია პირველობის შემდეგ არც ერთი მატჩი არ ჰქონდათ ჩატარებული და გულშემატკივრებს მათი მზადყოფნა აინტერესებდათ.

ამ ეტაპისთვის უკეთ ვენუსი გამოიყურებოდა, რომელმაც ორ სეტში მოიგო ეს შეხვედრა, თუმცა უმცროსი დისგან დიდი წინააღმდეგობა შეხვდა.

სერენა ორივე პარტიაში ორი გეიმით იყო წინ. პირველში 3:1-ს იგებდა, მაგრამ სეტის ბოლომდე მხოლოდ ერთი გეიმი აიღო და 4:6 დამარცხდა.

მეორე სეტში კი ვენუსმა 3:5-დან გადაარჩინა პარტია, საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა და იქ საჩოგბურთო ლატარია 7:5 მოიგო. შეხვედრა საათსა და 33 წუთს გაგრძელდა.

უილიამსების შემდეგი გამოჩენა კორტზე 3 დეკემბერს მილანში იგეგმება, სადაც ისინი საჩვენებელ შეხვედრებს ჩაატარებენ ადგილობრივ ჩოგბურთელებთან - ფლავია პენეტასთან და ფრანჩესკა სკიავონესთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა