ლიგა 1. XV ტურის გამოხმაურება
ტურის წინათქმაშიც ვწერდით, კვირას საღამოს მთელი საფრანგეთი ტელევიზორებს მიუჯდა, რათა საფრანგეთის უმთავრესი საფეხბურთო დაპირისპირებისთვის ედევნებინა თვალი.

42-ათასიან "სტად ველოდრომზე” 41 512 მაყურებელი მივიდა. როგორც ეს პროფესიული ფეხბურთის ლიგამ რამდენიმე კვირით ადრე გადაწყვიტა, დედაქალაქური კლუბის გულშემატკივრებს ბილეთები არ შეხვდათ. ასევე იქნება პარიზულ მატჩზეც - პროვანსელები 7 აპრილს “პარკ დე პრენსზე” “ვერ ეღირსებიან” მოხვედრას.

მატჩს ინტრიგას ის მატებდა, რომ გუნდებს წინა ტურში თავიანთი შეხვედრები წაგებული ჰქონდათ. საინტერესო იყო, რომელს წაუცდებოდა ფეხი კიდევ ერთხელ. შეკრებილი პუბლიკა მგზნებარე ორთაბრძოლის მოლოდინში იყო, მაგრამ მათ იმედი გაუცრუვდათ, რადგან ბრძოლა არ შედგა. “მარსელმა” მეტოქეს წარმატების კი არა ქულის მოპოვების შანსიც კი არ მისცა. დიდიე დეშამმა სტუმართა წინააღმდეგ გუნდი იდეალურად მომზადებული გაიყვანა და ტაქტიკაც ბრწყინვალე შეურჩია.

მასპინძლები მაქსიმალურად კონცენტრირებულები იყვნენ საკუთარ საჯარიმოსთან და ძალიან აგრესიულები სალვატორე სირიგუს კართან. რა თქმა უნდა, იღბალიც მათ მხარეს იყო, რადგან მათ პრაქტიკულად ყველა 100%-იანი მომენტი გამოიყენეს. ფრანგული სპორტული პრესა დიდი ხანია ალაპარაკდა “პარი სენ-ჟერმენის” სათამაშო კრიზისზე. ამის ნიშნები პირველად ჯერ კიდევ ოქომბრის ბოლოს გამოჩნდა, როცა “ლურჯ-წითლებმა” “დიჟონი” მე-11 ტურში 2:0 დაამარცხეს. 3 ქულა 3 ქულად და იმ დღეს ჩემპიონატის ფავორიტთა თამაშის ხარისხი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა. რამდენიმე დღეში ეს გუნდები “გასტონ ჟერარზე” ერთმანეთს ხელახლა შეხვდნენ. ამჯერად ლიგის თასის 1/8-ფინალში.

მატჩის მე-20 წუთზე ფავორიტები 2:0-ს იგებდნენ. თითქოს ყველაფერი ისევ “წესისა და რიგის მიხედვით” უნდა წასულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა - მასპინძელმა 3 წუთში 2 გოლი გაიტანა და გაათანაბრა. მეორე ტაიმში კი სერიოზული უპირატესობა იგდო ხელთ და მესამე გოლიც შეაგდო. შემდგომ ეტაპზე სწორედ ისინი გავიდნენ.

ბოლო პერიოდში დედაქალაქელთა შემტევ პოტენციალს განსაკუთრებით დაეტყო კევინ გამეიროს ცუდი ფორმა. 25 წლის თავდამსხმელს 16 ოქტომბრის შემდეგ, უკვე რვა თამაშია, გოლი აღარ გაუტანია. პრობლემებზე ალაპარაკდა ხავიერ პასტორეც, ვინც განაცხადა, ჩემთვის კვირაში ორჯერ თამაში უცხო ხილი იყო და ამიტომაც გადავიღალეო. მოკლედ, ეს ყველაფერი მხოლოდ შესავალი იყო და “ველოდროზე” პიკი ვიხილეთ. მატჩი ათმა პარიზელმა ფეხბურთელმა ჩააგდო. ერთადერთი, ვიზეც ფრანგ ჟურნალისტებს ენა არ მობრუნებიათ გასაკრიტიკებლად, ეს მეკარე სირიგუა. მას თუ რომელიმე ბურთის აღების შანსი ჰქონდა, მხოლოდ თეორიული. ასეთ ბურთებს კი მეკარეები იშვიათად იღებენ ხოლმე.

ცოტა უხერხულადაც კი გვეჩვენება, ამ მატჩის შემდეგ ტურის კიდევ რომელიმე შეხვედრაზე რომ დავიწყოთ ლაპარაკი, ამიტომ პირდაპირ კომენტარებზე გადავიდეთ. მასპინძელთა თავკაცი დიდიე დეშამი მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე არაჩვეულებრივ ხასიათზე იყო.

“მარსელმა” შეხვედრაში მთელი აგრესია ჩააქსოვა, რაც ჰქონდა, რადგან ვიცოდით, რომ ამ მატჩის მოგება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, ვიცოდით, რომ მთელი 90 წუთის განმავლობაში განსაკუთრებულად ეფექტური უნდა ვყოფილიყავით. მით უფრო ჩემპიონთა ლიგაში “ოლიმპიაკოსთან” წაგებული შეხვედრის შემდეგ და ჩვენ ეს მოვახერხეთ! დერბი ეს არის თამაში, რომელსაც ყველაზე ხშირად ცალკეული ფეხბურთელების ტალანტი და ინდივიდუალური ოსტატობა წყვეტს. სასიამოვნო სანახავია, როცა ხედავ, რა იოლად შეუძლია შენს გუნდს მომენტების გამოყენება. ასეთი მატჩის შემდეგ შემიძლია მეც გავიღიმო. იმედი მაქვს, ჩვენს გულშემატკივარს მოეწონა ჩვენი თამაში,” - განაცხადა დეშამმა.

პრესკონფერენციაზე ნირწამხდარი გამოცხადდა “პარი სენ-ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი ანტუან კომბუარე. აი, რა განაცხადა მან: “რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ. შესვენებისას გაბრაზებული ვიყავი, რადგან ნორმალურად ვთამაშობდით და ვერ გაგვქონდა. ვფიქრობდი, რომ წინ კიდევ მთელი 45 წუთი გვაქვს გასათანაბრებლად და მერე მიზნის მისაღწევად-თქო, მაგრამ “მარსელმა” დაამტკიცა, რომ დღეს მას მოგება ჩვენზე მეტად სურდა. არადა, მართლა მოსაგებად ჩამოვედით, რადგან ნამდვილად გვქონდა საამისო პოტენციალი. ფეხბურთელებმა ვერ გაითავისეს, რომ ასეთი მატჩები ომივითაა, წამიერი მოდუნება და წაგებული ხარ. ახლა მთავარია, რაც შეიძლება მალე მოვახერხოთ ამ მატჩის დავიწყება”.

ისე როგორ იქნებოდა, “პარი სენ-ჟერმენის” სკამმორყეული მთავარი მწვრთნელის სამომავლო პერსპექტივებზე ლეონარდოს არ დალაპარაკებოდნენ... ბრაზილიელმა ფუნქციონერმა საჯაროდ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კლუბი კომბუარეს შემდგომი მუშაობის წინააღმდეგი არ არის და უახლოეს მომავალში მას სამსახურის დაკარგვის საფრთხე არ ემუქრება.

“მიუხედავად “მარსელთან” შეურაცხმყოფელი მარცხისა, ჩვენ გუნდის მთავარი მწვრთნელის მიმართ დამოკიდებულება არ შეგვიცვლია. კომბუარეს შეუძლია მშვიდად განაგრძოს მუშაობა. ჩვენს გუნდზე ძლიერ იმოქმედა სწრაფმა გოლმა. დერბიში ამას ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხოლმე. ახლა კი იმას გეტყვით, რომ უნდა დაგემშვიდობოთ, გადაღლილი ვარ. თამაშმა დიდძალი ენერგია წამართვა”.

ტურის ნაკრები

ლანდრო (ლილი) - ასპილიკუეტა (მარსელი), ზუმა (სენტ ეტიენი), პულარი (აიაჩო), მარეკე (ლორიანი) - ამალფიტანო (მარსელი), ფერე (რენი), მვილა (რენი), ბასტოსი (ლიონი) - ლისანდრო ლოპესი (ლიონი), ჟირუ (მონპელიე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
კერპია - პსჟ ლუის ენრიკეს წარმოუდგენელ კონტრაქტს გაუფორმებს
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა