კალათბურთის ფედერაციამ და სპორტის სამინისტრომ სახელოვან კალათბურთელს გურამ მინაშვილს დაბადების 75-ე წლისთავი მიულოცეს
ნახევარი საუკუნის წინათ ბულგარელი პანოვი, იტალიელთა კაპიტანი ალეზინი, უნგრელი ბანჰედი ევროპულ კალათბურთში ამინდს ქმნიდნენ, მაგრამ 1958 წელს ცნობილი იტალიელი მრეწველისა და იტალიის კალაბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მაირანოს თასის გათამაშებისას ბოლონიაში ამ და სხვა ცნობილ ოსტატებს გურამ მინაშვილმა ხელი არ გაანძრევინა, თავად კი ქულას ქულაზე აგროვებდა.

ასპარეზობის შემდეგ ჟიურიმ ქართველი კალათბურთელი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნია და სპეციალური ოქროს მედლიც გადასცა.

თბილისის "დინამოს" კაპიტანს სხვა მნიშვნელოვან შეჯიბრებებშიც არაერთხელ დაუმსახურებია არანაკლები პრიზები თუ მედლები, მაგრამ ყველაზე დიდი ჯილდო, რაც კი რგებია, ეს იყო სიყვარული ქომაგებისა, რომლებიც ყოველ მის გარღვევას ოვაციით ხვდებოდნენ და გასახდელისკენ მიმავალს მქუხარე ტაშით მიაცილებდნენ.

- ბატონო გურამ, მთელ საქართველოს ახსოვხართ და უწინდებურად უყვარხართ. ბედნიერი კაცი ბრძანდებით, რომ ერის სიყვარულს ამდენი ხანი ინარჩუნებთ. თქვენი და თქვენი თაობის სასახელო ტრადიციებზე დღეს ახალი თაობა იზრდება, რომელმაც წლეულს ევროპის ჩემპიონატზე გვასახელა.

გარწმუნებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ქართული კალათბურთის ისეთ სიმაღლეზე ასაყვანად, რომ ჩვენი ბიჭები კი არ მიდიოდნენ საზღვარგარეთ, არამედ, მათი საუკეთესო წარმომადგენლები ჩამოდიოდნენ აქ სათამაშოდ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ მთელი ცხოვრება სიკეთეს თესავთ, - უთხრა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა გურამ მინაშვილს, რომელსაც გუშინ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ინიციატივითა და სპორტის სამინისტროს თანადგომით დაბადების 75-ე წლისთავი აღუნიშნეს.

იუბილარს სამინისტრომ "სპორტის რაინდის" წოდება მიანიჭა, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა 75-ნომრიანი ეროვნული ნაკრების ფორმა უსახსოვრა.

თანაგუნდელებმა, სხვადასხვა თაობის კალათბურთელებმა და ახლობლებმაც მიულოცეს იუბილე სახელოვან სპორტსმენს... იყო სავსე ჭიქების წკარუნი, "მრავალჟამიერი" გურამ მინაშვილისა და ქართული კალათბურთის სადიდებლად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა