31 წლის პუერტო რიკოელმა მიგელ კოტომ იმას მიაღწია, რასაც 2008 წლიდან ელოდა - 33 წლის მექსიკელი ანტონიო მარგარიტო დაამარცხა
"მედისონ სკვეარზე" დიდი შურისძიება შედგება: წონაში, რომელსაც "სუპერ ველტერვეითს" უწოდებენ (მეორენაირად კი მსუბუქი საშუალო ჰქვია) და 66,7-69,9 კილოგრამს მოიცავს, 31 წლის პუერტო რიკოელმა მიგელ კოტომ იმას მიაღწია, რასაც 2008 წლიდან ელოდა - 33 წლის მექსიკელი ანტონიო მარგარიტო დაამარცხა.

კოტოს გამარჯვება ცხრა რაუნდის შემდეგ გამოცხადდა. სპეციალისტები წერენ, რომ ეს მისი კარიერის საუკეთესო ბრძოლა იყო.

ამრიგად, პუერტო რიკოელმა WBA-ს ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა და რაც მთავარია, დაამარცხა მოწინააღმდეგე, რომელსაც ბრძოლის წინა პერიოდში, პრესაში კრიმინალს ეძახდა.

კოტომ მართლაც შესანიშნავად იჩხუბა, მარგარიტოს ბალანსი დააკარგვინა და კონტრშეტევის საშუალება მოუსპო. ზემოთ ვახსენეთ, რომ კოტომ ცხრა რაუნდის შემდეგ გაიმარჯვა და ეს ასეც მოხდა, მაგრამ, ვინაიდან გონგი მეათე რაუნდის პირველ წამებზე გაისმა, ოფიციალურად ბრძოლის შეწყვეტა მეათეში დაფიქსირდა.

მეექვსე რაუნდისთვის მარგარიტოს ერთი თვალი უკვე ძალიან ჰქონდა დაზიანებული. მეცხრე რომ დასრულდა, ექიმებმა მექსიკელის სეკუნდანტთან ბრძოლის შეწყვეტაზე დაიწყეს ლაპარაკი. საბოლოოდ, რეფერი სტივ სმოგერმა გადაწყვიტა მარგარიტო შემდგომი დაზიანებებისგან დაეცვა.

ბრძოლის შემდეგ კოტომ თქვა: "ის მაინც ძლიერ მოკრივედ რჩება, მაგრამ მე მთელი თავით ვჯობივარ. დღევანდელი ბრძოლა ძალიან მეამაყება".

ბრძოლის შეწყვეტის მომენტში სამივე მსაჯს კოტოს სასარგებლოდ 89-82 ჰქონდათ ჩანიშნული.

დამარცხებულმა მაინც არ გაიტეხა იხტიბარი: "ვფიქრობ, მოწინააღმდეგეს ძალიან ძლიერად ვურტყამდი. კარგად ვიბრძოდი, უბრალოდ მის დასამარცხებლად მეტი დრო მჭირდებოდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა