ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ბელა ხოტენაშვილი - დედობის სიხარული და თამაშის მოწყურება

ბელა ხოტენაშვილი - დედობის სიხარული და თამაშის მოწყურება

თურქეთში, მოჭადრაკე ქალთა გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენი გუნდის ღირსებას ბელაც დაიცავს
თურქულ მარდინში 17 დეკემბერს დაიწყება და ახალ წლამდე სამი დღით ადრე დასრულდება მოჭადრაკე ქალთა გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც 10 ქვეყნის საუკეთესო ნაკრები გუნდები იბრძოლებენ საპრიზო ადგილებისთვის.

ფავორიტთა შორისაა საქართველოს გუნდიც, რომლის ღირსებას დიდოსტატი ბელა ხოტენაშვილიც დაიცავს. 2497 პუნქტით ის მსოფლიოს რეიტინგში მეთვრამეტე-მეცხრამეტე ადგილებს იყოფს.

16-წლიანებში მსოფლიოს ჩემპიონმა თანატოლთა შორის მსოფლიოს და ევროპის პირველობებზე რამდენჯერმე საპრიზო ადგილებიც დაიკავა. 2009 წელს პირველად მიიწვიეს ეროვნულ გუნდში და ევროპის ქალთა გუნდურ ჩემპიონატზე მეორე იყო, მეოთხე დაფაზეც ვერცხლის მედალი დაიმსახურა, შარშან ხანტი-მანსიისკში მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე მესამე ადგილი დაიკავა, ასევე მესამე იყო მეოთხე დაფაზე და, რაც მთავარია, ჭადრაკის სამყაროს კარგი თამაშით დაამახსოვრა თავი.

ქართველი დიდოსტატისთვის ყველაზე წარმატებული და საბედნიერო წლევანდელი სეზონი აღმოჩნდა... თუმცა, თავად ბელას მოვუსმინოთ:

- ცხოვრებაში ყველაზე დიდი სიხარული წლეულს განვიცადე - დედა გავხდი, 16 ოქტომბერს ქალიშვილი შემეძინა, მარიამი (ბელა ხოტენაშვილი საერთაშორისო ოსტატ მალხაზ სულაშვილის მეუღლეა). აბა, ამაზე დიდი ჯილდო რა უნდა მრგებოდა?!

თუმცა, არც ჭადრაკში მქონია ურიგო შედეგები. იანვარში ქალთა ეროვნულ ჩემპიონატში მაია ლომინეიშვილთან ერთად პირველი-მეორე ადგილები გავიყავი, უარესი კოეფიციენტით ვერცხლის მედალი მხვდა, მერე საფრანგეთში "კაპელა ლა გრანდეს" საერთაშორისო ტურნირზე ქალთა შორის პირველი ვიყავი.

მაისში ევროპის ქალთა ჩემპიონატს თბილისმა უმასპინძლა. იქაც მოვსინჯე ძალები. კარგი სტარტი ავიღე. სამწუხაროდ, ერთმა შეხვედრამ გადაწყვიტა ჩემი სატურნირო მდგომარეობა - შეჯიბრების დამთავრებამდე ოთხი ტურით ადრე ლიტველ ვიქტორია ჩმილიტეს შევხვდი. შუა თამაშში ისეთ უპირატესობას მივაღწიე, რომ მოგება არ უნდა გამჭირვებოდა, მაგრამ ენდშპილში შეცდომა დავუშვი და საბოლოოდ ნახევარ ქულას გამოვრჩი. ეტყობა, ამ დანაკარგმა მდგომარეობიდან გამომიყვანა - თავს ვერ მოვერიე და მეორე დღეს უკრაინელ კატერინა ლახნოს, ფაქტობრივად, უბრძოლველად დავნებდი. ბოლო ორ პაექრობაში მსოფლიოს ათეულის წევრებთან - რუს ტატიანა კოსინცევასთან და სლოვენიელ ანა მუზიჩუკთან ყაიმს მივაღწიე და საბოლოოდ მე-5 ადგილზე გავედი.

მართალია, ეს ურიგო შედეგი არ არის, მაგრამ გული მაინც დამწყდა, რადგან საუკეთესო სამეულში მოხვედრის შანსი ხელიდან გავუშვი.

- თითქმის ხუთთვიანი უქმობის შემდეგ ისევ მოგიწვიეს ნაკრებში. ამ ფაქტის შესახებ რას იტყვი?

- უპირველესად, დიდი მადლობა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და ეროვნული გუნდის ხელმძღვანელებს, რომლებიც მენდვნენ და ისევ მიმიწვიეს ნაკრებში.

მართალია, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში შეჯიბრებებზე არ გამოვსულვარ, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ორკვირიანი პაუზა მქონდა, დანარჩენი პერიოდი ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი ნაკრების მწვრთნელ ზურაბ სტურუასთან, შინ პარტიების გარჩევაში მეუღლეც მეხმარებოდა.

ერთ თვეზე მეტია, ინტენსიურად ვემზადები. თურქეთში გამგზავრებამდე სათამაშო პრაქტიკის მისაღებად რამდენიმე პარტიას დიდოსტატ დავით ჯოჯუასთან ვითამაშებ.

თურქეთში უძლიერეს გუნდებთან მოგვიწევს თამაში ჩინეთთან, რუსეთთან და უკრაინასთან ერთად ფავორიტად ჩვენც მიგვიჩნევენ. მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატებზე მედლები არასდროს მოგვიპოვებია. აუცილებლად შევეცდებით, ნავსი გავტეხოთ. თამაშს მოწყურებული ვარ და ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ ჩვენი ჭადრაკის მესვეურთა და გუნდის წევრების იმედები გავამართლო.

ავტორის ფოტო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• kopala

გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ ბელა,სიხარულის და წარმატების წელი ყოფილიყოს შენთვის და შენი ლამაზი ოჯახისთვის.მრავალჟამიერ!!!

• nino

წარმატებული ყოფილოყოს მომავალი წელი შენთვის და შენი ლამაზი ოჯახისთვის.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა