"ბილდის" ჟურნალისტები კანის დაუკავშირდნენ და საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჩამოართვეს, სადაც ის "ბაიერნის" მინი-კრიზისზე საუბრობს
მიუნხენის "ბაიერნმა" ბუნდესლიგაში ზედიზედ ორი თამაში რომ წააგო და ლიდერობა დაკარგა, მთელი საფეხბურთო გერმანია რეკორდმაისტერის კრიზისზე ალაპარაკდა.

ასეთ დროს კი, განსაკუთრებით აქტუალური მიუნხენური გრანდის ლეგენდარული მეკარე და ყოფილი კაპიტანი ოლივერ კანი ხდება ხოლმე. 42 წლის "ტიტანს" პირველები, რა თქმა უნდა, "ბილდის" ჟურნალისტები დაუკავშირდნენ და საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჩამოართვეს, სადაც კანი "ბაიერნის" მინი-კრიზისზე საუბრობს.

- ჰერ კან, "ბაიერნმა" გერმანიის ჩემპიონატში ზედიზედ ორი თამაში წააგო, ბოლო ხუთ მატჩში კი ეს სულაც რიგით მესამე მარცხია, რამაც ის გამოიწვია, რომ მიუნხენელებმა ლიდერობა დაკარგეს და მესამე ადგილზე ჩამოქვეითდნენ. თქვენი აზრით, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ "ბაიერნს" კრიზისი დაეწყო?

- არა, ამას ჯერ კრიზისს ვერ დავარქმევთ. გუნდმა სეზონი შესანიშნავად დაიწყო და მოსალოდნელიც იყო, რომ ჩავარდნა ექნებოდა. ეს ნორმალურია. სიმართლე გითხრათ, მე ველოდი კიდეც, რომ ეს მაინცდამაინც ნოემბრის მეორე ნახევარში მოხდებოდა...

- რატომ?

- ამას დორტმუნდის "ბორუსიასთან" მატჩის შემდეგ მივხვდი. ცხადი იყო, რომ უშუალო კონკურენტთან საკუთარ მოედანზე წაგება უკვალოდ არ ჩაივლიდა და რეკორდმაისტერზე ცუდად იმოქმედებდა. რაც არ უნდა იყოს, "ბაიერნმა" "დორტმუნდთან" ზედიზედ სამი თამაში წააგო და მივხვდი, რომ ეს მიუნხენურ გრანდს დააკოპლექსებდა. რეკორდმაისტერი გერმანიაში ზედიზედ სამჯერ არავისთან მარცხდება ხოლმე, "ბორუსიამ" კი მოახერხა და შარშან ორივე თამაში მოუგო, წელს კი აგერ, "ალიანს არენაზე" უკვე დაამარცხა. ამიტომაც ლოგიკურია ის, რომ "ბაიერნმა" ვერც "მაინცთან" ითამაშა კარგად.

- თქვენი აზრით, "დორტმუნდი" "ბაიერნისთვის" ნელ-ნელა ძალიან სერიოზული კონკურენტი ხდება?

- ფაქტია, რომ დორტმუნდელები სწორ გზას ადგანან და მართლა კარგი შანსი აქვთ, რეკორდმაისტერს სერიოზული კონკურენცია არა მარტო წელს, არამედ რეგულარულად გაუწიონ ხოლმე. ბოლოს ასეთი შანსი ბრემენის "ვერდერს" ჰქონდა, მაგრამ "მუსიკოსებმა" დიდხანს ვერ გაძლეს. პირადად მე, "დორტმუნდს" უფრო მეტს ვუწინასწარმეტყველებ.

- ბევრი ფიქრობს, რომ მიუნხენელებმა "დორტმუნდთან" წაგებას ყურადღება სათანადოდ არ მიაქციეს, შეცდომები კარგად არ გაანალიზეს და "მაინცთანაც" ამიტომაც დამარცხდნენ.

- შარშან "ბორუსიამ" "ბაიერნი" ორივე შეხვედრაში დაჩაგრა და თანაც იმდენად, რომ ორივე წაგების შემდეგ მიუნხენელებს საქმეები ცუდად წაუვიდათ. თუ გახსოვთ, გასულ სეზონში რეკორდმაისტერს სწორედ "დორტმუნდთან" წაგებების შემდეგ დაუდგა რთული ფაზები. როცა უმთავრეს კონკურენტთან აგებ, თანაც საკუთარ მოედანზე, უარყოფითი აურა მთელ გუნდს გადაეცემა და დიდხანს მიჰყვება ხოლმე.

"ბაიერნზე" წნეხი ახლაც გაიზარდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს მოაგვარებენ. ახლა ერთი რამ არის მთავარი: მიუნხენურ გრანდს ეს მინი-კრიზისი დიდხანს არ უნდა გაუგრძელდეს, თორემ დორტმუნდელები ან მიონხენგლადბახელები ამით აუცილებლად ისარგებლებენ.

- არიენ რობენი როგორც იქნა, გამოჯანმრთელდა, მაგრამ იუპ ჰაინკესს გუნდში მისი ინტერგრირება უჭირს...

- არიენ რობენი "ბაიერნის" ერთ-ერთი უმთავრესი ლიდერია, მაგრამ ამავე დროს მარტივი ფეხბურთელი არ არის. რობენის დაბრუნება და კარგად ინტეგრირება ახლა ჰაინკესის მნიშვნელოვანი ამოცანაა. ჰოლანდიელის არყოფნაში ტონი კროოსი ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა, რობენის პოზიციაზე კი თომას მიულერი თამაშობდა. ახლა ჰაინკესი დილემის წინაშე დგას - მას კროოსის ან მიულერის ძირითადი შემადგენლობიდან ამოგდება არ უნდა. არის ვარიანტი, რომ კროოსი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე გადაიყვანოს, მით უმეტეს, რომ ბასტიან შვაინშტაიგერია ტრავმირებული, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ ჰაინკესს არც ეს უნდა. მოკლედ, იუპი ძალიან გამოცდილი სპეციალისტია და ასეთ სიტუაციებში გარკვევის დიდი გამოცდილება აქვს. შესაბამისად, მჯერა, რომ რობენის ინტეგრირებას უმტკივნეულოდ მოახერხებს.

- ვინ უნდა იტვირთოს ლიდერისა და მთავარი სტრატეგის ფუნქციები შვაინშტაიგერის არყოფნაში?

- "ბაიერნს" ბევრი ისეთი ფეხბურთელი ჰყავს, ვისაც ეს შეუძლია - იქნება ეს მანუელ ნოიერი თუ ფილიპ ლამი, რეალურად, მხოლოდ ცუდი დროების ჟამს ჩანს ხოლმე, ვინ არის ლიდერი. ეს მარიო გომესს, თომას მიულერის, ფრანკ რიბერის და იმავე რობენსაც შეუძლიათ.

- "ბაიერნისგან" ახლა რას ელით?

- მიუნხენელთა მთავარი მიზანი ახლა ზამთრის შესვენებამდე ყველა თამაშის მოგება და პირველი წრის პირველ ადგილზე დასრულება უნდა იყოს. გარდა ამისა, რეკორდმაისტერმა აუცილებლად უნდა გადალახოს გერმანიის თასის მორიგი ეტაპიც. ერთი სიტყვით, "ბაიერნში" პრობლემატური სიტუაციაა, მაგრამ მე ამ მდგომარეობას კრიზისს მაინც არ დავარქმევდი.

- ნიშანდობლივია, რომ "ბაიერნს" საქმეები ცუდად მას მერე წაუვიდა, რაც შვაინშტაიგერი დაშავდა. როგორ ფიქრობთ, რამდენადაა ეს ორი ამბავი ერთმანეთთან კავშირში?

- "ბაიერნი" არასდროს ყოფილა და არც ახლაა ისეთი გუნდი, რომელიც მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფეხბურთელზე იქნება დამოკიდებული. ცხადია, "ბაიერნი" შვაინისთან ერთად და მის გარეშე აბსოლუტურად განსხვავებული ცნებებია, მაგრამ ჩემი აზრით, ამ ორი თამაშის წაგების მიზეზად ბასტიანის არყოფნის დასახელება ძალიან ადვილი და პრობლემიდან უაზრო გამოსავალია. როცა ერთი ლიდერი ტრავმირებულია, სხვებმა უნდა მოინდომონ და გუნდს მისი არყოფნა არ უნდა დაატყონ.

- მიუნხენელებმა სეზონი ისე კარგად დაიწყეს, ამბობდით, ამ სეზონში გერმანიის ჩემპიონები მინიმუმ 10-ქულიანი უპირატესობით გახდებიანო. თქვენ ეს ჯერ კიდევ გჯერათ?

- სამი-ოთხი კვირის წინ ეს რეალური იყო, ახლა კი "დორტმუნდმა" ისე მოუმატა, რომ პირდაპირ ვიტყვი: აღარ მჯერა. თუ "ბორუსია" საერთაშორისო სარბიელს დაემშვიდობება და მხოლოდ ბუნდესლიგაზე იქნება კონცენტრირებული, ეს იურგენ კლოპის გუნდისთვის დიდი შეღავათი იქნება და შესაძლოა, "ბაიერნს" საერთოდ გაჩემპიონება გაუჭირდეს.

- "გლადბახს" რა შანსები აქვს?

- მიონხენგლადბახელების თამაშის ყურება ძალიან მსიამოვნებს, მაგრამ ამ გუნდის წარმატებები ზედმეტადაა დამოკიდებული ერთ კონკრეტულ მოთამაშეზე, კერძოდ, მარკო როისზე, რის გამოც არა მგონია, რომ "გლადბახი" ჩემპიონობის რეალური კანდიდატი იყოს. "დორტმუნდი" კი ისევ რეალური კანდიდატია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს
ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა
გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"როცა ის მოედანზე მყავდა, პატარა ბავშვივით ტკბილად მეძინა" - გვარდიოლამ "სიტის" ყოფილი ფეხბურთელი გამოარჩია
"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა
[VIDEO] რონალდოს 946-ე გოლი - "ალ ნასრმა" ბენზემას "ალ იტიჰადი" დაამარცხა
პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე