„სანდერლენდის“ მწვრთნელის თანამდებობიდან სტივ ბრუსის გათავისუფლების შემდეგ, ბუნებრივია, გუნდისთვის ახალი თავკაცის შერჩევის საკითხი დადგა
„სანდერლენდის“ მწვრთნელის თანამდებობიდან სტივ ბრუსის გათავისუფლების შემდეგ, ბუნებრივია, გუნდისთვის ახალი თავკაცის შერჩევის საკითხი დადგა. როგორც ჩვეულებრივ ხდება, დაუყოვნებლივ ახსენეს რამდენიმე გვარი, რომელთა შორის პირველი მარტინ ო’ნილი იყო.

გაზეთები დაბეჯითებით წერენ, რომ ფანებს შორის სწორედ „ასტონ ვილას“ ყოფილი თავკაცის კანდიდატურა იქნება ყველაზე პოპულარული.

ო’ნილის გარდა ახსენეს მარკ ჰიუზი. ამბობენ, რომ „შავი კატების“ თავმჯდომარის, ელის შორტის „შორტ-ლისტში“ ის მეორე პოზიციაზეა. შაბათს, ბოლო ტურში, „უიგანთან“ დამარცხების მერე, არ ცხრებოდა „სანდერლენდის“ ფანების პროტესტი. ამერიკელი მეპატრონე ამ დღეების განმავლობაში ვარიანტებს თვლიდა - ვის მოიყვანდა იმ შემთხვევაში თუ ბრუსს კარისკენ მიუთითებდა? ცნობილი გახდა, რომ ბრუსი ცდილობდა შორტი კიდევ ორი თამაშით დაეყოლიებინა. ეს ორი თამაში უნდა ყოფილიყო სტუმრობა ვულვერჰემპტონში და „ბლექბერნის“ მასპინძლობა, მაგრამ მეპატრონემ აწონ-დაწონა და დაასკვნა, რომ გულშემატკივარი ამდენს ვეღარ მოითმენდა. ამბობენ, რომ ბრუსს ყველაზე მეტად მისი სამსახურიდან მოხსნის დრო და გამოცხადების ფორმა გაუკვირდა.

ზემოხსენებულ ო’ნილს გასული სეზონის დასაწყისის ანუ „ასტონ ვილადან“ წასვლის შემდეგ მწვრთნელად აღარ უმუშავია. მის სახელს „სანდერლენდთან“ ადრეც აკავშირებდნენ. საქმე ის გახლავთ, რომ ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ბავშვობიდან „სანდერლენდის“ გულშემატკივარი გახლდათ და, როგორც ჩანს, ელის შორტისთვის ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

ტაბლოიდებმა ისიც შეიტყვეს, რომ ო’ნილს მეგობრებში „შავი კატების“ გაწვრთნის სურვილი არ დაუმალავს, მაგრამ არის დაბრკოლებაც: შორტი „ასტონ ვილას“ ყოფილი ბოსის, რენდი ლერნერის მეგობარია და მის აზრს პატივს სცემს, ლერნერს კი ო’ნილი დიდი სკანდალით დაშორდა. სწორედ მასთან კონფლიქტის გამო დასტოვა ჩრდილოირლანდიელმა „ვილა პარკი“.

ჰიუზს ივნისის შემდეგ არ უმუშავია - გეხსომებათ, ზაფხულში მან „ფულჰემი“ დასტოვა. აქა-იქ, გაისმა ინგლისის ნაკრების ყოფილი თავკაცის, სტივ მაკლარენის გვარ-სახელიც.

რაც შეეხება ბრუსის გაშვებას, ამაზე შორტმა განაცხადა: „სამწუხარო გადაწყვეტილების მიღება მომიხდა. სტივი გუნდისთვის თავდადებული ადამიანი იყო, რაც ყოველდღიურობაში ნათლად ჩანდა. მინდა მადლობა ვუძღვნა მას და მომავალში დიდი წარმატებები ვუსურვო. აგრეთვე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენს ფანებს, რომელთა დახმარება და ენერგია ჩვენ მომავალშიც ძალიან გამოგვადგება“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა