ნახევრადსაშუალო წონაში WBO-ის ჩემპიონმა, მსოფლიოს საუკეთესო მოკრივემ, ფილიპინელმა მენი პაკიაომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თითქმის დასრულებულია ამერიკელ ფლოიდ მეივეზერთან მომავალი ბრძოლისთვის მოლაპარაკებები

ნახევრადსაშუალო წონაში WBO-ის ჩემპიონმა, მსოფლიოს საუკეთესო მოკრივემ, ფილიპინელმა მენი პაკიაომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თითქმის დასრულებულია ამერიკელ ფლოიდ მეივეზერთან მომავალი ბრძოლისთვის მოლაპარაკებები. წინასწარი შეთანხმებით, "საუკუნის ბრძოლა" 2012 წლის 5 მაისს უნდა გაიმართოს.

უფრო ადრე, ფილიპინებში გამართულ პრესკონფერენციაზე პაკიაომ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები დაწყებულია. თავის მხრივ, მეივეზერმა საჯაროდ გამოაცხადა, რომ მზად არის შეხვდეს ფილიპინელს 5 მაისს და მენის ბრძოლის კონტრაქტზე ხელის მოწერა შესთავაზა.

"ჩვენ მზად ვართ, - განაცხადა პაკიაომ. - თუ ყველაფერი მოგვარდება, კონტრაქტს ხელს მოვაწერ, ახლა მხოლოდ მომავალი ხელშეკრულების მცირე დეტალებია დასადგენი და მოლაპარაკებები პრაქტიკულად დასრულებული იქნება".

პაკიაომ ისიც განაცხადა, რომ არაფერი აქვს საწინააღმდეგო ბრძოლის მაისში ჩატარებაზე, თუმცა ადრე ფილიპინელის პრომოუტერი ბობ არუმი ამბობდა, რომ მენის ივნისში ერჩივნა რინგზე გასვლა.

ასევე დიდია მომავალ წელს სუპერმძიმეწონაში WBC-ის ჩემპიონის, უკრაინელი ვიტალი კლიჩკოსა და ბრიტანელი დევიდ ჰეის შეხვედრის ალბათობა.

ჰეის მწვრთნელმა და მენეჯერმა ადამ ბუტმა დაადასტურა უკრაინული მხარისგან კონტრაქტის მიღების ფაქტი. ხელშეკრულების თანახმად, ბრძოლის გამართვა მომავალი წლის 3 მარტს დიუსელდორფში იგეგმება.

"ჩვენ მივიღეთ კლიჩკოსთან ბრძოლაზე კონტრაქტი და ახლა, ჩვენი იურისტები განიხილავენ ხელშეკრულების დეტალებს", - ამბობს ბუტი.

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა