31 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით შანხაი მშვილდოსანთა მსოფლიოს თასის სერიის რიგით მეოთხე, დასკვნით ტურნირს უმასპინძლებს და ამით სეზონის ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეჯიბრებაც დასრულდება...

31 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით შანხაი მშვილდოსანთა მსოფლიოს თასის სერიის რიგით მეოთხე, დასკვნით ტურნირს უმასპინძლებს და ამით სეზონის ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეჯიბრებაც დასრულდება. ჩინეთში საქართველოდან კვლავაც მხოლოდ ქალთა ნაკრები იასპარეზებს - ვაჟების წაყვანა და მათზე ფულის ხარჯვა ისევ და ისევ ძალზე დაბალი შედეგების გამო ახლაც უშედეგო საქმედ მიიჩნიეს. სამაგიეროდ, ქალთა გუნდი ამჯერად ერთით მეტი მონაწილით იქნება წარმოდგენილი, ვიდრე აგვისტოს დასაწყისში ამერიკულ ოგდენში. შეგახსენებთ, რომ იქ ხათუნა ნარიმანიძემ, ქრისტინე ესებუამ და ასმათ დიასამიძემ მოზიდეს მშვილდები, ამ ტრიოს კი ჩინეთში ნარიმანიძის პირადი მოსწავლე, ხელვაჩაურელი ნათია ცინცაძე დაემატება და კვარტეტად იქცევა.

ჩვენი მშვილდოსნები შეჯიბრებისთვის ბათუმში ემზადებიან, შანხაიში კი 28 აგვისტოს გაფრინდებიან. 31-ში ოფიციალური ვარჯიშია, 1-ელ სექტემბერს კი საკვალიფიკაციო ტურნირი გაიმართება. 2-ში პლეი ოფებია პირად პირველობაში და იმავე დღეს ფინალისტები გამოვლინდებიან. 3-ში პლეი ოფები უკვე გუნდურ შეჯიბრებაშია და საქმე იქაც ფინალამდე მივა, ტურნირის დასკვნით დღეს - 4 სექტემბერს კი გაიმართება ფინალური შეხვედრები ოქროსა და ბრინჯაოს მედლებისთვის როგორც პირადში, ასევე გუნდურში და შერეულ წყვილებში. მედალოსანთა ვინაობასაც იმ დღეს გავიგებთ.

ამით ჩვენი ნაკრები წლევანდელი სეზონის ძირითად ნაწილსაც დაასრულებს. უფრო სწორად, საერთაშორისო კალენდრით გათვალისწინებული უმთავრესი შეჯიბრებები მთავრდება, ჩვენები კი ადგილობრივ ტურნირებში ან სამეზობლოში გამართულ შეჯიბრებებში მოსინჯავენ ძალებს. მათთვის მთავარი მაინც მომავალი სეზონია, რადგან 2-10 ივლისს ტურინი სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. ადრეც გაცნობეთ, რომ ამჯერად ლონდონის ოლიმპიადის საგზურები საკმაოდ განსხვავებული სისტემით გაიცემა. თუ ადრე აქცენტი ძირითადად პირად პირველობაზე კეთდებოდა - ჯერ პლეი ოფში გასული 64-ვე მონაწილე იღებდა მას, მერე - 44, ამჯერად მთავარი ყურადღება გუნდურ პირველობაზე გადადის - მსოფლიოს პირველობის რვა საუკეთესო გუნდის ყველა წევრი მიიღებს ლონდონში გამოსვლის უფლებას. თუ ამ რვა გუნდს შორის ოლიმპიადის მასპინძელი ბრიტანელებიც მოხვდნენ (რომლებსაც ლიცენზიები ავტომატურად ეძლევათ), მაშინ მეცხრე-მეთექვსმეტე ადგილებზე გასულებისთვის ცალკე ტურნირი ჩატარდება. სწორედ მისი გამარჯვებული იქნება ის მერვე გუნდი, რომელიც ასევე მიიღებს ლონდონში ასპარეზობის ნებას. საგზურების გარკვეული რაოდენობა გაისად სხვა ტურნირებზეც გაიცემა და 2012 წელსაც, მაგრამ ძირითადი მასა მაინც ტურინში დარიგდება. ამიტომ მსოფლიოს პირველობა ორმაგ დატვირთვას იძენს. იმედია, საგაისო სეზონი ჩვენი მშვილდოსნობისთვისაც გარდამტეხი იქნება, რადგან ძირეული რეფორმები იგეგმება - კორეელი მწვრთნელ-კონსულტანტისა და პოლონელი ფსიქოლოგის ჩამოყვანა. ორივე სპეციალისტი ნამდვილად საჭიროა გუნდში და, იმედია, წაადგებიან კიდეც ნაკრებს.

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა