ქართველმა ფეხბურთელმა უკრაინულ "სპორტ-ექსპრესთან", როგორც საფეხბურთო, ისე პირად ცხოვრებაზე, გულახდილად ისაუბრა
უკრაინულ მედიაში საქართველოს ნაკრებისა და "ოლექსანდრიას" ნახევარმცველ, დავით თარგამაძის მომავალზე საუბარი კვლავ არ წყდება. ცოტა ხნის წინ, 22 წლის ქართველი ფეხბურთელის აგენტმა პორტუგალიური "პორტოსა" და კიევის "დინამოს" ვარიანტები ახსენა, რაზეც სჯა-ბაასი ჯერაც გრძელდება - ზოგი ამ ინფორმაციას სარწმუნოდ მიიჩნევს, ზოგი - აგენტის ჩვეულებრივ პიარ-კამპანიად.

ასეა თუ ისე, თარგამაძე ჯერ ისევ "ოლექსანდრიაშია" და თავის საქმეს უმაღლეს დონეზე აკეთებს - ბრწყინვალედ თამაშობს და შთამბეჭდავი გოლები გააქვს.

ჩვენებურთან მორიგი ინტერვიუ უკრანულმა "სპორტ-ექსპრესმა" გამოაქვეყნა, სადაც ჩვენებური როგორც საფეხბურთო, ისე პირად ცხოვრებაზე გულახდილად საუბრობს.

"სპორტ-ექსპრესი": ამ შემოდგომაზე "ოლექსანდრიას" შემტევი ნახევარმცველი, დავით თარგამაძე არაერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. ქართველი ლეგიონერი გულშემატკივრებს არამხოლოდ კიროვაგრადის ოლქის გუნდსა და თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში დამაჯერებელი თამაშით, არამედ სატრანსფერო ბაზარზე მასზე გაჩაღებული ნადირობითაც დაამახსოვრდა.

უკრაინული და უცხოური კლუბების 22 წლის ფეხბურთელით დაინტერესებაზე, სხვადასხვა გამოცემებში გამოქვეყნებული ცნობების მიუხედავად, ის არ დუნდება და თავის ოსტატობას ძველებურად წარმოაჩენს. სწორედ ეს თვისება დაეხმარა თარგამაძეს გასულ ტურში "ზარიასთან" მატჩში მთავარი გმირი გამხდარიყო. ოლექსანდრიელებს ლუგანსკელებთან მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება სწორედ მისმა გოლმა მოუტანა.

- "ზარიას" კარში გატანილი თქვენი გოლი საკმაოდ ეფექტური გამოდგა და დამსახურებულად მოხვდა ჩვენი გამოცემის მიერ შედგენილ მე-18 ტურის ჰიტ-აღლუმში. როგორ იშვა ეს გოლი?

- სწრაფი შეტევის დროს ბურთით მარცხენა ფლანგზე, მეტოქის საჯარიმო მოედნის კუთხესთან აღმოვჩნდი. სწრაფად წავიწიე ცენტრისკენ და ძლიერად დავკარი - სულ ეს იყო. გოლი მართლაც ლამაზი გამოვიდა.

- დაფიქრებულხართ იმაზე, რომ "ოლექსანდრიამ" აქტივში არსებული სამი გამარჯვებიდან ორი სწორედ თქვენი დარტყმის წყალობით მოიპოვა?

- არა, მაგრამ ფეხბურთში ხომ ეს არაა მთავარი? გაცილებით მნიშვნელოვანი მთელი გუნდის გამარჯვებაა და არა - ერთი ფეხბურთელის.

იმავე თამაშში, "ზარიასთან", მეტოქეს კარის აღების სამი ასპროცენტიანი შანსი ჰქონდა, მაგრამ ლუგანსკელებმა მათი გამოყენება ვერ შეძლეს. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ სამი ქულის მოპოვება ჩვენ მოვახერხეთ, რაც ძალიან გვახარებს.

- 15 მატჩში გატანილი 4 გოლი - ეს თქვენთვის ბევრია თუ ცოტა?

- თუკი გავითვალისწინებით, რომ ნახევარდაცვაში ვთამაშობ, ამ მაჩვენებელს დაბალს ვერ დავარქმევთ. ეს სავსებით ნორმალური შედეგია. სხვა საქმეა, რომ შეიძლებოდა უფრო მეტიც გამეტანა, ყველა მატჩში რომ მიმეღო მონაწილეობა. სამწუხაროდ, ოთხი შეხვედრის გამოტოვება საქართველოს ნაკრებში თამაშისას მიღებული ტრავმის გამო მომიხდა.

- გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ შარანი მოედანზე იმპროვიზაციის ნებას თუ გრთავთ?

- საერთოდ, ჩემი როლი ნახევარდაცვის ფრთაზე გარჯაა - შემიძლია როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა ფლანგზე თამაში, თუმცა, ჩვენი გუნდის მწვრთნელი მრთავს ნებას, ვითარების გათვალისწინებით, იმპროვიზაციებს მივმართო და თავდასხმაში ჩავერთო.

- თქვენი ფუნქციები "ოლექსანდრიასა" და საქართველოს ნაკრებში განსხვავებულია?

- თითქმის იდენტურია, ოღონდ, ეროვნულ გუნდში ძირითადად მარჯვენა ფლანგზე ვირჯები.

- ნაკრებში ჩატარებული თამაშებიდან თქვენთვის ყველაზე ძვირფასი რომელია?

- ევრო 2012-ის შესარჩევი ციკლის მატჩი საბერძნეთთან. საკუთარ კედლებში ვთამაშობდით, მე-18-ე წუთზე შევაგდე და კარგა ხანს ანგარიშშიც წინ ვიყავით. იმ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თითქოს ყველაფერი გააკეთა გამარჯვებისთვის, მაგრამ ბოლო ათ წუთში გაშვებულმა ორმა გოლმა ყველაფერი წყალში ჩაგვიყარა. ამასთან, სწორედ ბერძნებთან თამაშის დროს მივიღე ის საბედისწერო ტრავმა.

- ახლა როგორ გრძნობთ თავს?

- არა მიშავს, თუმცა ასი პროცენტით მზად ჯერ კიდევ არ ვარ, რადგან ტრავმის გამო ლამის ერთი თვე გამიცდა. ოპტიმალურ ფორმას, სავარაუდოდ, ორ კვირაში დავუბრუნდები.

- მთელი ათი ტურის განმავლობაში თქვენ გუნდს გამარჯვების სახარული არ ჰქონდა განცდილი. რითი იყო გამოწვეული ეს წარუმატებელი სერია?

- როგორც ჩანს, რაღაც ვერ შევძელით, რაღაც დავაკელით. ვფიქრობ, გუნდს გამოცდილებაც არ ჰქოფნიდა.

- თანაგუნდელთაგან ვისთან მეგობრობთ?

- ამჟამინდელ "ოლექსანდრიაში" ბრწყინვალე კოლექტივია და ამიტომ ვიტყვი, რომ ყველასთან! ჩვენ ერთად შეკრული, მეგობრული გუნდი ვართ!

- ქალაქ ოლექსანდრიაში თავს როგორ გრძნობთ?

- ამ მხრივ პრობლემა არ მაქვს. ეს ქალაქი კარგად ვიცი.

- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

- უქმეებზე კიევში ან დნეპროპეტროვსკში მივემგზავრები, სადაც მეგობრები მყავს. ერთად ვიკრიბებით და დროს ვატარებთ. სხვა დღეებში კი კლუბის ბაზაზე ვარჯიშის შემდეგ დასვენებას შინ ვამჯობინებ.

- ოლექსანდრიას ქუჩებში გცნობენ?

- დიახ. როცა მხვდებიან, ავტოგრაფებს მთხოვენ ან ჩემთან სამახსოვრო ფოტოსურათებს იღებენ. ძალიან სასიამოვნოა ადამიანებისგან ყურადღება, ამიტომ მათ უარს არასდროს ვეუბნები.

- იცით, რომ ოლექსანდრიას საფეხბურთო წრეებში პატარძლების ქალაქს უწოდებენ?

- არა, აქამდე ამის შესახებ არაფერი მსმენია.

- მოგწონთ უკრანიელი გოგონები?

- დიახ!

- ბოლო დროს, თქვენი, როგორც სასურველი სასიძოს შანსი, შესამჩნევად გაიზარდა. ხომ არ გამორიცხავთ უკრაინელ ასულზე დაქორწინებას, როგორც ეს ბოლო დროს ლეგიონერი ფეხბურთელებისთვის მოდურად იქცა?

- ცხოვრება გვიჩვენებს. თუკი ღირსეულ ადამიანს შევხვდები, წინააღმდეგი ნამდვილად არ ვიქნები. თუმცა, ვაღიარებ, ცოლის მოყვანა ჩემს უახლოეს გეგმებში არ შედის. ვფიქრობ, დაქორწინება ჩემთვის ჯერ ადრეა.

- მაგრამ, უკრაინელი მეგობარი გოგონა ხომ გყავთ?

- რა თქმა უნდა!

- შეკითხვა, რომელსაც თანაქალაქელები ბოლო დროს ყველაზე ხშირად გისვამენ.

- წავალ ამ ზამთარს გუნდიდან, თუ დავრჩები.

- და რას პასუხობთ?

- ამ თემაზე რაიმეს თქმა მიჭირს, მითუმეტეს, მიძნელდება დაპირებების მიცემა. ახლა "ოლექსანდრიასთან" მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს, მომავალში კი რა იქნება, არ ვიცი.

- "ოლექსანდრიას" დატოვების შემთხვევაში, რომელ ევროპულ გუნდში ისურვებდით თამაშს?

- ძნელი სათქმელია. ამაზე არცკი მიფიქრია. ჩემი ამოცანა - ამჟამინდელ კლუბში ვარჯიში და თამაშია, შემდეგ კი ვნახოთ...

- გერმანიაში, სადაც უკვე გითამაშიათ "ფრაიბურგში", უკან არ გიხმობენ?

- ამაზე საუბარი არაა. თუმცა, ფრაიბურგიდან ხშირად მიკავშირდებიან - როგორც მეგობრები, ისე ნაცნობები საფეხბურთო სამყაროდან. სასიამოვნო იყო, როცა ბევრმა მათგანმა საბერძნეთთან მატჩის შემდეგ დამირეკა და ნაკრებში გოლის გატანა მომილოცა.

- "ტრანსფერმარკეტის" საიტზე თქვენი ფასი 350 000 ევროა. არ ფიქრობთ, რომ ეს ძალიან დაბალია?

- ის ყოველწელს იცვლება. აი, ნახავთ, ახალი წლის შემდეგ სულ სხვა ფასი ეწერება.

- როგორ რეაგირებთ თქვენით სხვადასხვა კლუბების დაინტერესებაზე?

- რა დასამალია, ეს ძალიან მახარებს. თუკი რომელიმე კლუბიდან დაინტერესება იქნება, ამას რა სჯობს?! ჩემთვის, როგორც ფეხბურთელისთვის, ეს სერიოზული სტიმულია.

- თქვენ შესაძლო ვარიანტებს შორის არამხოლოდ "პორტო", ინგლისური და რუსული კლუბებია, სახელდება კიევის "დინამოც".

- დიახ, ამის შესახებ ჩემი აგენტისგან ვიცი, თუმცა წინასწარ რაიმეს თქმას აზრი არ აქვს. მოდით, ცოტაც დავიცადოთ და გავიგებთ, რა და როგორ იქნება.

"კვარაცხელია გამონაკლისს წარმოადგენს" - RMC Sport-ი ვარაუდობს, რომელ პოზიციაზე ითამაშებს დღეს ხვიჩა
"მიქაუტაძესთან დაკავშირებით საშიშროება არსებობდა" - "სიტისთან" მატჩამდე მარსელინომ ქართველზე ისაუბრა
ტაბატაძის ერთი ტაიმი - "კადისი" სახლში "ბურგოსთან" დამარცხდა
ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი
პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა
პსჟ-ში ტრავმირებულები ბრუნდებიან - დემბელესა და მარკინიოსს "ლევერკუზენთან" თამაში შეეძლებათ
აბუაშვილის და წიტაიშვილის "მეცმა" მორიგი მარცხი განიცადა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში?
[VIDEO] გამორჩეული დაპირისპირება მოულოდნელი გმირით - მამარდაშვილის "ლივერპული" სახლში "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე