ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ჩვენი საფიქრალის ნაკრები (I ნაწილი)

ჩვენი საფიქრალის ნაკრები (I ნაწილი)

ემოციებისა და პირადი სიმპათია-ანტიპათიის გარეშე შევაფასოთ ნაკრებსა და მის თავკაცთან დაკავშირებული მოვლენები და მოსაზრებები
2011 წელი საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებით დაიწყო და სავალალოდ დასრულდა, საფეხბურთო ცხოვრება კი გრძელდება - თემურ ქეცბაიას ახალი კონტრაქტი გაუფორმეს და მომავალი შემოდგომიდან 2014 წლის მუნდიალის შესარჩევ ტურნირში ჩავებმებით.

დიდი აჟიოტაჟი და კამათი, რაც ჩვენს ეროვნულ გუნდსა და მის მთავარ მწვრთნელს უკავშირდება, გაისადაც გაგრძელდება და შეკითხვათა დიდ ნაწილს ნაკრების შედეგები უპასუხებს. მანამდე კი, თითოეულ ჩვენგანს შეუძლია მსჯელობა იმის თაობაზე, ვინ რაშია მართალი.

წინასაახალწლო პერიოდში საფეხბურთო ვნებები შედარებით დამცხრალია და, ვფიქრობ, სწორედ ეს პერიოდია ზედგამოჭრილი საიმისოდ, რომ ემოციებისა და პირადი სიმპათია-ანტიპათიის გვერდზე გადადებით შევაფასოთ ყველა ის მოვლენა და მოსაზრება, რაც ბოლო დროს დაგროვდა.

ძველი და ახალი

ქეცბაიას ერთ-ერთი უმთავრესი ღირსება ის არის, რომ გაცილებით გულწრფელია, ვიდრე მისი წინამორბედების აბსოლუტური უმრავლესობა. ამ მხრივ საქართველოს ნაკრების ამჟამინდელ თავკაცს კონკურენციას მხოლოდ ჰოლანდიელი იოჰან ბოსკამპი თუ გაუწევს.

საქართველოს ეროვნული გუნდის სხვა უცხოელი მწვრთნელები კი ისე დაგვემშვიდობნენ, სიტყვა არ დაუძრავთ იმის თაობაზე, თუ რა ხდებოდა გუნდში. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, იყო ლაპარაკი (ზოგის მხრიდან - სერიოზული ეჭვი), რომ კლაუს ტოპმიოლერიც და ექტორ კუპერიც ნაკრების წევრებმა "ჩაშვებული" მატჩით "გააცილეს". მათ რომ მარტო ამის შესახებ მაინც გაეკეთებინათ ღია განცხადება, ქართველი ქომაგის გულებს მცირედით მაინც მოიგებდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, გერმანელმა და არგენტინელმა აუტკივარი თავი არ აიტკიეს - თუნდაც იმიტომ, რომ, შესაძლო იყო, დაფარულის გამჟღავნების შემთხვევაში კუთვნილი ანაზღაურების მიღება გასჯანჯლებოდათ.

ღმერთმა დაიფაროს, ქეცბაია ნაკრებს წინამორბედების მსგავსად დაემშვიდობოს, მაგრამ, თუ მაინც ასე მოხდა, რატომღაც მგონია, რომ ჩვეული პირდაპირობით იტყვის სათქმელს.

თუმცა მედალს მეორე მხარეც აქვს და ქეცბაიას სიტყვების დაჯერება ზოგჯერ ჭირს კიდეც, რაზეც ქვემოთ ვიტყვით.

განვაგრძოთ ქეცბაიასა და მისი გერმანელი წინამორბედის შედარება, კუპერზე მსჯელობას კი, ვფიქრობ, სჯობს, აქვე მოვრჩეთ. არგენტინელმა საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ერთი, ისიც ამხანაგური მატჩი მოაგებინა, მაგრამ ქართველ ქომაგთა უდიდეს ნაწილს მის პატიოსნებაში ეჭვი არ შეჰპარვია - კუპერმა პოსტზე კეთილსინდისიერად იმუშავა, საქართველოში იცხოვრა, ჩვენს ჩემპიონატს დიდი ყურადღებით აკვირდებოდა, არც პიარგანცხადებებით მოგვაბეზრა თავი და არც მისი სატრანსფერო ინტერესების შესახებ გვიეჭვია.

"ფაქტია, ამაზე ძლიერი ჯგუფი იყო ტოპმიოლერის დროს და, ქეცბაიას გუნდის მსგავსად, ჯგუფში 10 ქულა ავიღეთ", - წერს დავით მუჯირი თავის ღია წერილში (იხილეთ სტატია) და ამ მოსაზრებას მხოლოდ ნაწილობრივ დავეთანხმები.

ტოპმიოლერის ნაკრებს მართლაც გაცილებით ძლიერი ჯგუფი შეხვდა, მაგრამ მაშინდელმა ნაკრებმა 10 ქულა 7-გუნდიან ჯგუფში აიღო, ქეცბაიას გუნდმა კი - 6-გუნდიანში. ორივეჯერ ბოლოსწინა ადგილზე გავედით. იმ 10 ქულიდან ტოპმიოლერმა 6 ფარერებთან მოიპოვა და მხოლოდ ერთ ხმაურიან გამარჯვებას მიაღწია - შოტლანდიასთან.

ქეცბაიამ ფარერების მასშტაბის მალტასთან ორივე მატჩი ვერ მოიგო, სამაგიეროდ, სძლია შოტლანდიაზე გაცილებით ძლიერ ხორვატიას და ორივე შეხვედრა არავისთან დაუთმია. ტოპმიოლერმა ორივე მატჩი წააგო ლიტვასთან, რომლის მეზობელ ლატვიასთანაც ქეცბაიამ ოდნავ მეტს, ერთ ქულას მიაღწია. საბერძნეთთან სტუმრად მიღწეული ფრეც ოდნავ უკეთესი შედეგია, ვიდრე ტოპისდროინდელი საშინაო ყაიმი უკრაინასთან.

ახლა თავად შეგიძლიათ იმსჯელოთ, ამ ორიდან რომელმა მწვრთნელმა ჩაატარა უკეთესი ციკლი, თავად განსაჯეთ, მალტასთან ფრე უფრო დიდი სირცხვილია თუ ლიტვასთან ორივე წაგება, ხორვატიის მინიმალურად დამარცხება უფრო დიდი მიღწევაა თუ ფარერული 6:0.

ტოპმიოლერს ჰყავდა უკეთესი შემადგენლობა, ვიდრე ჰყავს ქეცბაიას, სამაგიეროდ, ამ უკანასკნელს ჰყავს ორი საიმედო მეკარე, როცა გერმანელის გუნდმა მეკარის უხეში შეცდომებით არაერთი ქულა დაკარგა. და თავისი მნიშვნელობით რით აღემატება კარგი თავდამსხმელი ან შემტევი ნახევარმცველი დამაჯერებლად მოთამაშე კიპერს? არც არაფრით.

რა მოგვიტანს შედეგს?

სათამაშო სტილზე დავა კი დიდხანს შეიძლება. რასაკვირველია, ქართველ ფეხბურთელებს შეტევის სიყვარული გენეტიკურად მოსდგამთ, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ დღესდღეობით უკანა ხაზში საქმე უკეთ გვაქვს.

მწვრთნელების უმრავლესობა საკუთარი გუნდის ტაქტიკა-სტრატეგიას შემადგენლობიდან გამომდინარე განსაზღვრავს. ილუზიებს თავი დავაღწიოთ და ვაღიაროთ, რომ საქართველოს ნაკრები საშუალოზე დაბალი დონის გუნდია, ასეთები კი უმეტესად "მეორე ნომრად" თამაშს ამჯობინებენ. ვის არ სიამოვნებს სანახაობა, მაგრამ მთავარია ტაბლო და მხოლოდ იმაზე შეიძლება დავა, როგორი სტილი მოგვიტანს უკეთეს შედეგს.

საკითხს ამ კუთხით რომ შევხედოთ, ძალიან გაგვიჭირდება არგუმენტირებული პასუხის გაცემა კითხვაზე - რა რესურსები გვაქვს საიმისოდ, რომ შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ? ჩვენ არ გვყავს მაღალი დონის თავდამსხმელი და გვაქვს შემტევი ტიპის ნახევარმცველების დეფიციტი. გვყავს დავით თარგამაძე, ჯანო ანანიძე და ორი წლის უთამაშებელი ლევან ყენია. თუ რამდენიმე თვეში ყენიაც კარგ ფორმაში იქნება, ანანიძეც მოუმატებს და თარგამაძე, მინიმუმ, დღევანდელ კონდიციებს შეინარჩუნებს, მხოლოდ შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ "პირველი ნომრობა" ძალგვიძს.

დრო და ფული

ტოპმიოლერსა და ქეცბაიას საფეხბურთო გემოვნება და ფეხბურთელებთან და მედიასთან ურთიერთობის სტილი ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავდება, თუმცა მათ ორი რამ აერთიანებთ - საქართველოში გატარებული დრო და გასაიდუმლოებული ხელფასი.

ვფიქრობ, ნაკრების მთავარი მწვრთნელი ქვეყანაში უფრო მეტი ხნით უნდა ჩერდებოდეს, ვიდრე ქეცბაია ჩერდება. თემურმა ერთხელ თქვა, უქმად არც საზღვარგარეთ ვარ და ლეგიონერებს ვაკვირდებიო. ბუნებრივია, ესეც აუცილებელია, მაგრამ ვფიქრობ, ბალანსი აქ ყოფნის სასარგებლოდ შეცვლას საჭიროებს.

"ტოპმიოლერი გავაგდეთ, ცუდი შედეგი ჰქონდაო, ქეცბაიას კი ახალი ოთხწლიანი კონტრაქტი გავუფორმეთ და მომავალ, შედარებით ძლიერ ჯგუფში შედეგს არ ვთხოვთ. სადაა ლოგიკა?!" - ამ შეკითხვასაც მუჯირი სვამს და ისევ სანახევროდ დავეთანხმები. შედეგი მწვრთნელს ყოველთვის მოეთხოვება და ეს შედეგი საქართველოსთვის მაინცდამაინც ფინალურ ეტაპზე გასვლა არ არის, ტოპმიოლერს კი, შეგახსენებთ, ციკლის დასრულების შემდეგ ახალი კონტრაქტი გაუფორმეს, მაგრამ შინ ლატვიასთან და სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიაში განცდილმა სამარცხვინო მარცხებმა დაგვანახა, რომ გერმანელმა გუნდზე ყოველგვარი კონტროლი დაკარგა.

დემოკრატიულ ქვეყნებში საჯარო პირების ანაზღაურებას არ ასაიდუმლოებენ, ჩვენს საფეხბურთო სამყაროში კი ამ თემას ტაბუ ადევს. საქართველოში პრეზიდენტისა და მინისტრების ხელფასები არ არის გასაიდუმლოებული და ყველას აქვს უფლება, იცოდეს, რამდენს უხდიან მისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების თავკაცს - ეს ნამდვილად არ არის ის შემთხვევა, როცა "სხვის ჯიბეში იხედები".

იძულებულნი ვართ, მოარული ხმებით ვიმსჯელოთ, რის მიხედვითაც ქეცბაიას წლიური ხელფასი შვიდნიშნა რიცხვით განისაზღვრება. თუ მართლა ასეა, გვაქვს უფლება ვიკითხოთ - სჭირდება კი საქართველოს დღევანდელ ნაკრებს მაღალანაზღაურებადი სპეციალისტი? ხომ არ შეიძლებოდა, ან უფრო "იაფი" მწვრთნელი მოგვეწვია, ან ამ თანხად სხვა გვეპოვა? სად არის ის ხალხი, ამ თემაზე ხმას რომ არ იღებს, არადა, ახლო წარსულში მწვრთნელისთვის განკუთვნილი ფულის ბავშვთა ფეხბურთში "ჩადებაზე" აპელირებდა? ხომ არ არის ეს ორმაგი სტანდარტი, რომლის თანახმადაც, ქართველს "რაღაც-რაღაცები" არ უნდა შეახსენო, უცხოელი კი, ზუსტად იმავეს გამო, ჯვარს უნდა აცვა?

არავის საქმე არ არის, ტოპმიოლერმა აქ აღებული ფულით ვენახი გააშენა თუ ლას ვეგასში იგრიალა. მას ჩვენგან არაფერი მოუპარავს და ამ ფულზე პასუხი იმას უნდა მოეკითხოს, ვინც კლაუსს მილიონები გადაუხადა და გული არც მის საეჭვო კვალიფიკაციის ძმას, ჰაინცსა და რალფ მინგეს დასწყვიტა. რომელი სულელი იტყვის ასეთ მიმზიდველ წინადადებაზე უარს? თუ უცხოელი ვალდებულია, აქ ნაშოვნი ფული აქვე დახარჯოს და მშობლიური სოფლის ნაცვლად, ვენახი კახეთში გააშენოს?

ასევე არავის ეკითხება, სად წაიღებს ქეცბაია საკუთარ ხელფასს. მის მიერ კვიპროსზე საფეხბურთო აკადემიის გახსნა ქართულ ფეხბურთს არაფერს შესძენს, მაგრამ რატომაა ქეცბაია ვალდებული, რომ ფული ქართულ ბავშვთა ფეხბურთში ჩადოს? საფეხბურთო აკადემია ქველმოქმედება კი არა, ბიზნესია და იქნებ აქაურმა მაგალითებმა ქეცბაია დაარწმუნა, რომ ფეხბურთში ჩადებული ინვესტიცია ქარს მიაქვს?

კრიტიკა და თვითკრიტიკა

ზემოთ მედიასთან და ფეხბურთელებთან ქეცბაიას ურთიერთობა ვახსენეთ და ეს თემაც გავშალოთ.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე მწვავე შეკითხვას გაუღიზიანებლად და, რაც მთავარია, ადეკვატურად უნდა უპასუხოს. თემურს, ჩვენი საფეხბურთო მოღვაწეების აბსოლუტური უმრავლესობისგან განსხვავებით, სიყალბე არ სჩვევია და, თუ საკუთარი შეცდომების ნაწილს მაინც აღიარებს და კითხვის ავტორის მიმართ შეტევაზე არ გადავა, ქომაგთა გულებს აუცილებლად მოიგებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არაერთი გულშემატკივრის კეთილგანწყობას დაკარგავს, რისი ტენდენციაც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ტელეეთერით მისი გამოსვლის შემდეგ ქართულ ინტერნეტ-სივრცეში უკვე შეიმჩნევა.

ქეცბაიამ თავად თქვა, რომ ინგლისსა თუ საბერძნეთში მედია მწვრთნელს "წურავს". კარგია, ეს რომ ახსოვს. საქართველოში, სადაც იგი ფეხბურთელობის დროინდელი ღვაწლის გამო საყოველთაო სიყვარულით სარგებლობს, მის წნეხში მოქცევას არავინ აპირებს, ჩვენ მხოლოდ ის გვინდა, რომ მან საწინააღმდეგო აზრს პატივი სცეს და უფრო მეტად თვითკრიტიკული იყოს, რაც ისევ თავად მას და საერთო საქმეს წაადგება.

დარწმუნებული ვარ, თემურისთვის საქართველოს ნაკრები ბოლო სამუშაო ადგილი არ იქნება და ერთი წუთით წარმოიდგინოს, რომ წლების შემდეგ ინგლისში რომელიმე პრემიერლიგურ კლუბს წვრთნის. ჩვენზე კარგად იცის, რომ იქ მას მედია ერთ გადაბრუნებულ სიტყვასაც არ შეარჩენს და თავბედს აწყევლინებს.

"კიდევ მოვალ გადაცემაში, ოღონდ არავინ დარეკოს", - შესთავაზა ქეცბაიამ გადაცემის წამყვან დავით მინაშვილს. ესეც გამაოგნებელია, რადგან ნაკრების მწვრთნელი ანგარიშვალდებულია ნებისმიერ, თუნდაც ფეხბურთში არცთუ გარკვეულ ქომაგთან და მის თუნდაც არაკომპეტენტურ შეკითხვას კომპეტენტური პასუხი უნდა გასცეს.

"მაგინებენ" - არაერთხელ თქვა ქეცბაიამ ეს სიტყვა, რაშიც, იმედია, არა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობა, არამედ კრიტიკა იგულისხმა. თემურს, რომელიც ნაკრებში ყოველთვის თავდაუზოგავად და ჯიგრით თამაშობდა და ცხოვრების წესიც სამაგალითო ჰქონდა, ქართველებისგან გინება არასდროს დაუმსახურებია და ერთეულების გარდა, არც არავინ ლანძღავს, აი, რაც შეეხება კრიტიკას, ამის უფლება ნებისმიერს აქვს - მასაც, ვისაც "ნიუკასლის" დონის კლუბში არ უთამაშია, მასაც, ვინც საქართველოს ჩემპიონატის დონეს არ გასცდენია და მასაც, ვისაც ფეხბურთი საერთოდ არ უთამაშია.

ასე რომ, ის შეურაცხმყოფელი სიტყვები, რაც ქეცბაიამ მუჯირის მისამართით გამოიყენა, არავითარ ეთიკაში არ ჯდება და მეტისმეტად უარყოფითად აისახება ნაკრების მწვრთნელის იმიჯზე.

არც ის იყო სასიამოვნო, მალხაზ ასათიანზე რომ თქვა, მაგას მოსკოვს იქით წასვლა არ უნდა და მე რა ვქნაო. უმჯობესი იქნება, ნაკრების მთავარი მწვრთნელი იმის ნამდვილი მიზეზით დაინტერესდეს, თუ რატომ აღარ თამაშობს ფეხბურთს ნაკრების ყოფილი ლიდერი.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• gio

ქეცბაია თავისი უხიაგი ხასიათის გამო გამოუშვეს საბერძნეთიდან, თუმცა ეტყობა რომ ჭკუა ვერ ისწავლა. ლიტვასთან უაზრო თამაშს როგორ შეიძლება საუკეთესო მატჩი უწოდო ვერ გამიგია. ვეთანხმები ჯიოჯს, საუკეთესო ვარიანტი გიორგი დევდარიანია.თავმდაბალია, იცის ფეხბურთელებთან მიდგომა და მისი გაწვრთნილი გუნდები მუდამ ჯიგრიან და შედეგიან ფეხბურთს თამაშობენ. აგერ ნახავთ 19 წლიანები ევროპაზე ღირსეულად თუ არ ითამაშებენ.

• lashamax

საგინებლად არ უნდა გაიხადო საქმე, მწვრთნელს პირველ რიგში გათავისებული უნდა ქონდეს ის რომ თავკაცობს ეროვნულ ნაკრებს, რომელსაც მთელი ქართველი ხალხი იმედით და სიყვარულით შესცქერის და არა რომელიმე სოფლის გუნდს. მომიტევოს პატივცემულმა ქეცბაიამ, მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა, ამ პიროვნებამ, ფედერაციის ჩინოვნიკებთან ერთად ნაკრები გაიხადეს ფულის შოვნის კანტორად, დარწმუნებული ვარ რომ ამ ქვეჯგუფში 3 თამაში (ხორვატია-საქართველო: საქართველო-ლატივა და საქართველო-საბერძნეთი) იყო ჩაწყობილი და დიდი ფული მოჭრეს, ხოლო ქართველი გულსემატკივარი ამით გაიხადეს საცინლად.

• jiooj

მე ვფიკრობ რომ დრო კველაფერს დაალაგებს თემური ვაჯკაცი ადამიანია და ერთ დგესაც თუ არ იქნება საქართველოს ნაკრების მწრთვნელი ამასაც ვაჯკაცურად გადაიტანს.რამდენი გვყავს საქართველოში ცარმატებული მწრთვნელი მის გარდა?არც ისე ბევრი.მე პირადად საქართველოს ნაკრების მომავალი ლამაზ ფერებში მხოლოდ ერთადამიანთან ერთად წარმომიდგენია სეიზლება ეხლა ვინმეს გაეცინოს მაგრამ...ეს ადამიანი გიორგი დევდარიანია.კაცი რომელიც ქართული ფეხბურთის ცარმატების საწინდარი გახდება და ტუ ქეცბას მერე გიორგი მოვა ამით კველა მოიგებს ამ ადამიანს არც ვიცნობ მაგრამ სადაც კი იყო კველგან წარმათებით გაართვა თავი და კველგან ისეთ ფეხბურთს ათამაშებდა გუნდს ჩვენ ქართველებს რომ გვიყვარს.ვფიქრობ რომ თემურის შემდეგ აუცილებლად გიორგის უნდა მიეცეს შანსი.ვიღაც იტყვის რომ ძალიან ახალგაზრდაააოოო მაგრამ ეს მინუსი არაა,ნახეთ ვინ წვრთნის სომხეთს ესტონეთს ,,,გავაგრძელო?გავა დრო და ჩემი სიტყვების სიმართლეს დრო დაამტკიცებს.საღმა აზრმაც ხომ ოდესმე უნდა გაიმარჯოს საქართველოში

• Jigaro

Q ქეცბაია რაც უფრო მალე დატოვებს თავის პოსტს მით უფრო შეინარჩუნებს ქართველების სიყვარულს და პატივისცემას, არადა მუდმივად საგინებლად დარჩება მისი საქართველოს ნაკრებში მუშაობის პერიოდი, აქამდელიც და მომავალი 4 წლისაც...დათიქრდით ბატონო თემურ, ნუ დახარბდებით საქართველოს ფედერაციის უაზრობით გასროლილ მილიონებს... ფულს კიდევ იშოვით, ნაკრები დაგვიბრუნეთ, და მომვლელს ვუპოვით როგორმე... მშვიდობით წადით, წინ დაგხვდებათ ეს სიკეთე... არა ხართ თქვენ საქართველოს ნაკრების მწვრთნელობის ღირსი.

• Aleqsa

შედეგი მწვრთნელს ყოველთვის მოეთხოვება და ეს შედეგი საქართველოსთვის მაინცდამაინც ფინალურ ეტაპზე გასვლა არ არის....... ამას როგორ წერ? არ გრცხვენია?

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

"ოქროს ბურთი" როდრის და დემბელეს - მაშ ვინისიუსს რაღა? - რეალი აღშფოთებულია

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება

აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს