ის უფრო ეფექტურია, ვიდრე მარიო გომესი
ბერლინელებს ახალი გმირი ჰყავთ - „ჰერტას“ ახალგაზრდა თავდამსხმელი პიერ-მიშელ ლასოგა. ის ძალიან ჰგავს ლისანდრო ლოპესს, მხოლოდ 19 წლისაა და პირველ ბუნდესლიგაში მხოლოდ 12 მატჩი აქვს ჩატარებული, მაგრამ გოლები გააქვს და თანაც ისე, თითქოს დიდი ხანია, ამ საქმით იყოს დაკავებული.

მის ანგარიშზე ამ სეზონში უკვე 6 გოლია და მართალია, ეს არ არის გადასარევი შედეგი, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ლასოგა „ჰერტაში“ თამაშობს და არა ვთქვათ მიუნხენის „ბაიერნში“. ერთ-ერთი სტატისტიკური მაჩვენებლის მიხედვით კი, ლასოგა სულაც „ბაიერნის“ გოლეადორ მარიო გომესს ჯობნის!

სუპერმარიოს ანგარიშზე 13 გოლია, მაგრამ მას ამ 13 გოლის გასატანად გაცილებით მეტი მცდელობა დასჭირდა, ვიდრე ლასოგას თავისი 6 გოლისთვის, მეტი სიზუსტისთვის: გომესს ერთი გოლის გასატანად საშუალოდ 3.62 დარტყმა სჭირდება, ლასოგას კი მხოლოდ 2.67 დარტყმა. ამ მხრივ, ბერლინელზე უკეთესი შედეგები ბუნდესლიგაში მხოლოდ შალკელ კლაას-იან ჰუნტელაარს (2.58) და ჰანოვერელ მოჰამედ აბდელაუს (2.38) აქვთ.

„საქმეები ძალიან კარგად წამივიდა, მაგრამ ეიფორიაში არ ვვარდები. უბრალოდ, მოედანზე გავდივარ და ფეხბურთს ვთამაშობ. ზოგადად თავს არ ვიწნეხავ იმაზე ფიქრით, რომ ამდენი და ამდენი გოლი უნდა გავიტანო. ვფიქრობ, ამიტომაც გამაქვს გოლები,“ - აცხადებს ლევან კობიაშვილის თანაგუნდელი ლასოგა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა