დევისის თასის რიგით მეასე გათამაშება ესპანეთმა მოიგო, ეს ამ გუნდის რიგით მეხუთე ტრიუმფია ისტორიაში
არგენტინის ნაკრებმა ვერ შეძლო სასწაულის მოხდენა და სევილიის გრუნტზე ესპანეთის ნაკრების დამარცხება.

დევისის თასის რიგით მეასე გათამაშება ესპანეთმა მოიგო. ეს ამ გუნდის რიგით მეხუთე ტრიუმფია ისტორიაში, არგენტინამ კი პირველი გამარჯვება ისევ მომავლისთვის გადადო.

ფინალი მასპინძლებმა დამაჯერებლად დაიწყეს. პარასკევს პირველები კორტზე ხუან მონაკო და რაფაელ ნადალი გავიდნენ. მონაკო 2004 წლიდან თამაშობს არგენტინის ნაკრებში, თუმცა მხოლოდ ხუთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. რაც შეეხება რაფასთან ურთიერთშეხვედრებს, აქ ესპანელი 2:1-ს იგებდა. არგენტინელმა ეს ერთი მოგება მას შემდეგ ჩაიწერა აქტივში, რაც ნადალმა უარი თქვა კორტზე გასვლაზე. ესპანელმა კი ორივე შეხვედრა გრუნტზე ისე მოიგო, რომ მხოლოდ ექვსი გეიმი დაუთმო მეტოქეს.

საკუთარი გულშემატკივრების მხარდაჭერით გამხნევებულმა ნადალმა პირველივე გეიმებიდან მოიპოვა ინიციატივა და მთელი მატჩის განმავლობაში საკუთარ პირობებს კარნახობდა მეტოქეს. მიუხედავად ამისა, პირველ სეტში ყველა გეიმი ბრძოლაში მიმდინარეობდა. პარტია 50 წუთს გაგრძელდა და შვიდი გათამაშებული გეიმიდან ექვსში უპირატესობა ესპანელს ჰქონდა.

არგენტინელს ბრძოლის სურვილს ვერ წაართმევდი, მაგრამ აშკარა იყო, რომ ნადალი თავის საყვარელ გრუნტზე თავს კომფორტულად გრძნობდა. მეორე სეტში მონაკომ პირველივე გეიმი საკუთარ მოწოდებაზე აიღო, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ექვსი გეიმი წააგო.

მესამე სეტიც პირველი ორის მსგავსად თანაბარ ბრძოლაში დაიწყო - ხუანმა ორი საკუთარი გეიმი მოიგო, მაგრამ მიღებაზე ვერანაირი პრობლემას ვერ უქმნიდა მეტოქეს. საბოლოოდ, 6:1, 6:1, 6:2 - ნადალის ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება.

მეორე მატჩში, რომელშიც დავიდ ფერერი და ხუან-მარტინ დელ პოტრო ხვდებოდნენ ერთმანეთს, უფრო დაძაბული ბრძოლა იყო მოსალოდნელი. თუმცა პირველ სეტზე ამას ვერ ვიტყოდით. ფერერი დარტყმების ძალაში ჩამორჩებოდა მეტოქეს, სამაგიეროდ, უფრო სტაბილური იყო. პირველი ბრეიკი ესპანელმა გააკეთა, ხოლო გადამწყვეტი აღმოჩნდა მეშვიდე გეიმი, როცა დელ პოტრომ ორი ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ ვერც ერთი ვერ გამოიყენა. შემდეგი გეიმი კი არგენტინელმა ჩააგდო და 2:6 დამარცხდა.

მაგრამ მეორე სეტიდან სიტუაცია შეიცვალა. დელ პოტრომ ალღო აუღო მეტოქის თამაშს, თან შეცდომებსაც უკლო და სწორედ მან გააკეთა პირველ ბრეიკი სეტში - 4:2. მაგრამ ფერერი დანებებას არ აპირებდა და ზედიზედ სამი მოგებული გეიმით უპასუხა მეტოქეს.

ჩოგბურთელები ტაი-ბრეიკამდე მივიდნენ, რომელშიც დავიდმა მოულოდნელად ბევრი შეცდომა დაუშვა და მხოლოდ ორი ქულა აიღო.

ეს სეტი საათი და 20 წუთი გაგრძელდა და ჩოგბურთელებს ბევრი ძალა წაართვა. დელ პოტრომ პაუზა აიღო და მოდუნდა, რითაც მესამე სეტში ფერერმა 3:1 წაიყვანა ანგარიში, თუმცა ორ თავის გეიმში ბრეიკ-პოინტების მოგერიება მოუწია. ესპანელს დაცვაში თამაში აღარ გამოსდიოდა და სეტის დასასრული მთლიანად ჩააგდო. დელ პოტრომ ზედიზედ ხუთი გეიმის აღება შეძლო და პარტია თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მეოთხე სეტიც მესამის მსგავსად დაიწყო. ხუან-მარტინმა ისევ აიღო პაუზა და ესპანელმა კვლავ 3:1 წაიყვანა ანგარიში... და ისევ გაფლანგა ეს უპირატესობა. არგენტინელს წინ გასვლაც შეეძლო, მაგრამ 0:30-დან წააგო მიღებაზე გეიმი. ერთი წუთის შემდეგ უკვე არგენტინელს მოუწია დაფარული სეტბოლის მოგერიება. ამ არაპროგნოზირებადი სეტის ბედი მეათე გეიმში გადაწყდა. დელ პოტრომ მარტივ სიტუაციებში სამი შეცდომა დაუშვა, სეტბოლზე კი ორმაგი შეცდომით კარგი საჩუქარი გაუკეთა მეტოქეს.

დაინიშნა მეხუთე სეტი და მეოთხედ მატჩში დაფიქსირდა ანგარიში 3:1 ფერერის სასარგებლოდ, თუმცა ამჯერად, არგენტინელს პარტიის გადარჩენის მინიმალური შანსი ჰქონდა. დელ პოტროს უკვე აშკარად ეტყობოდა დაღლა და მალე დავიდმა უპირატესობა სოლიდური გახადა - 5:1. მაგრამ ესპანელმა სეტისა და მატჩის მარტივად დასრულება მაინც ვერ შეძლო. არგენტინელმა ორი გეიმი აიღო, მაგრამ ამით მისი გმირობები დასრულდა - 6:2, 6:7 (2:7), 3:6, 6:4, 6:3 4 საათისა და 43 წუთი ბრძოლის შემდეგ. თამაშის შემდეგ დელ პოტრომ ცრემლების შეკავება ვერ შეძლო.

ესპანეთს შეეძლო მეორე დღეს წყვილთა მატჩში მოემთავრებინა ყველაფერი და კვირის შეხვედრები ფორმალობად ექცია, მაგრამ არ გამოუვიდა.

არც ესპანეთსა და არც არგენტინას მსოფლიო დონის წყვილი არ გააჩნიათ. შედარებით შეთამაშებული დუეტი მასპინძლების ჰყავთ - ფერნანდო ვერდასკო და ფელისიანო ლოპესი მეცამეტედ თამაშობდნენ ერთად და აქამდე შვიდი მოგება და ხუთი წაგება ჰქონდათ. დავიდ ნალბანდიანი და ედუარდო შვანკი პირველად გადიოდნენ ერთად კორტზე.

მიუხედავად ამისა, არგენტინელებმა საკმაოდ შეთამაშებული დუეტის შთაბეჭდილება დატოვეს და საბრძოლო განწყობაც ბრწყინვალე ჰქონდათ. ორივე უნაკლოდ აწვდიდა და მასპინძლებს მიღებაზე მინიმალური შანსი ჰქონდათ.

პირველ პარტიაში სტუმრებმა ერთი ბრეიკის წყალობით მოიგეს, მეორეში 4:0 დაწინაურდნენ და უპრობლემოდ მიიყვანეს საქმე გამარჯვებამდე. მესამეში ნალბანდიანი და შვანკი თავიდანვე წინ გავიდნენ ბრეიკით და მხოლოდ ამის შემდეგ, პარტიის შუაში ესპანურმა დუეტმა პირველად შეხვედრაში ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ საჭირო მომენტში არგენტინელებმა მოუმატეს და უშანსოდ დატოვეს ვერდასკოსა და ლოპესის წყვილი - 6:4, 6:2, 6:3.

სტატისტიკის მიხედვით, წყვილთა შეხვედრის შედეგს დიდი გავლენა აქვს ფინალური მატჩის საბოლოო ანგარიშზე. ბოლო 33 წლის განმავლობაში მხოლოდ სამჯერ მოიგო ფინალი იმ გუნდმა, რომელმაც წყვილთა მატჩი დათმო. თუმცა შარშან, სწორედ სერბეთმა მოიგო გადამწყვეტი მატჩი დუეტთა შეხვედრის წაგების შემდეგ.

გუშინდელი დღე გუნდის ლიდერთა შეხვედრით იხსნებოდა - ნადალი დელ პოტროს წინააღმდეგ. ამ მატჩამდე რაფას დევისის თასზე ზედიზედ 19 (!) ერთეულთა შეხვედრა ჰქონდა მოგებული.

მატჩის სტარტზე დელ პოტრომ ორი ორმაგი შეცდომით წააგო თავისი მოწოდება, თუმცა არგენტინელმა მალე გადალახა სასტარტო მღელვარება, გეიმებში დიდი ბრძოლა გააჩაღა და გადამწყვეტ მომენტებში აშკარად უფრო ძლიერი იყო. შედეგად, 0:1-დან ხუან მარტინმა ზედიზედ ექვსი გეიმი აიღო - 6:1, თუმცა ასეთი იოლი ანგარიშის მიუხედავად, არგენტინელს შვიდი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია.

დელ პოტრომ ბრეიკით დაიწყო მეორე სეტი, მაგრამ ამით მისი მოგებათა სერია დასრულდა. არგენტინელმა 40:0-დან მოახერხა საკუთარი გეიმის დათმობა და ეს მომენტი გარდამტეხი აღმოჩნდა. ნადალმა თამაშის რითმი დაიჭირა და ბრძოლა მხოლოდ ხუან მარტინის გეიმებში იყო. სეტი ლოგიკურად რაფას გამარჯვებით დასრულდა. მესამე სეტში არაფერი შეცვლილა - ნადალი ისევ დომინირებდა კორტზე, დელ პოტროს კი თითქოს ძალები გამოელია - მან მხოლოდ ერთი გეიმი აიღო და 1:6 დამარცხდა.

ამას მოჰყვა მეოთხე სეტის სტარტზე ნადალის მხრიდან ზედიზედ ორი გეიმის აღება. თითქოს ყველაფერი დასრულებულიყო იყო, მაგრამ დელ პოტრო მკვდრეთით აღსდა და ამაში მას არგენტინელი გულშემატკივრები დაეხმარნენ. მათი სიმღერებისა და ხმაურის გამო შეხვედრა რამდენიმე წუთით შეწყდა და ამან დელ პოტროს ამოსუნთქვის საშუალება მისცა.

საქმე იქამდე მივიდა, რომ დელ პოტრომ სეტზე ჩაწოდების საშუალება მიიღო, მაგრამ არგენტინელს ნერვულმა სისტემამ უღალატა: 30:30-ზე ორმაგი შეცდომა დაუშვა და ნადალმა ბრეიკი გააკეთა. რაფა ამაზე არ გაჩერდა და 6:5-ზე მატჩზე ჩასაწოდებლად გაემზადა. მაგრამ დელ პოტრო არ დანებდა და სეტში მეოთხედ აიღო ნადალის მოწოდება, რითაც საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა. საჩოგბურთო ლატარიაში კი არგენტინელს ძალები აღარ ეყო და შემოკლებული გეიმი "მშრალი" ანგარიშით წააგო.

ესპანეთი-არგენტინა 3:1

1:0 რაფაელ ნადალი-ხუან მონაკო 6:1, 6:1, 6:2

2:0 დავიდ ფერერი-ხუან მარტინ დელ პოტრო 6:2, 6:7(2), 3:6, 6:4, 6:3

2:1 ფ. ლოპესი/ვერდასკო-ნალბანდიანი/შვანკი 4:6, 2:6, 3:6

3:1 რაფაელ ნადალი-ხუან მარტინ დელ პოტრო 1:6, 6:4, 6:1, 7:6(0)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მხოლოდ 1 გეიმი - ბასილაშვილმა პეკინის ტურნირზე გამოსვლა დაასრულა
უცნაურია - მუსეტიმ ზედიზედ მეხუთე ფინალი წააგო
ბასილაშვილი ფორმაში შედის - ATP-ის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა და ასეულში დაბრუნების შანსი აქვს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ