თურქეთის პირველობაზე "გალამ" "ტრაბზონსპორი" დაამარცხა, ხოლო ქართველმა ცენტრმა 27 წუთში 11 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა
ისევე როგორც თორნიკე შენგელიას "შარლერუას", შიდა ჩემპიონატში ზაზა ფაჩულიას "გალათასარაიმაც" მეექვსე მატჩი მოიგო. თურქეთის პირველობაზე მასაც ერთი წაგება აქვს.

ბოლო ტურში "გალამ" "სოხუმიდან" წასული მარკ სალიერსის "ტრაბზონსპორს" უმასპინძლა და 20 ქულის სხვაობით დაამარცხა - 87:67.

გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ნაკრების ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ, რომელმაც სწორედ იმდენი წუთი ითამაშა, რა ნომერიც "ატლანტაში" ზურგზე აწერია: 27 წუთი, 11 ქულა, 12 მოხსნა. ეს მისი მეორე ორმაგი დუბლია "გალათასარაის" მაისურით. პირველი დაბლ-დაბლი მან გასულ კვირას "პროკომთან" ევროლიგის მატჩში მიითვალა.

მკითხველს, ალბათ, ძალიან აინტერესებს, რამდენ ხანს დარჩება ზაზა თურქეთში. მოგეხსენებათ, NBA-ში ლოკაუტი დასრულდა და ახალი სეზონი 25 დეკემბერს დაიწყება.

- ჯერჯერობით სტამბოლში ვარ, ამერიკაში დეტალების საბოლოოდ გარკვევას ველი. სავარუდოდ მომავალი ორშაბათიდან შევუერთდები "ატლანტას", - გვითხრა ფაჩულიამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა