4 დეკემბერს, მიუნხენთან მდებარე პატარა ქალაქ ფრეისინგში ევროპის 2013 წლის ჩემპიოანტის შესარჩევი ტურნირის წილისყრა გაიმართება
4 დეკემბერს, კვირას, მიუნხენთან მდებარე პატარა ქალაქ ფრეისინგში ფიბა-ევროპის ხელმძღვანელები ფედერაციების წარმომადგენლებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრას მოაწყობენ.

ღონისძიება თბილისის დროით 13:45 საათზე დაიწყება, თუმცა ჩვენი ეროვნული ნაკრების მეტოქეების ვინაობის გასაგებად მოცდა მოგვიწევს, რადგან ჯერ ევროპის სამი ასაკობრივი ჩემპიონატის (16, 18 და 20-წლამდელები) მონაწილები უნდა დანაწილდნენ ჯგუფებში.

ვინ?

დავუბრუნდეთ მთავარ ნაკრებს. წილისყრისთვის 31 ევროპული გუნდი კალათებში ორი კვირის წინათ დაახარისხეს. საქართველოს ნაკრები ევრობასკეტი 2011-ზე ნაჩვენები შედეგის მიხედვით პირველ კალათაში ევროპული კალათბურთის გრანდებთან მოხვდა.

I კალათა: სერბეთი, თურქეთი, გერმანია, ფინეთი, საქართველო, ხორვატია.

II კალათა: უკრაინა, ბულგარეთი, პოლონეთი, ბოსნია, ისრაელი, იტალია.

III კალათა: ჩერნოგორია, ლატვია, ბელგია, პორტუგალია, უნგრეთი, შვედეთი.

IV კალათა: ჩეხეთი, ესტონეთი, ჰოლანდია, შვეიცარია, ავსტრია, აზერბაიჯანი.

V კალათა: ბელარუსი, სლოვაკეთი, რუმინეთი, ალბანეთი, ლუქსემბურგი, კვიპროსი.

VI კალათა: ისლანდია.

როგორ?

ალბათ, უკვე მიხვდით, როგორ განაწილდება გუნდები: შეიქმნება ხუთგუნდიანი ხუთი და ექვსგუნდიანი ერთი ჯგუფი (რომელშიც მეექვსე ისლანდია იქნება). იმის გათვალისწინებით, რომ შესარჩევი მატჩები თვეზე ნაკლებ დროში უნდა ჩატარდეს, ქართველთათვის სასურველია ხუთგუნდიან ჯგუფში მოხვედრა. გარდა ამისა, ალბათ, არავის სურს ისლანდიასთან შეხვედრა და 2007 წლის ამბების გახსენება.

თითო ქვეჯგუფიდან სლოვენიაში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საგზურს პირველ-მეორე ადგილზე გასულები და საუკეთესო ოთხი მესამეადგილოსანი მიიღებს. ეს იმას ნიშნავს, რომ 2012 წლის აგვისტო-სექტემბერში გასამართი შესარჩევი ეტაპიდან 2013 წლის ევრობასკეტის ლიცენზიას 16 ნაკრები მიიღებს. სულ კი ფინალურ ეტაპზე 24 მონაწილეა.

შესარჩევმოვლილ თექვსმეტეულს დაემატება 8 ტოპ-გუნდი, რომლებმაც ევროპის 2011 წლის პირველობაზე საუკეთესო შედეგები უჩვენეს: ევროპის ჩემპიონი ესპანეთი და ფინალისტი საფრანგეთი ლონდონის ოლიმპიადაზე დამატებითი მატჩების გარეშე მოხვდნენ. ასევე გარანტირებული აქვთ ლონდონში თამაში სლოვენიას (2013 წლის ევრობასკეტის მასპინძელს) და დიდ ბრიტანეთს (ოლიმპიადის მასპინძელს). 2012 წლის ივლისში გასამართ ოლიმპიადის საკვალიფილაციო ტურნირზე ოთხი ევროპული ქვეყანა იასპარეზებს: რუსეთი, მაკედონია, ლიტვა და საბერძნეთი. ყველა, ვინც ოლიმპიურ ბატალიებშია ჩაბმული, ავტომატურად მიიღებს ევრობასკეტი-2013-ზე თამაშის უფლებას.

როდის?

ჯერ წილისყრა არ ჩატარებულა, მაგრამ უკვე ცნობილია მატჩების გამართვის თარიღი. ევროშესარჩევი 15 აგვისტოს დაიწყება და 11 სექტემბერს დასრულდება. მატჩები სამ დღეში ერთხელ ჩატარდება.

აქვე ჩამოგითვლით თამაშების გამართვის ზუსტ რიცხვებს: 15, 18, 21, 24, 27, 30 აგვისტო, 2, 5, 8, 11 სექტემბერი.

ამის თქმას შემდეგაც მოვასწრებთ, მაგრამ ახლაც დავწერთ: 2013 წლის ევრობასკეტი სლოვენიაში 4 სექტემბერს დაიწყება და 22-ში დასრულდება.

ახალგაზრდობა

ევრო-2013-ის წილისყრამდე ქართველი ახალგაზრდების, ჭაბუკებისა და კადეტების მეტოქეთა ვინაობა გაირკვევა. შეგახსენებთ, რომ ამა წლის ზაფხულს ჩვენმა 20-წლამდელებმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს და მომავალი წლის 12-22 ივლისს საუკეთესო გუნდებს შორის მოუწევთ საქართველოს ღირსების დაცვა. შეჯიბრებას სლოვენია უმასპინძლებს.

ჩვენი 18-წლამდელები B დივიზიონში (იგივეა, რაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი) ითამაშებენ. მატჩები 9-19 აგვისტოს ბოსნიაში ჩატარდება.

ასევე მეორე დივიზიონში არიან ქართველი 16-წლამდელები, რომლებსაც რუმინეთში მოუწევთ თამაში. კადეტთა შორის B დივიზიონის მატჩები 19-29 ივლისს ჩატარდება.

გუშინ გვიან ღამით წილისყრაზე დასასწრებად საქართველოდან სამკაციანი დელეგაცია გაემგზავრა: კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი, გენერალური მდივანი მერაბ რატიშვილი და საქართველოს სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი სამყურაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Giorgipirweli
მაგ ქალაქს ფრეისინგი კი არა ფრაიზინგი ქვია და სანამ რამეს დაწერთ, კარგი იქნება თუ ვინმეს კითხავთ
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა