საქართველოს ნაკრებისა და ბერძნული "პანიონისის" 31 წლის მცველს კვიპროსის უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ ლიდერ კლუბში იწვევევნ
საქართველოს ნაკრების 31 წლის მცველ დავით კვირკველიას კვიპროსის უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ ლიდერ კლუბში იწვევევნ.

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კვირკველია საბერძნეთის სუპერლიგის "პანიონიოსის" დატოვებას აპირებდა, ნოემბრის დასაწყისში სანაკრებო შეკრებაზე ჩამოსულმა ფეხბურთელმა თავად დაგვიდასტურა. მიზეზი ეკონომიკური კრიზისია, რომელმაც საბერძნეთი ცხოვრების ჩვეული კალაპოტიდან ამოაგდო და, ცხადია, ეს ფეხბურთსაც შეეხო.

"საბერძნეთში მდგომარეობა თანდათან უარესდება, რაც აბსოლუტურად ყველა სფეროს დაეტყო. კრიზისმა კლუბებიც აზარალა, მათ შორის, "პანიონიოსიც". უკვე მეორე თვეა, ხელმძღვანელობა ხელფასებს ვერ ისტუმრებს და ჯერჯერობით დამაიმედებელიც არაფერი ისმის.

დეკემბრამდე კლუბში დავრჩები, მაგრამ მერე ჩვენს ურთიერთობას გადავხედავ. ასეთ ვითარებაში დარჩენა შეუძლებელია, მაგრამ არის ინფორმაცია, რომ კლუბის შესყიდვა ძლიერ ბიზნესჯგუფს სურს. ამიტომ არ ვჩქარაობ, ვითარება გაირკვევა და მეც ამის შესაფერისად მოვიქცევი", - გვითხრა მაშინ კვირკველიამ და არც ის დაუმალავს, რომ სხვა ქვეყანაში სიამოვნებით ითამაშებდა.

მაგრამ მაშინ დავითს კონკრეტული მიწვევა არ ჰქონდა, ახლა კი კვიპროსული ვარიანტი გამოუჩნდა. კვირკველიას საქართველოს ნაკრებში, რუსეთისა და უკრაინის ჩემპიონატებში თამაშის გვარიანი გამოცდილება აქვს, ასე რომ, წესით, უგუნდოდ არ უნდა დარჩეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა