31 წლის ბრიტანელმა დევიდ ჰეიმ გამოაცხადა, რომ სუპერმძიმე წონაში WBC-ის ჩემპიონთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
ორ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, 31 წლის ბრიტანელმა დევიდ ჰეიმ გამოაცხადა, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებს სუპერმძიმე წონაში WBC-ის ჩემპიონთან, 40 წლის ვიტალი კლიჩკოსთან.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ბრძოლაში ბრიტანელმა WBA-ის ტიტული წააგო ვლადიმერ კლიჩკოსთან. ეს ამა წლის ივლისში მოხდა. იმ ბრძოლაში მოკრივეებმა თანაბრად გაიყვეს ჰონორარი, ახლა კი დევიდ ჰეი აცხადებს, რომ არ იმსახურებს ბრძოლის საერთო შემოსავლის თანაბრად განაწილებას და ნაკლებ წილზეც თანახმაა. დევიდისა და ვიტალის ბრძოლის გამართვა მარტში გერმანიაში იგეგმება.

“კონტრაქტი ჯერ არ მინახავს, მაგრამ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, - ამბობს ჰეი. - კარიერის დასრულებამდ ვამბობდი, რომ მინდოდა ამ ბრძოლის გამართვა და სწორედ მარტში თავისუფალი ფანჯარა გამოჩნდა. უფროსი კლიჩკო ერთადერთია, ვის გამოც დავბრუნდები რინგზე.

წინა ბრძოლაში ვლადიმერთან შემოსავლის განაწილება თანაბარი იყო, ამჯერად ასეთ წილს არ ვიმსახურებ. ტიტული არ გამაჩნია, მაგრამ შემიძლია ამ ბრძოლას სანახაობა და მნიშვნელობა შევძინო, მაგრამ ეს საკმარისი არ არის ჩემი კუთვნილი ჰონორარის გასაზრდელად.

არ ვიცი გაიმართება თუ არა ეს ბრძოლა. მაგრამ მე შესანიშნავ ფორმაში ვიქნები. თუ ისინი მომცემენ იმას, რაც დავიმსახურე, სატელევიზიო რეიტინგის მხრივ ყველაფერი წესრიგში იქნება. სრული სერიოზულობით მოვეკიდები ამ ბრძოლას", - ამბობს ბრიტანელი მძიმეწონოსანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა