წელს რუსულ პრემიერლიგაში ოცამდე ქართველი თამაშობდა: ვინ მუდამ ძირითადში იყო, ვის - დუბლებში ასპარეზობა უწევდა
წელს რუსულ პრემიერლიგაში ოცამდე ქართველი თამაშობდა: ვინ მუდამ ძირითადში იყო, ვის - დუბლებში ასპარეზობა უწევდა.

(დასასრული. იხილეთ დასაწყისი)

მეკარე გვყავდა!

დრო იყო, რუსულ პრემიერლიგაში ყველაზე "ქართულ გუნდად" მოსკოვის "ლოკომოტივი" მიიჩნეოდა (ვლადიკავკაზის "ალანიას" მსგავსად); თუმცა ეს უფრო იმ დროს იყო, როცა რკინიგზელთა გუნდის მთავარ მწვრთნელად იური სიომინი მუშაობდა და ზაზა ჯანაშიას, მალხაზ ასათიანის, გიორგი დემეტრაძისა თუ მიხეილ აშვეთიას თავიანთი საფეხბურთო შესაძლებლობების წარმოჩენაში ხელს უწყობდა.

სამწუხაროდ, ამ სეზონში "ლოკომოტივში" არც ერთი ქართველი აღარ თამაშობს; სამაგიეროდ, ამ გუნდის დუბლშემადგენლობაში სადებიუტო სეზონს ატარებს 18 წლის მცველი სანდრო ცვეიბა, - თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელის, ახრიკ ცვეიბას ვაჟი...

ჩემპიონატის დაწყების წინ ბევრი მიიჩნევდა, რომ დაღესტნელი მილიარდელის, სულეიმან ქერიმოვის არნახული ხელგაშლილობით დაფინანსებული "ანჟი" ჩემპიონობისთვის იბრძოლებდა; თუმცა ვიდრე გუნდის ცნობილი ახალწვეულები ერთმანეთში შეთამაშდებოდნენ, კონკურენტები წინ გაიჭრნენ და მახაჩყალელთა კლუბის ერთადერთი მიზანი, ალბათ, ევროტურნირების საგზურის მოპოვება იქნება.

ამ გუნდის "ცნობად" სახეებზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ, ამჟამად კი რუსულ მედიაში გაცხოველებული კამათი მიმდინარეობს იმის თაობაზე, თუ ვის ჩააბარებენ რობერტო კარლოსისა და სამუელ ეტოს გუნდს; მარჩელო ლიპი, ფაბიო კაპელო, გუუს ჰიდინკი, - აი, ის არასრული ჩამონათვალი იმ სპეციალისტებისა, "ანჟის" მწვრთნელობას რომ უწინასწარმეტყველებენ.

ისიც რთული სათქმელია, გამოჩნდება თუ არა გუნდის ძირითადში რომელიმე ქართველი ფეხბურთელი: 19 წლის ფორვარდი გიორგი ილურიძე ჯერჯერობით დუბლებში ასპარეზობს (19 მატჩი, 4 გოლი), 23 წლის ნახევარმცველი ირაკლი კლიმიაშვილი უზბეკეთშია განათხოვრებული (სადაც, ჩინებული სეზონი გაატარა); აი, რაც შეეხება "ანჟის" აწ უკვე ყოფილ და საქართველოს ნაკრების მეკარეს, 24 წლის ნუკრი რევიშვილს, ყველამ ვიცით, რომ გაზაფხულიდან უკვე სხვა გუნდის ("კრასნოდარი") ღირსებას დაიცავს.

არადა, თითქმის მთელი სეზონი რევიშვილი "ანჟის" ძირითადი მეკარე იყო და პრემიერლიგაში თავის ამპლუაში ერთ-ერთი საუკეთესოც გახლდათ; რევიშვილი მართლაც მაღალ დონეზე ასპარეზობდა, რამდენჯერმე სრულიად დამსახურებულადაც მოხვდა "ტურის სიმბოლურ ნაკრებში". მაგრამ ბოლოს მაინც გუნდის გამოცვლა გადაწყვიტა. ისე, რევიშვილმა 26 მატჩი ჩაატარა და 29 გოლი გაუშვა, რაც ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

რაც შეეხება საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრილ კიდევ ერთ კლუბს, კრასნოდარის "ყუბანის" არც ძირითადში და არც დუბლებში არც ერთ ქართველს არ უთამაშია.

მოკრძალებული მისია

მეორე ტურნირში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისათვის მებრძოლი გუნდები, ერთი მონაწილე, ფაქტობრივად, უმოტივაციოდ არის დარჩენილი: "კრასნოდარს" არც პირველ ლიგაში დაქვეითების საფრთხე ემუქრება და არც - გათამაშებაში მონაწილეობისა;

გამოცდილი სერბი სპეციალისტის, სლავოლიუბ მუსლინის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "კრასნოდარის" ერთ-ერთი ლიდერია გუნდის კაპიტანი, 29 წლის ცენტრალური მცველი ალექსანდრე ამისულაშვილი - საქართველოს ნაკრებისათვის მართლაც შეუცვლელმა ფეხბურთელმა წლეულს რუსულ პრემიერლიგაში 26 მატჩი ჩაატარა (1 გოლი, 2 საგოლე გადაცემა). ზაფხულამდე ამისულაშვილი ერთადერთი ქართველი იყო "კრასნოდარში", მერე კი ამ გუნდში ოთარ მარცვალაძეც გადმოვიდა (13 მატჩი, 2 გოლი, 2 საგოლე გადაცემა); ისე, უნდა ვაღიაროთ, რომ 27 წლის მარცვალაძემ ჩემპიონატის პირველი ეტაპი ბევრად უფრო შთამბეჭდავად ჩაატარა; იმ პერიოდს ვგულისხმობთ, "ვოლგას" ნამდვილი ლიდერი რომ იყო (13 მატჩი, 5 გოლი, 2 საგოლე პასი). თუმცა, არავინ უარყოფს, რომ "ვოლგაზე" ფინანსურად ბევრად უფრო ძლიერ და ამბიციურ "კრასნოდარში" გადასვლით მარცვალაძემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო...

როგორც უკვე აღვნიშნეთ, "კრასნოდარის" გარდა, დანარჩენ შვიდივე გუნდს უმაღლეს ლიგაში დარჩენა-არდარჩენის ფაქტობრივად, ერთნაირი შანსი აქვს; ეს ეხება "როსტოვსაც", "კრილია სოვეტოვსაც" (ამ გუნდებში არც ერთი ქართველი ფეხბურთელი არ თამაშობს) და "ამკარსაც", სადაც შემოდგომის დასაწყისში აშშ-ს მოქალაქე, 25 წლის ზურაბ ცისკარიძე გამოჩნდა. ამ ათლეტურმა მარცხენა მცველმა "ამკარის" შემადგენლობაში მხოლოდ 3 შეხვედრა ჩაატარა, თუმცა გუნდის ახალი მწვრთნელი, ჩერნოგორიელი სპეციალისტი მიოდრაგ ბოჟოვიჩი საერთოდ აღარ წყალობს.

საკმაოდ "მძიმე" გაზაფხული ელოდებათ "ვოლგას" და ნალჩიკის "სპარტაკს"; ნიჟნი ნოვგოროდელები (ისევე როგორც გათამაშების აუტსაიდერი "ტომი") ვერც ფინანსური კეთილდღეობით დაიკვეხნიან და ჩვენი რუსი კოლეგების აზრით, სწორედ ეს ორი გუნდი მიიჩნევა კიდეც პირველი ლიგაში დაქვეითების უპირველეს კანდიდატებად.

ამასთან, არავინ იცის, რა მდგომარეობა იქნება "ვოლგაში" მომავალი წლის დასაწყისიდან - მწვრთნელიც (დიმიტრი ჩერიშევი) იგივე იქნება თუ არა, ქართველებიდან ვინ დარჩებიან და ასე შემდეგ.

არადა, სეზონის დასაწყისში ყველაზე "ქართულ გუნდად" მიჩნეული "ვოლგა" ჩვენებურების გარეშე წარმოუდგენელიც იყო: მთავარ მწვრთნელად ომარ თეთრაძე მუშაობდა, კლუბის სპორტულ დირექტორად - მამუკა ჯუღელი, 30 წლის ლაშა სალუქვაძე, 28 წლის გოგიტა გოგუა, 26 წლის გოჩა ხოჯავა, 22 წლის გია გრიგალავა და 22 წლის მათე ვაწაძე კი გუნდის წამყვანი ფეხბურთელები იყვნენ (აღარაფერს ვამბობთ გუნდის უდავო ლიდერზე, ოთარ მარცვალაძეზე). სამწუხაროდ, მერე და მერე სიტუაცია უარესობისაკენ შეიცვალა - თეთრაძეს წასვლამ მოუწია, ქართველ ფეხბურთელთა უმეტესობა კი ძირითად გუნდს ჩამოაცილეს: წლის ბოლოსკენ რეგულარულად მხოლოდ გრიგალავა (21 მატჩი) და ვაწაძე (20 მატჩი, 1 გოლი, 2 საგოლე პასი) ასპარეზობდნენ.

მარცვალაძეზე ზემოთ უკვე მოგახსენეთ, "ვოლგას" დანარჩენი ქართველების მონაგარი კი ასეთია: სალუქვაძემ 15 მატჩი ჩაატარა (1 გოლი გაიტანა), ხოჯავამ - 11 (3 გოლი), გოგუამ - 13 (1 გოლი). ისე, ზაფხულის შემდეგ "ვოლგას" ქართული "დიასპორა" მაინც გაიზარდა: გუნდში ჩაირიცხა 24 წლის საყრდენი ნახევარმცველი ზურაბ არზიანი (5 მატჩი).

ბოლო წლებში ერთ-ერთი წარუმატებელი სეზონი ჰქონდა ნალჩიკის "სპარტაკს": ფაქტია, რომ იური კრასნოჟანის წასვლის შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვერც ერთმა სპეციალისტმა ვერ გაამართლა. რაც შეეხებათ ნალჩიკელთა ჩვენებურებს, 30 წლის დავით სირაძემ 24 მატჩი ჩაატარა (2 გოლი), ხოლო რუსეთის მოქალაქემ, 24 წლის ნახევარმცველმა ელგუჯა რუხაიამ - 13.

რომელი გუნდიღა დაგვრჩა? რომელი და... კარგად "გაპიარებული" გროზნოს "ტერეკი", სადაც ესპანელმა სპეციალისტმა ვიქტორ მუნიოსმა ისე დატოვა მთავარი მწვრთნელის პოსტი, გუნდს მისი ხელმძღვანელობით არც ერთი ოფიციალური კი არა, საკონოტროლო მატჩიც არ ჩაუტარებია; არ გაამართლა წარსულში სახელოვანი ჰოლანდიელი ფეხბურთელის რუუდ გულიტის დანიშვნამაც, - ისიც მალე გაათავისუფლეს, მერე მისი შემცვლელიც (ისა ბაიტიევი), წლის ბოლოს კი გროზნოელთა გუნდი მოსკოვის "სპარტაკისა" და რუსეთის ნაკრების ყოფილ მეკარეს სტანისლავ ჩერჩესოვს ჩააბარეს.

"ტერეკი" კი ჩვენთვის იმით არის საინტერესო, რომ ამ გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად 31 წლის ლევან გვაზავა მიიჩნევა (22 მატჩი); მაგრამ, რად გინდა - ამ ფუტკარივით მუშა და ამასთან, მოაზროვნე ფეხბურთელს... საქართველოს ნაკრებში მაინც ვერ ვიყენებთ; მიზეზი კი, რუსული პასპორტია - გვაზავა იმ ქვეყნის მოქალაქეა, ისე როგორც "ტერეკის" დუბლშემადგენლობაში მოასპარეზე 18 წლის თავდამსხმელი ასლან ტოხოსაშვილი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

irakli
ანანიძე ქართველი არაა? ყველაზე დიდი ყურადღება მისთვის უნდადაგეთმოთ და საერთოდ სიტყვა არ გითქვამთ!
Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ