სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე აქტუალური თემა "ბოსტონ სელტიქსის" ძირითად გამთამაშებელთან რაჟონ რონდოსთან იქნება დაკავშირებული
როგორც ჩანს, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე აქტუალური თემა "ბოსტონ სელტიქსის" ძირითად გამთამაშებელთან რაჟონ რონდოსთან იქნება დაკავშირებული.

გუშინდელ ნომერში ვწერდით იმის შესახებ, რომ "კელტები" რონდოს გაცვლის ვარიანტებს განიხილავენ. მათ პირველ რიგში, "ნიუ ორლეან ჰორნეტს" მიმართეს NBA-ის ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებლის კრის პოლის ხელში ჩაგდების მიზნით. თუმცა, როგორც ჩანს, "ჰორნეტსი" არ არის დაინტერესებული ორგუნდიან ტრეიდში მონაწილეობით.

ამ მომენტისთვის "სელტიქსის" გენერალური მენეჯერი დენი ეინჯი აქტიურად ეძებს მესამე გუნდს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს მოსალოდნელ გაცვლაში.

სხვათა შორის ცნობილი გახდა, რომ უფრო ადრე "ბოსტონის" ხელმძღვანელობამ "ოკლაჰომას" მიმართა და მას რაჟონ რონდო და ჯეფ გრინი შესთავაზა რასელ უესტბრუკისა და კენდრიკ პერკინსის სანაცვლოდ. თუმცა "ოკლაჰომა" ამ ვარიანტით არ დაინტერესდა.

ამასობაში, რონდოს პიროვნებით "ინდიანა პეისერსი" დაინტერესდა. ამ გუნდის ხელმძღვანელებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები "ბოსტონის" ხელმძღვანელობასთან.

ორივე გუნდი განიხილავს ტრეიდის სავარაუდო შემადგენლობას, ამასთან, აცნობიერებენ, რომ გაცვლაში საჭირო იქნება მესამე გუნდის ჩართვა.

ასევე დიდი მოთხოვნაა "ორლანდოს" ცენტრ დუაიტ ჰოვარდზე. "ლოს ანჯელეს კლიპერსისა" და "ნიუ იორკ ნიქსის" შემდეგ ამ კალათბურთელის მიმართ ინტერესი გამოთქვა "ნიუ ჯერსიმ", რომელიც მზად არის "სუპერმენის" სანაცვლოდ დათმოს ცენტრი ბრუკ ლოპესი და მომავალი დრაფტის პირველ რაუნდში ორი არჩევანის უფლება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა