36 წლის ინგლისელი საბოლოო პასუხს ჯერ არ იძლევა, ამ დღეებში მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს
"პარი სენ-ჟერმენს" ყველაზე მეტად დაცვის გაძლიერება და დევიდ ბექჰემის გადაბირება რომ უნდა, ამაზე ბევრჯერ დაგვიწერია.

36 წლის ინგლისელი საბოლოო პასუხს ჯერ არ იძლევა. ამ დღეებში მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს.

თავისუფალი აგენტი ის დეკემბრის ბოლოს ხდება. დღეს ის "ლოს ანჯელეს გალაქსის" შემადგენლობაში უკანასკნელ მატჩს ჩაატარებს და დამსახურებულ შვებულებაში გავა. "კარიერასთან დაკავშირებით რას გადავწყვეტ, ჯერ არ ვიცი. აქამდე თავისუფალი დრო პრაქტიკულად არც მქონია. ყველაფერს შვებულებაში გასვლის შემდეგ ვიტყვი," - აცხადებს ბექზი.

ინგლისელის გარდა "პარი სენ-ჟერმენს" "მანჩესტერ სიტიდან" კოლო ტურეს შეძენაც სურს. ივუარელი ცენტრალური მცველი უკმაყოფილოა იმით, რომ რობერტო მანჩინი მას პრაქტიკულად არ ათამაშებს. "ქალაქელების" რიგების დატოვება მას იანვარშივე სურს. მოგეხსენებათ, კოლო ტურემ დოპინგთან დაკავშირებული სკანდალის გამო ნახევარწლიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა, რის გამოც კლუბმა ის თვე-ნახევრის ხელფასით დააჯარიმა. ჟურნალისტების ვარაუდით, კლუბები ფეხბურთელის ტრანსფერზე იოლად მოილაპარაკებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა