ქუთაისში, 1995-97 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის, ზაურ შეყრილაძის სახელობის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა
ქუთაისში ჩატარდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის მურად დოხტურაშვილისა და საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის ზაურ შეყრილაძის სახელობის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში 1995-97 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის.

საქართველოს რეგიონების წარმომადგენლებთან ერთად შეჯიბრებაში სომხეთის სამი გუნდიც მონაწილეობდა. ქუთაისის სპორტის სასახლის სარბიელზე სულ 190-მა მოჭიდავემ სცადა ძალები 15 წონით კატეგორიაში.

განსაკუთრებით წარმატებით გამოვიდნენ ქუთაისის (3 ოქრო, 2 ვერცხლი, 7 ბრინჯაო), ამბოლაურის (2 ოქრო, 1 ვერცხლი, 4 ბრინჯაო) და სამტრედიის (3 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო) გუნდები. აღსანიშნავია კადეტთა შორის ევროპის პრიზიორის ომარ გურგიძის კარგი ჭიდაობა, რომელმაც 69კგ წონითი კატეგორიის ფინალში სომხეთის წარმომადგენელი არტურ აირაპეტიანი დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. უკმაყოფილო სომხებიც არ დარჩენილან, მათმა მოჭიდავეებმა ქუთაისელთა დარად 3 პირველი, 2 მეორე და 7 მესამე ადგილი დაიკავეს.

გაგცნობთ გამარჯვებულებს: 26 კგ - გიორგი ჭოლაძე (ქუთაისი); 29კგ - გიორგი ელბაქიძე (ამბროლაური); 32კგ - ლადო გამყრელიძე (ამბროლაური); 35კგ - ბექა ლომიძე (საჩხერე); 38კგ - ედემ ბოლქვაძე (სამტრედია); 42კგ - შმაგი თოდუა (სამტრედია); 46კგ - ვაგინაკ მატევოსიანი (სომხეთი); 50კგ - გიორგი ლეჟავა (სამტრედია); 54კგ - სირენაკ ავდალიანი (სომხეთი); 58კგ - აკოფ ავეტისიანი (სომხეთი); 63კგ - ცოტნე ყურაშვილი (აფხაზეთი); 69კგ - ომარ გურგიძე (ქუთაისი); 76კგ - გიორგი კეთილაძე (ქუთაისი); 85კგ - მიხეილ ლობჟანიძე (საჩხერე); +85კგ - ილია გზირიშვილი (თბილისი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა