ტრამპლინიდან ხტომაში მსოფლიოს თასზე ავსტრიელმა ანდრეას კოფლერმა მეორე გამარჯვებას მიაღწია
ტრამპლინიდან ხტომაში მსოფლიოს თასის მეორე ეტაპი ლილეჰამერში გაიმართა. გასულ წლებში დიდი ბჭობა გაიმართა იმაზე, უნდა იყოს თუ არა მსოფლიოს თასზე შეტანილი 95-მეტრიანი ტრამპლინები.

წელს სათხილამურო სპორტის ფედერაციამ კალენდარში მაინც მოახვედრა ერთი ასეთი ტრამპლინი - სტარტი ლილეჰამერში გაიმართა. შეჯიბრმა ნორმალურ მეტეოროლოგიურ პირობებში ჩაიარა და მოვლენები სწრაფად და დინამიურად განვითარდა.

ამ სეზონში მეორე გამარჯვებას მიაღწია ავსტრიელმა ანდრეას კოფლერმა, რომელიც მსოფლიოს თასის მოგების ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად ყალიბდება. პირველ ცდაზე ანდრეასმა ლილეჰამერის ტრამპლინის რეკორდი დაამყარა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ხელუხლებელი იყო. ფავორიტმა ტომას მორგენშტერნმა ორივე ცდა ჩააგდო, გრეგორ შლირენცაუერმა კი სუსტი პირველი ცდის შემდეგ შეძლო მეექვე პოზიციაზე გადასვლა.

მეორე ადგილი და კარიერაში პირველი პოდიუმი მოიპოვა გერმანელმა რიხარდ ფრაიტაგმა, რომელმაც ძალიან კარგი მეორე ნახტომი შეასრულა და კინაღამ კოფლერი ჩამოიტოვა უკან. მესამე პოზიციაზე აღმოჩნდა პოლონელი კამიო შტოხი, რომელმაც პირველი ცდის შემდეგ მე-11 ადგილიდან შეძლო პოდიუმზე ასვლა. ასევე აღვნიშნოთ ორი ჩეხის - რომან კუდელკასა და ლუკაშ ჰლავას ხუთეულში შესვლა.

ლილეჰამერი (ნორვეგია)

1. ანდრეას კოფლერი (ავსტრია) - 279.3 ქულა; 2. რიხარდ ფრაიტაგი (გერ) - 273.3; 3. კამილ შტოხი (პოლ) - 249.6; 4. რომან კუდელკა (ჩეხ) - 248.5; 5. ლუკაშ ჰლავა (ჩეხ) - 246.8; 6. გრეგორ შლირენცაუერი (ავსტრია) - 239.3...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა