ჩვენმა ფალავნებმა ანრი დელანის მემორიალის ფინალური ორთაბრძოლები რუს მეტოქეებთან დათმეს
ჩვენმა ბერძენ-რომაელებმა ვერცხლის ორი მედალი მოიპოვეს ფრანგულ ნიცაში გუშინ დაწყებულ ოლიმპიურ ჩემპიონ ანრი დელანის მემორიალში.

ტურნირის ვიცე-ჩემპიონები მუხრან მაჭუტაძე (66) და რევაზ ნადარეიშვილი (96) გახდნენ. გადამწყვეტ შეხვედრაში ორივე რუს მეტოქესთან დამარცხდა.

დელანის მემორიალი არც ისე ძლიერი გამოდგა, როგორც ველოდით - ძალიან ცოტა მონაწილე გამოდის. მაგალითად, 66-ში სულ 5 ფალავანი ასპარეზობდა, 84-ში - 4.

სამწუხაროდ, უშუალოდ ორთაბრძოლების შესახებ ვერაფერს გეტყვით, რადგან ოფიციალურ საიტზე წინასწარი ოქმების შემდეგ მონაცემები არ განუახლებიათ, თუმცა ნაწილობრივ ამ მწირი ინფორმაციის, ნაწილობრივ კი რუსული საჭიდაო ფორუმების დახმარებით ის მაინც გავიგეთ დაახლოებით, ვის შეხვდნენ ჩვენები.

მაჭუტაძემ გერმანელი მარკ ვენცკე, ფრანგი არტაკ მარგარიანი და რუსი რასულ მურთაზალიევი დაამარცხა, აი, ვისტან წააგო, ეს კი არ ვიცით. ისე, რუსებს ამ წონაში მეორე კაცად ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ისლამ-ბეკ ალბიევი ეწერათ.

ნადარეიშვილზე დაზუსტებით იმის თქმა შეგვიძლია, რომ პირველ წრეში ამერიკელ შაუნ სკოტს აჯობა, აი, რუსებიდან სოსრუკო კოძოკოვსა და ზაურ კარეჟევს როგორ ეჭიდავა, ხვალ თუ გავიგებთ, მაგრამ ფაქტია, ერთთან მოიგო, მეორესთან წააგო და მეორეზე დარჩა.

გუშინ ამ ორი წონის გარდა 55 და 120 კილოგრამების ფალავნებიც ჭიდაობდნენ, მაგრამ ჩვენ იქ მონაწილეები არ გვყავდა. დღეს ჩვენგან ქემალ ხარაბაძე (60), გენადი გოგიშვილი, ზურაბ დათუნაშვილი (ორივე - 74), ირაკლი ქაჯაია და სანდრო დიხამინჯია (ორივე - 96) იჭიდავებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა