კრივში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ჯერალდ მაკლელანმა, რომელმაც რინგზე მიღებული ტრავმების გამო მხედველობა დაკარგა, თავისი საჩემპიონო ქამარი გასაყიდად გამოიტანა
კრივში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ჯერალდ მაკლელანმა, რომელმაც რინგზე მიღებული ტრავმების გამო მხედველობა დაკარგა, თავისი საჩემპიონო ქამარი გასაყიდად გამოიტანა. მაკლელანის ოჯახმა ეს ნაბიჯი იმის გამო გადადგა, რომ არ გააჩნია მოკრივის მოვლისთვის საჭირო თანხა.

44 წლის ამერიკელი WBO-სა და WBC-ის ვერსიებით იყო მსოფლიოს ჩემპიონი 72-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. აუქციონზე WBC-ის ქამარს გაიტანენ.

ამერიკელმა მაკლელანმა მძიმე ტრავმები თანამემამულე ნაიჯელ ბენთან ბრძოლაში მიიღო, რომელიც 1995 წლის 25 თებერვალს გაიმართა. პირველ რაუნდში ჯერალდმა ნოკდაუნში ჩააგდო მოწინააღმდეგე, თანაც ეს უკანასკნელი რინგის მიღმა გადავარდა. ბენმა ბრძოლა გააგრძელა და მერვე რაუნდში ისევ ნოკდაუნში აღმოჩნდა, თუმცა ამჯერადაც შეძლო შეხვედრის გაგრძელება.

მეცხრე რაუნდში მაკლელანმა რამდენიმე მძიმე დარტყმა გაატარა და ორჯერ ცალ მუხლზე დაიჩოქა. მეორე შემთხვევაში მან ვერ შეძლო ათ თვლაზე წამოდგომა, ცოტა ხანში კი თავის კუთხეში გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა მის ტვინში შედედებული სისხლი აღმოაჩინეს და ოპერაცია გაუკეთეს. სპორტსმენი 11 დღე კომაში იმყოფებოდა.

ახლა, მაკლელანი ვერ ხედავს, სმენადობის 80 პროცენტი დაკარგა, თითქმის ვერ დადის, ლაპარაკი უჭირს და მეხსიერების სერიოზული პრობლემები აქვს.

მაკლელანმა პროფესიულ რინგზე 34 ბრძოლა ჩაატარა, 31 მოიგო (29 ნოკაუტით) და სამჯერ დამარცხდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა