ფუტსალში საქართველოს ჩემპიონმა "იბერიამ" უკრაინული ტურნე წარმატებით დაასრულა და გუშინ საღამოს თბილისში დაბრუნდა. იბერიელებმა სამშობლოში...

ფუტსალში საქართველოს ჩემპიონმა "იბერიამ" უკრაინული ტურნე წარმატებით დაასრულა და გუშინ საღამოს თბილისში დაბრუნდა. იბერიელებმა სამშობლოში "დონბასის თასი" ჩამოიტანეს, რომელიც ლუგანსკში ჩატარებულ საერთაშირსო ტურნირზე მოიგეს. შეგახსენებთ, რომ ერთი კვირით ადრე "იბერიამ" ლვოვის საერთაშორისო ტურნირზეც ითამაშა და ფინალში უკრაინის ჩემპიონ "ტაიმთან" პენალტების სერიაში დამარცხდა. "იბერიას" ფეხბურთელებს პენალტების შესრულება ლუგანსკშიც მოუხდათ - ფინალში აქაც ფრედ ითამაშეს, მაგრამ ლვოვისგან განსხვავებით, ამჯერად პენალტები უნაკლოდ შეასრულეს.

"დონბასის თასის" ჯგუფურ ეტაპზე საწყისი ორი მატჩი საქართველოს ჩემპიონმა იოლად მოიგო ხარკოვის "მონოლითთან" და სევასტოპოლის პფს-სთან. მესამე მატჩში კი, რომელსაც ფინალისტის ვინაობა უნდა გაერკვია, "იბერიას" მეტოქე უკრაინის ხუთზის ჩემპიონი და ახლანდელი მეორეადგილოსანი დონეცკის "შახტარი" იყო. სხვათა შორის, "იბერიას" მთავარი მწვრთნელი ოლეგ სოლოდოვნიკი, თავის დროზე სწორედ დონეცკელთა დამრიგებელი გახლდათ და გუნდი ხუთჯერ სწორედ მან გააჩემპიონა. ასევე ყოფილი შახტარელები არიან "იბერიას" ბრაზილიელები - ფუმასა და რომარიო. მატჩამდე "შახტარი" ბურთების უკეთესი შეფარდებით მივიდა და შესაბამისად, ფინალში გასასვლელად ფრეც აწყობდა.

ანგარიში უკრაინელებმა მე-9 წუთზე გახსნეს - 0:1. ბრაზილიელმა რონიმ, რომელიც "იბერიაში" მესამე სეზონია თამაშობს, პირველ ტაიმშივე გაათანაბრა - 1:1. მატჩის ტექსტურ ონლაინრეპორტაჟს "შახტარის" ოფიციალური ვებგვერდი გადმოსცემდა და ნათლად ჩანს, რომ საქართველოს ჩემპიონს სრული სათამაშო უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ უკრაინელები თავს კარგად იცავდნენ, ფრეც ხელს აძლევდათ და "იბერია" გამარჯვების გოლის გატანას ვერაფრით ახერხებდა.

მთავარი ამბები შეხვედრის ბოლო ოთხ წუთში დატრიალდა. უკრაინელებმა მეექვსე ჯარიმა მიიღეს, რაც ფუტსალში 10-მეტრიანი საჯარიმო დარტყმით ისჯება და იმავე რონიმ "იბერია" დააწინაურა - 2:1. ეს ანგარიში უკვე ჩვენებს აწყობდათ და მასპინძლები იძულებულები გახდნენ, შეტევაში უფრო აქტიურად წასულიყვნენ. ასეთ დროს კი, როგორც ხშირად ხდება, "იბერიამ" მეტოქე კონტრშეტევაზე გამოიჭირა და თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე რონიმ "ჰეთ-თრიკი" შეასრულა - 3:1.

მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო, მაგრამ დონეცკელები წაგებას არ შეურიგდნენ და ბოლო წუთზე, როცა "იბერიას" მეკარემ წესი დაარღვია, ქართველები ჩხუბში გამოიწვიეს. წესრიგის დამყარებას მცირე დრო დასჭირდა, დარჩენილ წამებში დონეცკელებმა ერთი გოლი კი გაქვითეს, მაგრამ ამან ვერ უშველათ და ფინალში "იბერია" გავიდა. წაგებით განაწყენებულმა "შახტარმა" კი მესამე ადგილისთვის თამაში იუარა და დონეცკში დაბრუნდა.

ტურნირის გადამწყვეტ მატჩში "იბერიას" მეტოქე ლვოვის "ენერგია" იყო, რომელსაც საქართველოს ჩემპიონმა ერთი კვირით ადრე 3:0 მოუგო. "იბერია" ამჯერადაც გვარიან უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა და საქმე პენალტებამდე მივიდა. აქ კი, გარდა იმისა, რომ ჩვენებმა ყველა დარტყმა ზუსტად შეასრულეს, "იბერიას" ბრაზილიელმა მეკარე ტომმა ორი 6-მეტრიანი მოიგერია და "იბერია" დონბასის თასს დაეუფლა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ კი უკრაინელებმა საქართველსო ჩემპიონის ლიდერი, რონი აღიარეს.

ამგვარად, "იბერიამ" უკრაინაში 8 თამაში ჩაატარა, საიდანაც 6 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა - ფრედ უკრაინის ჩემპიონს ეთამაშა, დაამარცხა ვიცე-ჩემპიონი და ორჯერ მოუგო მესამეადგილოსანს. ეს შედეგი გვაფიქრებს, რომ "იბერიას" პრეზიდენტის, ვახტანგ წერეთლის "ლელოსთან" ერთი თვის წინ ნათქვამი სიტყვები - "იბერია" უეფას ფუტსალის თასზე სულ მცირე ნახევარფინალში გასასვლელად იბრძოლებსო - რეალობას მოკლებული სულაც არაა.

დონბასის თასის მოგების მერე კი ვახტანგ წერეთელს კომენტარი ვთხოვეთ: "უკრაინის საუკეთესო გუნდებს შევხვდით და ვერც ერთმა ვერ მოგვიგო. 10 დღეში 8 თამაში ჩავატარეთ, თანაც ჩვენი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ყველა მატჩში აგრესიული პრესინგის ტაქტიკა ავირჩიეთ, რაც განსაკუთრებით დიდ ენერგიას მოითხოვს და დამღლელია. უკრაინაში ერთი ტურნირი შარშანაც მოვიგეთ და გვიცნობდნენ, მაგრამ ახლა "იბერიას" ავტორიტეტი უკრაინაში განსაკუთრებით გაიზარდა. ჩვენს თამაშს საუკეთესო უკრაინულ გუნდებთან იქაურ საფეხბურთიო წრეებში ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა".

ამასობაში კი უეფას ფუტსალის თასის (დიდ ფეხბურთში ჩემპიონთა ლიგის ანალოგი) საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა და გაირკვა იმ მეოთხე გუნდის ვინაობა, რომელიც ძირითად ეტაპზე "იბერიას", ბელარუსული "მაპიდის" და ჩეხური "ხრუდომის" მეტოქე იქნება. კვარტეტი დიდი ფეხბურთიდან ჩვენთვის კარგად ნაცნობ უნგრული "დიორ ეტოს" ფუტსალის გუნდმა შეავსო. მატჩები 25 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე ჩეხეთში ჩატარდება, ელიტ-რაუნდში კი საუკეთესო ორი იასპარეზებს.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე