მერი არაბიძე ბრაზილიაში ახალგაზრდების მსოფლიოს პირველობაზე ცხრილს სათავეში პეტრა პაპთან ერთად ჩაუდგა
ბრაზილიაში ახალგაზრდა მოჭადრაკეთა მსოფლიოს პირველობაზე სატურნირო მდგომარეობა დაიძაბა, განსაკუთრებით 18-წლიან გოგონებში, მას შემდეგ, რაც ერთპიროვნული ლიდერი და ტურნირის რეიტინგფავორიტი, რუსი დიდოსტატი ალინა კაშლინსკაია მე-7 ტურში უნგრელ პეტრა პაპთან დამარცხდა.

მეტოქის წაგებით ისარგებლა ქუთაისელმა საერთაშორისო ოსტატმა მერი არაბიძემ, - თეთრი ფიგურებით მონგოლ ალთანულზიი ენხთუულს აჯობა და 6-6 ქულით პაპთან ერთად სათავეში ჩაუდგა გათამაშების ცხრილს.

ამავე ტურში წარმატებას მიაღწია დინარა სადუაკასოვამ (ყაზახეთი) - კატრინ ტიოლსენი (ნორვეგია) დაჯაბნა და 5,5 ქულით კაშლინსკაიასთან ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს.

მეწინავეთა დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: სარვინოზ კურბონგოევა (უზბეკეთი) - ნარმინ კაზიმოვა (აზერბაიჯანი) 0,5:0,5, კატარზინა ადამოვიჩი (პოლონეთი) - ან ჩუმპიტაზი (პერუ) 0,5:0,5, ჩაზალ ჰაკიმიფარდი (ირანი) - კაროლინა ოლსაროვა (ჩეხეთი) 1:0, ფლავია კანკიო-ბელო (კუბა) - ხაიალა აბდულა (აზერბაიჯანი) 0:1, დიანა ბასიუ (მოლდოვა) - თი კიმ ჰუნგ ვო (ვიეტნამი) 1:0. რვა მოჭადრაკეს 5-5 ქულა აქვს.

მე-8 ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: პაპი - არაბიძე, სადუაკასოვა - კაშლინსკაია, ჩუმპიტაზი - ჰაკიმიფარდი, კაზიმოვა - ადამოვიჩი, აბდულა - კურბონბოევა, ენხთუული - ბასიუ.

14-წლიანებში წარმატებით ითამაშა ნინო ხომერიკმა, რომელმაც სიუ სიაოუს ძლევით გათამაშების ცხრილში მე-4 გამარჯვება ჩაიწერა, თუმცა მან საპრიზო ადგილების შანსი დაკარგა, რადგან ამ ასაკში ერთპიროვნულ ლიდერს - რუს ალექსანდრა გორიაჩკინას 7 ქულა აქვს, 6-6 ქულით მეორე-მესამე ადგილებს ირანელი სარასადათ ხადემალშარი და ამერიკელი სარაჰ ჩიანი ინაწილებენ. მომდევნო სამ მოჭადრაკეს 5,5-5,5, ექვს მონაწილეს კი 5-5 ქულა აქვს.

16-წლიან გოგონებში 6,5-6,5 ქულით ნასტასია ზიაზიულკინა (ბელარუსი) და ანდრეა როდრიგესი (კოლუმბია) მეწინავეობენ, 12-წლიანებში 6,5 ქულით ყაზახი ჟანსაია აბდუმალიკი, 10-წლიანებში კი ამდენივე ქულით რუსი ალექსანდრა ობოლენცევა ლიდერობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა