თბილისის სპორტის სასახლეში სუპერლიგის მე-7 ტურში "არმია" სტუ-ს დაუპირსპირდა და დიდი ანგარიშით 112:71 დაამარცხა
თბილისის სპორტის სასახლეში დასრულდა სუპერლიგის მე-7 ტურის კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც ერთმანეთს ტექნიკური უნივერსიტეტი და "არმია" დაუპირისპირდნენ.

არმილებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა და მეორე პერიოდის პირველივე წუთზე 30:19 გავიდნენ წინ. ამავე მეოთხედში სტუ-მ სხვაობა 7 ქულით შეამცირა -29:36. დარჩენილ დროში არმიელებმა მეტოქეს არ დაანებეს და ტაიმი 10 ქულით, ანგარიშით 56:46 მოიგეს.

მესამე პერიოდი არმიელთა სრული უპირატესობით წარიმართა, "ძალოვნებმა" სხვაობა მთელი 20-ქულით გაზარდეს( 74:54) და მეტოქეს ყოველგვარი შანსი დაუკარგეს. "არმია" მოწოდების სიმაღლეზე ბოლო, მეოთხე მეოთხედშიც იდგა: ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდს ყველა კომპონენტში აჯობა და საბოლოოდ დიდი ანგარიშით, 112:71 დაამარცხა მეტოქე.

აღსანიშნავია, რომ 112 ქულით არმიელებმა მიმდინარე სეზონის გუნდური რეკორდი მოხსნეს, რომელიც აქამდე სოხუმისა და ქუთაისის გუნდებს ეკუთვნოდათ (108 ქულა).

გამარჯვებულთა რიგებში 16 ქულა ერთბაშად სამმა მოთამაშემ დააგროვა: ჯერემი რიჩარდსონმა, ზვიად ბაბიაშვილმა და ვახტანგ მინაშვილმა. ორმაგი დუბლი მიითვალეს ანატოლი ბოისამ (13ქ.10მ) და ზვიად ბაბიშვილმა (16ქ.11მ). რაც შეეხება სტუ-ს, მის შემადგენლობაში გიორგი ხანიაშვილი გამოირჩა, რომლის ანგარიშზეც 18 მოხსნაა.

სუპერლიგის მე-7 ტურის დასკვნითი მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში 18 საათზე დაიწყება: სტუდენტურ დერბიში ერთმანეთს სამედიცინო - თსუ შეხვედებიან.

superleague.ge

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა