ფორმულა 1-ის წამყვანი გუნდები მომავალი წლისთვის შეინარჩუნებენ შემადგენლობას, მაგრამ ამ დღეებში სატრანსფერო ბაზარზე სიუპრიზები მაინც ვიხილეთ
ფორმულა 1-ის წამყვანი გუნდები მომავალი წლისთვის შეინარჩუნებენ შემადგენლობას, მაგრამ ამ დღეებში სატრანსფერო ბაზარზე სიუპრიზები მაინც ვიხილეთ. კიმი რაიკონენი და პედრო დე ლა როსა რბოლებში დაბრუნდნენ - მათ ორწლიანი კონტრაქტები გააფორმეს. თუმცა ფორმულა 1-ის პელოტონში ჯერ ყველაფერი გადაწყვეტილი არ არის.

რედ ბული

ზედიზედ მეორე სეზონში ორმაგი გამარჯვება, სტაბილურობა - ავსტრიულ საჯინიბოში შესაცვლელი არაფერია. ფეტელს მრავალწლიანი კონტრაქტი აქვს, უებერს - მხოლოდ 2012 წლის ბოლომდე.

პილოტები: სებასტიან ფეტელი, მარკ უებერი.

მაკლარენი

ბევრს ეგონა, რომ ორი ბრიტანელი ჩემპიონისთვის ერთ გუნდში სიმჭიდროვე იქნებოდა, მაგრამ ტრასაზე აშკარა კონკურენციის მიუხედავად, ჯერ "მაკლარენში" კონფლიქტი არ ყოფილა. ბატონმა გააფორმა ახალი მრავალწლიანი კონტრაქტი, ჰემილტონის ხელშეკრულება კი 2012 წელს სრულდება.

პილოტები: ლუის ჰემილტონი, ჯენსონ ბატონი.

ფერარი

გუნდმა დაადასტურა ფელიპე მასას კონტრაქტი 2012 წლის სეზონში, რომელიც გადამწყვეტი იქნება ბრაზილიელისთვის. ალონსოს მრავალწლიანი კონტრაქტი აქვს.

პილოტები: ფერნანდო ალონსო, ფელიპე მასა.

მერსედესი

ნოემბერში გუნდმა გააგრძელა კონტრაქტი ნიკო როსბერგთან, მიხაელ შუმახერის ხელშეკრულება კი 2012 წლის ბოლოს სრულდება, მაგრამ პილოტსა და გუნდს თანამშრომლობის გაგრძელება სურთ.

პილოტები: ნიკო როსბერგი, მიხაელ შუმახერი.

ლოტუს-რენო

გუნდმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა კიმი რაიკონენთან, ხოლო მისი თანაგუნდელის ვინაობა მხოლოდ დეკემბერში გახდება ცნობილი. ვიტალი პეტროვს მომავალი წლისთვის აქვს კონტრაქტი, მაგრამ პილოტის მენეჯერი და გუნდის მფლობელი ხელშეკრულების დეტალებზე მსჯელობენ.

სხვა კანდიდატებს შორის სახელდებიან: რომან გროსჟანი, ბრუნო სენა, ჰეიკი კოვალაინენი და რუბენს ბარიკელო.

პილოტები: კიმი რაიკონენი.

ფორს ინდია

ინდური საჯინიბო ჯერ ვერ ჩამოყალიბდა მომავალი წლის შემადგენლობაზე - ოფიციალურ განცხადებას 15 დეკემბერს ელოდებიან. დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ პოლ დი რესტა დარჩება "ფორს ინდიაში", მეორე ვაკანტურ ადგილზე კანდიდატები არიან: ადრიან სუტილი, ნიკო ჰიულკენბერგი, რუბენს ბარიკელო და ვიტალი პეტროვი.

პილოტები: უცნობია.

ზაუბერი

ივლისის ბოლოს "ზაუბერში" დაადასტურეს კონტრაქტები მომავალი სეზონისთვის - კამუი კობაიაში და სერხიო პერესი რჩებიან გუნდში.

პილოტები: კამუი კობაიაში, სერხიო პერესი

ტორო როსო

2012 წლისთვის "ტორო როსოს" შემადგენლობა შობამდე გამოცხადდება. კანდიდატები ბევრნი არიან: ხაიმე ალგერსუარი, სებასტიან ბუემი, ჟან-ერიკ ვერნი, დანიელ რიკარდო და "რედ ბულის" ახალგაზრდული პროგრამის სხვა მონაწილეები. დადის ჭორები, რომ ალგერსუარი დარჩება, მისი თანაშემწე კი ვერნი გახდება.

პილოტები: უცნობია.

უილიამსი

თუ პასტორ მალდონადო არ დაკარგავს სპონსორულ მხარდაჭერას, მაშინ გააგრძელებს კარიერას "უილიამსში". მის პარტნიორობაზე პრეტენზიას სამი პილოტი აცხადებს: რუბენს ბარიკელო, ადრიან სუტილი და ვალტერი ბოტასი.

პილოტები: უცნობია.

ლოტუსი

ფორმალურად, გუნდმა დაადასტურა შემადგენლობა - ჰეიკი კოვალაინენსა და იარნო ტრულის აქვთ კონტრაქტები, მაგრამ იარნოს ადგილს დანიელ რიკარდოს უწინასწარმეტყველებენ, თუმცა ამისთვის გუნდს კონტრაქტის გაწყვეტა მოუწევს ტრულისთან. მოლაპარაკებები გრძელდება.

პილოტები: ჰეიკი კოვალაინენი, იარნო ტრული.

HRT

პედრო დე ლა როსამ ცოტა ხნის წინ გააფორმა კონტრაქტი და მომავალი წლიდან დაბრუნდება ფორმულა 1-ში. მისი პარტნიორის არჩევა გუნდის სტრატეგიაზე იქნება დამოკიდებული - ბაზარზე ბევრია უკონტრაქტო პილოტები როგორც მუშაობის გამოცდილებით, ასევე სპონსორული მხარდაჭერით.

პილოტები: პედრო დე ლა როსა.

ვირჯინი

ბრაზილიის გრანპრის შემდეგ გუნდმა დაადასტურა კონტრაქტი შარლ პიკთან, რომელიც შემდეგ სეზონში შეცვლის ჟერომ დ'ამბროზიოს. ტიმო გლოკი რჩება გუნდში.

პილოტები: ტიმო გლოკი, შარლ პიკი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის