გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის საფეხბურთო არენაზე რიგით 23-ე საჩემპიონო რბოლა გაიმართა
გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის საფეხბურთო არენაზე რიგით 23-ე საჩემპიონო რბოლა გაიმართა.

პირველ დღეს გაირკვა გამარჯვებული გუნდურ პირველობაზე - "ეროვნებათა თასზე". გერმანიის ნაკრებმა მსოფლიოს ორი ჩემპიონის - მიხაელ შუმახერისა და სებასტიან ფეტელის შემადგენლობით, უპრობლემოდ მიაღწია ფინალამდე, რომელშიც დამაჯერებლად დაამარცხა სკანდინავიის ნაკრები. ამ გუნდის რიგებში გამოდიოდნენ რალისტი იუჰო ჰიანინენი და "ლე მანის" რბოლების ოსტატი ტომ კრისტენსენი.

თუმცა გერმანელებისთვის ეს საღამო ცუდად დაიწყო - პირველ დუელში შუმახერი ვიტალი პეტროვთან დამარცხდა - სხვაობა მათ შორის 0,07 წამი იყო. მაგრამ ამით მოულოდნელობები დასრულდა და გერმანიის ნაკრები ნახევარფინალში გავიდა, სადაც მას ბრიტანეთის ნაკრები ელოდა.

მეორე ჯგუფში ბრძოლა უფრო დაძაბული იყო და იქ პირველი ორი ადგილი სკანდინავიელებსა და ფრანგებს ერგოთ. ნახევარფინალში კრისტენსენმა და ჰიარინენმა რომან გროსჟანისა და სებასტიან ოჟეის წყვილი დაამარცხეს და ფინალში მეტოქის გარკვევას დაელოდნენ.

ბრიტანეთის ნაკრებს აქამდე არსოდეს ჰქონდა მოგებული "ეროვნებათა თასი" და ამჯერად, ჯენსონ ბატონი და მსოფლიო ტურინგის სამგზის ჩემპიონი ენდი პრიოლი საბრძოლველად იყვნენ განწყობილი. ნახევარფინალში "მაკლარენის" პილოტმა შუმახერს მოუგო, მაგრამ პრიოლი ვერ გაუმკლავდა ფეტელს. გადამწყვეტ დუელში სებამ ბატონსაც აჯობა.

ასე რომ, გერმანია ფინალში გავიდა და იქ, როგორც გითხარით, ყოველგვარი პრობლემის გარეშე დაამარცხა სკანდინავიელთა გუნდი. მიხაელისა და სებასტიანის დუეტისთვის ეს არის ზედიზედ მეხუთე ტრიუმფი "ეროვნებათა თასზე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა