ქართული რაგბის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ გუნდმა შექმნის პირველივე წელიწადს დუბლი შეასრულა
ქართული რაგბის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ გუნდმა შექმნის პირველივე წელიწადს დუბლი შეასრულა.

"არმია", რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში ჩამოყალიბდა, თავიდანვე ყველასათვის ანგარიშგასაწევი ძალა გახდა. დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მოღონიერდა და სეზონი ტრიუმფით დაასრულა. გუნდს, რომელშიც გამოცდილებისა და ახალგაზრდობის ნაზავი სამაგალითოდაა შერწყმული, ცხადია, სამომავლო გეგმებიც სერიოზული აქვს. თუმცა, "არმიას" მთავარ მწვრთნელ ნიკოლოზ ჭავჭავაძესთან საუბარი სათავეებიდან დავიწყეთ.

- ყველაფერს თებერვალში ჩაეყარა საფუძველი. სწორედ მაშინ გადაწყდა "არმიას" დაარსება. გუნდი "თსუ ლომების" ბაზაზე შეიქმნა და პირველი წრეში თამაშმა სწორედ ამ კლუბის მორაგბეებით მოგვიწია. პრობლემები ბევრი გვქონდა, თუმცა საამისოდ მზად ვიყავით. ვიცოდით, რომ გზაზე უამრავი წინააღმდეგობა შეგვხვდებოდა.

მიუხედავად ამისა, პირველი წრის შედეგით მაინც კმაყოფილნი ვართ, რადგან მისი დასრულების შემდეგ, სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე ვიყავით, მხოლოდ ორი მატჩი წავაგეთ, ქუთაისის "აიასთან" და თბილისის "ლოკომოტივთან".

- პირველი წრის დასრულების შემდეგ "არმია" თითქმის ერთიანად გამოიცვალა, გუნდში საკამოდ ბევვრი ცვლილებები განხორციელდა.

- დიახ ასე იყო. ზაფხულში სატრანფერო ფანჯარა ნაყოფიერად გამოვიყენეთ. საფრანგეთიდან დავაბრუნეთ ბესო უდესიანი, რუმინეთიდან ლაშა თავართქილაძე, დავიმატეთ ახალგაზრდული ნაკრების მორაგბეები, რომელბიც თავიან კლუბებში ძირითადის მოთამაშეები არ იყვნენ და ესპუარებში უწევდათ თამაში.

მეორე წრის წინ საწვრთნელი შეკრება ბორჯომში გავიარეთ. თავიდან შემადგენლობის თითქმის მთლიანად შეცვლამ პრობლემები გაგვიჩინა, სრულიად ახალი გუნდი გვყავდა და ძნელი იყო მოკლე დროში მორაგბეთა შეთამაშება, ტაქტიკური მონახაზის დამუშავება, დახვეწა. დიდი იყო გუნდის აწყობაში გამოცდილი მორაგბეების მცდელობა დახმარებოდნენ ახალგაზრდებს.

- შესაბამისად გუნდმა მეორე წრეში სრულიად განსხვავებული, მაღალი დონის რაგბი ითამაშა, თუმცა ერთი მატჩი მაინც წააგეთ.

- მეორე წრეში მხოლოდ "აკადემიასთან" წავაგეთ. მაშინ ბევრი მოთამაშე გვყავდა დაშავებული. გვინდოდა ისინი მომდევნო, უფრო რთული მატჩებისთვის შეგვენახა და ამიტომ "აკადემიასთან" სათამაშოდ სათადრიგო გუნდით გავედით. მაინც არ უნდა წაგვეგო. მერე ვიდეოფირი რომ გავაანალიზეთ, ვნახეთ, რომ მარცხის მიზეზი არაგუნდური თამაში იყო.

- "არმიას" საკმაოდ სოლიდური სამწვრთნელო შტაბი ჰყავს. ხომ ვერ გვეტყვით, ვის რა ფუქცია აკისრია გუნდში?

- შერკინების გაწვრთნაში ლევან (ლეონსიო) ცაბაძე მეხმარება, ტექნიკურ დეტალებზე კახა კობახიძესთან ერთად ვმუშაობ, უკანა ხაზის გაწვრთნას კი გამოცდილი მოთამაშეების გიორგი შკინინის და გიორგი ელიზბარაშვილის დახმარებით ვახერხებ. ტაქტიკასა და მთლიანად თამაშის მონახაზს კი თვითონ ვადგენ.

- თქვენ გუნდში ბევრი ისეთი მორაგბეა, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში თამაშობენ ან აქამდეც უთამაშიათ. საკამოდ ბევრნი არიან ასაკობრივი ნაკრებების მორაგბეებიც.

- "არმიაში" საკმაოდ მაღალი დონის, სოლიდური მორაგბეები არიან. ჯაბა ბრეგვაძე და ბიძინა სამხარაძე ახალ ზელანდიაში ახლახან დასრულებული მსოფლიოს თასის გათამაშებაში მონაწილებდნენ. ეროვნულ გუნდში უთამაშიათ ბესო უდესიანს, ლაშა თავართქილაძეს, გიორგი შკინინისა და გიორგი ელიზბარაშვილს.

ახალგაზრდული ნაკრებების წევრები არიან ხვიჩა ბუჯიაშვილი, ბექა ბიწაძე, გიორგი თხილაიშვილი, გიგა გაგოშვილი, ვანო გაბროშვილი, ზაზა ნავროზაშვილი, თამაზ მჭედლიძე, ბახვა კობახიძე. ეს შესანიშნავი, ძალიან კარგი თაობაა, რომლებსაც მაღალი დონის რაგბის თამაში შეუძლიათ. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მათთან საკმაოდ სერიოზული სამუშაოს ჩატარებას ვაპირებთ.

ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო ერთი ფაქტი, რომ არა "არმია" გარემარბები გიორგი შკინინი და ალექსანდრე ტუჩაშვილი რაგბისთვის დაკარგულნი იყვნენ. ჩვენს გუნდში კი ისინი ლიდერები არიან.

- ჩემპიონობისგან განსხვავებით, შეიძლება ითქვას, რომ თასის მოპოვება ცოტა უფრო გაგიჭირდათ.

- ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ, ცხადია, იოლი არ იყო თასის გათამაშებაზე გადართვა. საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვება აღვნიშნეთ და ორ დღეში ისევ სავარჯიშოდ შევიკრიბეთ. თანაც ისევ ქუთასის "აიასთან", ისევ სტუმრად უნდა გვეთამაშა. დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა კონცენტრაციის მოსაკრებად. დავსხედით, ვისაუბრეთ, ვთქვით, რომ საქართველოს თასიც უნდა მოვიგოთ და საამისოდ ყველამ ყველაფერი უნდა გავიღოთ.

ისევ ერთობით, ერთამანეთის გვერდით დგომით და დახმარებით შევძელით სირთულეების დაძლევა, რამაც კარგი შედეგი მოგვიტანა. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ასეთი ერთიანი სულისკვეთება, რაც "არმიაშია", სხვაგან სადაც მიმუშავია, არსად მიგვრძნია.

- რას გეგმავთ სამომავლოდ? აპირებს თუ არა "არმია" ევროთასების რომელიმე გათამაშებაში მონაწილეობას?

- ჩვენ გვინდა "ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში ვიასპარეზოთ. საამისოდ რაგბის კავშირში განაცხადიც გავაკეთეთ. ახლა რაგბის კავშირზეა დამოკიდებული ვითამაშებთ თუ არა ევროტურნირზე. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. მაქვს კონტაქტი საფრანგეთში მოთამაშე ქართველ მორაგბეებთან, რომელთა ჩამოყვანასაც ვაპირებთ, რათა "ჩელენჯ კაპზე" ღირსეულად გამოვიდეთ. ვნახოთ, რა იქნება.

გურამ დოლენჯაშვილის ფოტო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიორგი მაისურაძე - ქალთა რაგბის ახალი მთავარი მწვრთნელი
რუსთავში ბავშვთა რაგბის აკადემიის მშენებლობა დაიწყო
"შავი ლომი" | მიხეილ ბაბუნაშვილი - ახალი კაპიტანი იტალიური ტურნეს შესახებ
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა
გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"როცა ის მოედანზე მყავდა, პატარა ბავშვივით ტკბილად მეძინა" - გვარდიოლამ "სიტის" ყოფილი ფეხბურთელი გამოარჩია
"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა
[VIDEO] რონალდოს 946-ე გოლი - "ალ ნასრმა" ბენზემას "ალ იტიჰადი" დაამარცხა
"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები
პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე