"რეინჯერსმა" თავის ყბადაღებულ მეკარე ალან მაკგრეგორს ახალი ხუთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რითაც კარიერის საუკეთესო წლების განმავლობაში...

"რეინჯერსმა" თავის ყბადაღებულ მეკარე ალან მაკგრეგორს ახალი ხუთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რითაც კარიერის საუკეთესო წლების განმავლობაში მისი "აიბროქს პარზე" დაბმა გადაწყვიტა. ეს ამბავი პრესისთვის ახლა გახდა ცნობილი, თორემ, როგორც ჩანს კლუბსა და მეკარეს შორის მოლაპარაკება გასულ უქმეებამდეც მიმდინარეობდა - მოგეხსენებათ, ედინბურგში, "ჰიბერნიანისა" და "რეინჯერსის" შეხვედრაში მაკგრეგორმა მეტოქე გუნდის თავდამსხმელთან დერეკ რიორდანთან შეჯახების შემდეგ ისიმულიანტა, ტკივილი გაითამაშა, რასაც შოტლანდიურმა პრესამ სამარცხვინო საქციელი უწოდა.

იმ ეპიზოდში "რეინჯერსის" კარის მცველი მსაჯმა ლაიან ბრაინსმა გააფრთხილა, თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ საკუთარი კლუბი ხსენებული თავის შერცხვენისთვის მის დასჯას არ აპირებს. გარდა ამისა, შოტლანდიის ნაკრების თავკაცი კრეიგ ლევინი მას პირველ მეკარედ გამოიძახებს - სქოთთა ნაკრებს ევრო 2012-ის შესარჩევი ლიტვასა და ლიხტენშტეინთან შეხვედრებით ეწყება, "სანდერლენდის" გოლკიპერი კრეიგ გორდონი კი დაშავდა.

28 წლის მაკგრეგორს "რეინჯერსთან" სამწლიანი კონტრაქტი ჰქონდა დარჩენილი, თუმცა შოტლანდიის ჩემპიონმა გადაწყვიტა საუკეთესო მოთამაშეებს ხელშეკრულებები განუახლოს. ეს მაკგრეგორის გარდა თავდამსხმელ კენი მილერსა და მარად საიმედო მარცხენა მცველს საშა პაპაჩსაც შეეხება. სხვათა შორის, უკვე კარგა ხანია ამბობენ, რომ მაკგრეგორის ყიდვა "ტოტენჰემს", "ბენფიკასა" და "ნიუკასლს" სურს, მაგრამ ამ გუნდებს კონკრეტული ნაბიჯები არ გადაუდგამთ. ახლა, თუ მეკარე მართლა გააფორმებს გლაზგოელებთან კონტრაქტს 2015 წლამდე, მისი სატრანსფერო თანხა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

რამდენადაც "დეილი მეილისთვის" გახდა ცნობილი, აგენტებმა მაკგრეგორს აუხსნეს, რომ "რეინჯერსთან" კონტრაქტის გახანგრძლივებით არაფერს ჰკარგავს. გუნდის მწვრთნელს უოლტერ სმიტს ის შოტლანდიის ყველაზე საიმედო გოლკიპერად მიაჩნია, თუმცა არის პრობლემებიც - ერთხელ, მთვრალი, შოტლანდიელთათვის ძალიან ცნობილ და ხმაურიან სკანდალში გაეხვა. სხვათა შორის, მაშინ სმიტი მაკგრეგორის გუნდიდან გაგდებას აპირებდა.

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა