ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ბეკენბაუერმა დემიკელისს გადაუარა

ბეკენბაუერმა დემიკელისს გადაუარა

როცა მარტინ დემიკელისი მიუნხენის "ბაიერნში" გადავიდა, ეს კი წლების წინ მოხდა, ჩვენი გერმანელი კოლეგები არგენტინელ მცველს ახალ ფრანც ბეკენბაუერს უწოდებდნენ...

როცა მარტინ დემიკელისი მიუნხენის "ბაიერნში" გადავიდა, ეს კი წლების წინ მოხდა, ჩვენი გერმანელი კოლეგები არგენტინელ მცველს ახალ ფრანც ბეკენბაუერს უწოდებდნენ. წლები გავიდა, დემიკელისმა რეკორდმაისტერში არაერთი თამაში ჩაატარა, მაგრამ ახალი ბეკენბაუერი ვერ გახდა. ახლა კი, თითქმის გადაწყვეტილია, რომ 29 წლის მარტინი მიუნხენს დატოვებს.

"ვოლფსბურგთან" მატჩის წინ, ძირითად შემადგენლობაში ვერმოხვედრის გამო გამოთქმული პროტესტის შემდეგ, "ზებენერშტრასეზე" ვისაც არ დაეზარა, ყველამ დემიკელისი გააკრიტიკა. არგენტინელის წინააღმდეგ ხმა თვით ბეკენბაუერმაც აიმაღლა, რომელიც ახლა რეკორდმაისტერის საპატიო პრეზიდენტია.

"დემიკელისმა გასულ სეზონშიც ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა და არც მანამდე იყო სტაბილური მოთამაშე. მარტინი ძალიან კარგი, უდიდესი პოტენციალის მქონე ფეხბურთელია, მაგრამ მას პრობლემა თავში აქვს: სირბილი ეზარება! - თქვა "კაიზერმა" ტელეკომპანია "სქაის" პირდაპირ ეთერში დემიკელისის შესახებ, რომელსაც მადრიდის "ატლეტიკო" ეპატიჟება და იქვე დასძინა, - დემიკელისი მრავალმხრივი ფეხბურთელია და მას მცველის გარდა, საყრდენი ნახევარმცველის ფუნქციების შესრულებაც შესანიშნავად ეხერხება, მაგრამ ყოველთვის დაცვაში თამაში ერჩივნა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მარტინი ძალიან ზარმაცია. ნახევარდაცვაში ბევრი უნდა ირბინოს, დაცვაში კი ძალიან ცოტა. ამასთან, იმდენ შეცდომას უშვებს, რომ ეს ყველაფერი უკვე აუტანელია."

დემიკელისი აღარც ვან გაალს სჭირდება. ლუისმა ამ დღეებში არაერთხელ აღნიშნა, რომ არგენტინელის წასვლის შემთხვევაში წუწუნს არ დაიწყებს. თვითონ დემიკელისიც კი ამბობს, რომ "ბაიერნიდან" მისი აბარგება გადაწყვეტილი ამბავია და ამ დღეებში ტრანსფერი განხორციელდება.

არენდით იუვეში?

ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას 29 წლის არგენტინელი უკანახაზელი. ფაქტია, რომ მისი გადაბირება, "ატლეტიკოსთან" ერთად, ტურინის "იუვენტუსსაც" უნდა. "გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელებმა მიუნხენელ კოლეგებთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს. ოღონდ, "იუვეს" არგენტინელი არენდით უნდა. ჩვენი იტალიელი კოლეგები წერენ, რომ "იუვენტუსის" სპორტული დირექტორი ჯუზეპე მაროტა შეხვდა და ესაუბრა დემიკელისის აგენტს. მარტინის აყვანა ტურინელთა დამრიგებლის, ლუიჯი დელ ნერის სურვილი ყოფილა. არგენტინელის აგენტი "იუვესთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს, მაგრამ იმასაც ამბობს, რომ სხვა კლუბებთანაც აქვს ურთიერთობა. მისივე თქმით, დემიკელისით "ბარსელონა", "ჩელსი" და "სევილიაც" არიან დაინტერესებულები.

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა

თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება

მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა