ინგლისის რაგბის პროფესიულ ლიგას მიაჩნია, რომ რობ ენდრიუ, ინგლისის ნაკრების მიერ ახალ ზელანდიაში განცდილ ფიასკოში, მწვრთნელზე არანაკლებ დამნაშავეა
ინგლისის რაგბის პროფესიული ლიგის პრეზიდენტმა, იან მეტკლიფმა გუშინ სპეციალურად გამართულ პრეკონფერენციაზე, სანაკრებო კომიტეტის ხელმძღვანელის, რობ ენდრიუს გადაყენების თაობაზე განცხადება გააკეთა.

ლიგას მიაჩნია, რომ წარსულში შესანიშნავი მორაგბე ენდრიუ, ინგლისის ნაკრების მიერ ახალ ზელანდიაში განცდილ ფიასკოში, მწვრთნელზე, მარტინ ჯონსონზე არანაკლებ დამნაშავეა.

ინგლისელები ჯონსონის მემკვიდრეს ეძებენ და საიმისოდ, რომ კიდევ ერთხელ არ დაუშვან საბედისწერო შეცდომა, უნდათ კარგად დაფიქრდნენ და არ ჩქარობენ. ამიტომ, მწვრთნელი, რომელსაც უახლოეს დღეებში დანიშნავენ, დროებითი იქნება და "პომებს" მხოლოდ ექვსი ერის გათამაშებაზე უხელმძღვანელებს. საბოლოო არჩევანს კი ინგლისის რაგბის კავშირი ივნისის ტესტების დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე გააკეთებს.

"ჩვენი მიზანია, შევარჩიოთ საუკეთესოთა შორის საუკეთესო ვარიანტი, რომელსაც ასევე უმაღლესი დონის თანაშემწეები ეყოლება. გვინდა, რომ ის ინგლისელი იყოს, რათა მოთამაშეებთან იოლად გამონახოს საერთო ენა. თუმცა ეს აუცილებელი არაა. მნიშვნელობა არ აქვს რა ეროვნების იქნება. მთავარია, უმაღლესი დონის სპეციალისტი იყოს და ჩვენ მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს. ამიტომ, მწვრთნელს მთელ მსოფლიოში ვეძებთ.

რაც შეეხება სამხრეთაფრიკელ ნიკ მალეტს, ჩვენ მასთან მართლაც გვქონდა სატელეფონო საუბარი, მაგრამ გვითხრა, რომ სამშობლოში გაემგზავრა. მიუხედავად ამისა, ის კანდიდატთა გაფართოებულ სიაში მაინც არის, ამასთან ერთად, გვინდა განვიხილოთ ყველა ის კანდიდატი, რომელიც ინგლისურ კლუბებთან მუშაობენ." - თქვა იან მეტკლიფმა.

ამ განცხედებიდან, შეიძლება დავასკვნათ, რომ "პომების" თავკაცობის ყველაზე რეალური კანდიდატი, ინგლისური კლუბის, "ნორსჰემპთონის" მთავარი მწვრთნელი ჯიმ მალინდერია, რომელმაც გუნდი შარშან "ჰეინეკენის თასის" ფინალში გაიყვანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა