"ქუინზ პარკ რეინჯერსის" კაპიტანმა თავისი ყოფილი კლუბის, "ნიუკასლ იუნაიტედის" პატრონ მაიკ ეშლიზე კიდევ ერთი იერიში მიიტანა
"ქუინზ პარკ რეინჯერსის" კაპიტანმა, 29 წლის ჯოი ბარტონმა თავისი ყოფილი კლუბის, "ნიუკასლ იუნაიტედის" პატრონ მაიკ ეშლიზე კიდევ ერთი იერიში მიიტანა. ბარტონმა ეშლის აიათოლა და კრეტინი უწოდა.

მუდამ კონფლიქტებში გახვეულმა ნახევარმცველმა თქვა, რომ ის "ნიუკასლიდან" პრემიებთან დაკავშირებული დავის გამო გააგდეს. მანვე დასძინა, რომ "კაჭკაჭთა" მწვრთნელ ალან პერდიუზე გაბრაზებული არ არის, მაგრამ ეშლისა და დირექტორის, დერეკ ლამბიასის სახელის გაგონებაც კი არ უნდა. კერძოდ, ბარტონმა თქვა:

"მწვრთნელი, რა საკვირველია, სხვა დონის ადამიანია, მაგრამ იმ ორ კრეტინთან დაბრუნებას ნამდვილად აღარ ვისურვებდი. ეშლი ნამდვილი აიათოლაა, მისი ბრძანების და მასთან შეთანხმების გარეშე "ნიუკასლში" არაფერი ხდება".

ბარტონმა თქვა, რომ ეშლიმ ის, კიდევ ოთხი ფეხბურთელი და ყოფილი მწვრთნელი, კრის ჰაფტონი კლუბიდან იმიტომ დაითხოვა, რომ მათ პრემიების განაწილების სისტემაზე განსხვავებული მოსაზრება ჰქონდათ. მან, აგრეთვე, დაიჩივლა, რომ 2008 წელს, როდესაც გარკვეული ხნით ციხეში ჯდომამ მოუწია, ეშლიმ ხელფასი გაუჩერა.

კიდევ, ბარტონმა გაიხსენა, რომ კლუბის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, წარსულში "ჩელსის" ვარსკვლავი, დენის უაიზი მთელი 77 დღის განმავლობაში ეჩიჩინებოდა, თუ ხელფასის 80 პროცენტს არ მოკლებ, "ნიუკასლიდან" გაგაგდებენო.

"და არც ერთი ამ საკითხთაგანი მაიკის უშუალო კონტროლის გარეშე არ წყდებოდა" - დააგვირგვინა, ფეხბურთელმა, რომელმაც, ამასწინათ ერთ-ერთ ჟურნალში დაწერა, რომ მომავალში შეიძლება მღვდელი გახდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა