სულ რაღაც სამი საათი გავიდა და არგენტინაშიც გაირკვა ჩემპიონის ვინაობა - სამწლიანი "შიმშილობა" დასრულებულია - "ბოკა ხუნიორსი" ჩემპიონია!
მას შემდეგ, რაც ბრაზილიურ ფეხბურთში "კორინთიანსმა" იზეიმა ჩემპიონის ტიტული, სულ რაღაც სამი საათი გავიდა და არგენტინაშიც გაირკვა ჩემპიონის ვინაობა - სამწლიანი "შიმშილობა" დასრულებულია - "ბოკა ხუნიორსი" ჩემპიონია! "ასულ ი ორომ" ტიტული ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე გაიფორმა. ეს "ბოკას" 24-ე ჩემპიონობაა ისტორიაში.

კლუბის ფანები მთელ კვირას ელოდნენ ამ მატჩს, ლიდერს მხოლოდ ერთი ქულა ესაჭიროებოდა აუტსაიდერ "ბანფილდთან" და კონკურენტთათვის მიუწვდომელი ხდებოდა. "ბოკამ" გეგმა გადაჭარბებით შეასრულა, "ბომბონერაზე" დიდი ანგარიშით მოიგო - 3:0.

მასპინძლები პირველ ტაიმში დაწინაურდნენ, როცა მათ კუთხურს "ბანფილდის" საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, ბურთი ხან ძელს მოხვდა, ხან მცველს, ბოლოს დარიო ცვიტანიჩმა ბადეში ააფართხალა. ტაიმი 2:0 მორჩა, ჩავესის ჩაწოდებულს ისევ ცვიტანიჩი გამოეხმაურა და რიკოშეტის დახმარებით დუბლი გაიფორმა.

მეორე ტაიმის დასაწყისში დიეგო რივერომ ანგარიში გამანადგურებელი გახადა, მან დაახლოებით 30 მეტრიდან გაიტანა. ამის შემდეგ "ბომბონერა" აგუგუნდა: "რიკელმეეე, რიკელმეეე", - ითხოვდნენ ტრიბუნები და 65-ე წუთზე 20 მილიონი ინჩასის კერპი სათამაშოდ შევიდა, როლანდო სკიავიმ მაშინვე გაუკეთა კაპიტნის სამკლავური ხუან რომან რიკელმეს.

"შევასრულე, რაც დავიქადნე, სიტყვას კი შესრულება უნდა - გუნდის გაჩემპიონებაში ჩემი წვლილი შევიტანე. ჩვენ საუკეთესოები ვართ და მე ბედნიერი ვარ", - განაცხადა რიკელმემ

იმავე საღამოს გაიმართა კლუბის პრეზიდენტის არჩევნები. საოცარია, მაგრამ ფაქტია - ჩემპიონობამაც კი ვერ უშველა ხორხე ამეალას,

პრეზიდენტი "ბოკას" ყოფილი ხაზინადარი დანიელ ანხელისი გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა